მადრიდის “რეალს” 48-საათიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ კლუბში იჯარის წესით მოთამაშე ხავიერ ერნანდესს “სანტიაგო ბერნაბეუზე” დარჩენა შესთავაზოს.
პარასკევის შემდეგ მადრიდელები ამ ექსკლუზიურ უფლებას კარგავენ, რის შემდეგაც ჩიჩარიტოსთვის შეთავაზებით მიმართვა სხვა კლუბებსაც შეეძლებათ.
როგორც მოგეხსენებათ, მექსიკელი თავდასხმელი ამ დრომდე “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრებაა. შეთანხმების მიხედვით, “რეალს” კონტრაქტის სრულად გამოსყიდვის უფლება ეძლევა.
ჩიჩარიტომ მიმდინარე სეზონში “რეალის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა. სწორედ მისი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა “რეალმა” თანაქალაქელი “ატლეტიკო” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე (1:0).