მორიგი სპარინგი ოდესის ჩერნომორეცთან

დინამო თბილისი თურქულ მოსამზადებელ შეკრებაზე მორიგ საკონტროლო შეხვედრას ოდესის ჩერნომორეცის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება. მატჩის ვიდეო რეპორტაჟი ჩვენება ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–ვგერდზე იგეგმებმა.

ჩვენი მეტოქე – ჩერნომორეცი
ოდესაში 1936 წლის 26 მარტს დაარსებულმა საფეხბურთო კლუბმა, რომლსაც თავდაპირველად დინამო ეწოდებოდა, რამდენჯერმე შეიცვალა სახელი. 1958 წლიდან გუნდს ჩერნომორეცი ჰქვია. ოდესელი მეზღვაურების საკლუბო სიმბოლიკა ლურჯ და შავ–თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. გუნდი საშინაო შეხვედრებს სტადიონ ჩერნომორეცზე მართავს, რომელიც ოფიციალურად 34 164 მაყურებელს იტევს.

დინამო თბილისს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ოდესის ჩერნომორეცი წინააღმდეგ 42 შეხვედრა აქვს ჩატარებული. თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 18 მატჩში დაამარცხეს, 14 შემთხვევაში დაპირისპირება საყაიმო რეზულტატით დასრულდა, ხოლო ჩერნომორეცმა 10 თამაშში მარჯვა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 56:44 არის. საბჭოთა კავშირის თასზე გამართული 5 მატჩიდან დინამომ 4 მოიგო და 1 წააგო.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ჩერნომორეცმა საუკეთესო შედეგი 1974 წელს აჩვენა, როდესაც გუნდმა მესამე საფეხური დაუკავა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ოდესელთა საუკეთესო რეზულტატი სსრკ თასის გათამაშებაზე 1965/66 წლების სეზონით თარიღდება, როდესაც ჩვენმა მომვალმა სპარინგ მეტოქემ ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე იასპარეზა. უკრაინის ჩემპიონატში ოდესელთა საუკეთესო რეზულტატი მეორე ადგილი გახლავთ. მეზღვაურებმა 1994/95 და 1995/96 წლების სეზონში ზედიზედ ორჯერ მოიპოვეს ვერცხლის მედლები. უკრაინის თასის გათამაშების პირველი გამარჯვებული ჩერნომორეცმაი გახლავთ, 1992 წელს გუნდმა პირველი ტიტული მოიპოვა, ოდესელებმა ანალოგიური შედეგი გაიმეორეს 1993/94 წლების სეზონშიც.

ოდესის ჩერნომორეცი მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრემიერ ლიგაში მეხუთე პოზიციაზე იმყოფება, მეორე ადგილზე მყოფ კიევის დინამოს – 1, ხოლო პირველ ადგილზე მყოფ დონეცკის შახტარს 6 ქულით ჩამორჩება. ოდესელებმა წარმატებით იასპარეზეს უეფას ევროპის ლიგის გათამაშების ჯუფურ ეტაპზე და ბულგარულ ლუდოგორეცთან ერთად მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. ჩერნომორეცმა ჯგუფში პსვ ეინდჰოვენსა და დინამო ზაგრებს აჯობეს. 20 თებერვალს, ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ოდესის ჩერნომორეცი ფრანგულ ლიონს უმასპინძლებს.

ჩერნომორეცის შემადგენლობაში ყველაზე მეტი შეხვედრა ვლადიმირ პლოსკინას აქვს ჩატარებული, რომელიც 1975 წლიდან 1988 წლამდე იცავდა ჩერნომორეცის ღირსებას და ამ პერიოდში 473 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ჩერნომორეცი თურქეთში მეორე საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება, რომლის ფარგლებშიც მათ 3 მატჩი გამართეს. სერბულ რადნიჩკისთნ ფრე 0:0, ასევე ფრე 1:1 ოსტავის ბანიკთან და 2:0 გამარჯვება კრაკოვის ვისლასთან.

ოდესის ჩერნომორეცის ღირსებას საქართელოს ნაკრების წევრი თორნიკე ოქრიაშვილი იცავს.

FCDinamo.GE

ოქრიაშვილი “ჩერნომორეცში” 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი “ჩერნომორეცში” გადავიდა, სადაც 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს – ეს ინფორმაცია ახალგაზრდა შემტევმა სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა.

“ჩემი ბავშვობი ნომერი დამიბრუნდა – 7”, – წერს ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის მოთამაშე 2011 წლიდან დონეცკის “შახტარის” კუთვნილებაა. თორნიკე გასულ სეზონებში “ილიჩევეცში” იჯარით ირიცხებოდა.

ცნობისთვის, ოქრიაშვილმა თავის გუნდთან ერთად თურქეთში შეკრებაზე იმყოფება, სადაც ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩში გოლის გატანა მოახერხა.

ოქრიაშვილი “ჩერნომორეცში” გადავიდა

საქართველოს ნაკრებისა ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც დონეცკის „შახტარის“ საკუთრებაშია კარიერას იჯარის წესით ოდესის „ჩერნომორეცში“ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი ორი სეზონის განმავლობაში მარიუპოლის „ილიჩივეცის“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც 60 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა. ყოფილი კლუბიდან ოქრიაშვილი მწვრთნელთან უთანხმოების გამო წამოვიდა.

ოდესის „ჩერნომორეცი“ შეკრებაზე ანტალიაში იმყოფება. ოქრიაშვილი გუნდს თურქეთში შუერთდება.

“პსვ”-ს 19 წლის ფეხბურთელის შესანიშნავი გოლი

3 ოქტომბერს, ევროპის ლიგის გათამაშების ეგიდით, უკრაინულმა “ჩერნომორეცმა” საკუთარ მოედანზე ჰოლანდიური “პსვ” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ანგარიში ახალგაზრდა, 19 წლის ფეხბურთელმა, მემფის დეპაიმ გახსნა, გოლი კი მართლაც შესანიშნავი გამოდგა.