“ჩიხურას” “მარიბორთან” ორი ფეხბურთელი არ ეყოლება

ორ აგვისტოს საჩხერის “ჩიხურა” ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს სლოვენიის “მარიბორთან” სტუმრად გამართავს.

საგულისხმოა, რომ სოსო ფრუიძეს აღნიშნულ შეხვედრაში ორი მოთამაშე დააკლდება. პირველი მათგანი გუნდის კაპიტანი, შოთა კაშიაა, რომელიც რამდენიმე თვეა, ტრავმის გამო ვერ ეხმარება გუნდს. ასევე, ირაკლი ლექვთაძემ მიიღო ტრავმა თბილისში, “მიხეილ მესხზე” 26 ივლისს ჩატარებულ მატჩში, “მარიბორის” წინააღმდეგ. ამიტომ, იმერლებს ვერც 26 წლის შემტევი ნახევარმცველი დაეხმარება.

გეტყვით, რომ წინა მატჩი ანგარიშით, 0:0 დასრულდა. ხოლო, განმეორებითი შეხვედრა ორ აგვისტოს, თბილისის დროით, 22:15 წუთზე აიღებს სტარტს.

საჩხერის “ჩიხურა” მარიბორშია და განმეორებითი მატჩისთვის ემზადება (ფოტოები)

საჩხერის “ჩიხურა” თამაშამდე გუშინ მარიბორში, სასტუმრო Hotel City Maribor -ში დაბინავდა. გუნდმა საღამოს “მარიბორის” ბაზაზე ივრჯიშა, დღეს კი წინა სამატჩო წვრთნას “ლიუდსკი არენაზე” გამართავს. გეტყვით, რომ იმერლები ორ აგვისტოს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, განმეორებით მატჩს სლოვენიის “მარიბორთან” სტუმრად ჩაატარებენ (პირვლი შეხვედრა 0-0). დაპირსპირება თბილისის დროით, 22:15 წუთზე დაიწყება.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო ირაკლი ლექვთაძე და შოთა კაშია სლოვენიაში გუნდს ვერ დაეხმარებიან.

სოსო ფრუიძე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა სლოვენიაში:

დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი, ლევან კაკუბავა, დათო მეგრელიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, მიშა სარდალიშვილი, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი გაბედავა, დემურ ჩიხლაძე, კახა კახაბრიშვილი, გიორგი ბუხაიძე, დავით იონანიძე.

 

სარდალიშვილი: “გპირდებით, რომ სლოვენიაში ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ”

გუშინ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” “მიხეილ მესხზე” სლოვენიური “მარიბორი” მიიღო და უგოლო ფრე გააგორა.

დაპირისპირების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, მიშიკო სარდალიშვილმა Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“მარიბორი” ძლიერი გუნდია. ვერ ვიტყვი, რომ  ადვილი თამაში იყო. ორივე გუნდს გვქონდა ძალიან კარგი შანსები. ამ მატჩით, რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ, რადგან სლოვენიაში შანსი გვაქვს, რომ მოვიგოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. მოტივაცია დიდია. ამის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. ვნახოთ, რა იქნება. გპირდებით, რომ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ.

“ჩიხურაში” ცოტა ხნის წინ დავბრუნდი და ადაპტაციის პერიოდი არც მქონია. ამ გუნდში თავს ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობ,” – განაცხადა სარდალიშვილმა.

საჩხერის “ჩიხურა” ისრაელშია და “ბეითართან” დაპირისპირებისთვის ემზადება (ფოტოები)

საჩხერის “ჩიხურა” ისრაელში გუშინ ჩაფრინდა. გუნდი სასტუმრო Rimonim Shalom Hotel-ში დაბინავდა. საღამოს გუნდმა ,,ბეითარის” ბაზაზე ივარჯიშა, ხოლო, დღეს წინასამატჩო ვარჯიშს ,,ტედი სტედიუმზე” გამართავს.

 

19 ივლისს, თბილისის დროით 21:45 საათზე საჩხერის “ჩიხურა” ,,ბეითარ ტრამპის” წინააღმდეგ ითამაშებს.
შეგახსენებთ პირველი შეხვედრა თბილისში ,,მიხეილ მესხის” არენაზე 0:0 დასრულდა.

იმერული გუნდი 18 კაციანი შემადგნლობით ესტუმრა ისრაელს: დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი,ლევან კაკუბავა, დათო მეგრელიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, მიშა სარდალიშვილი, ირაკლი ლექვთაძე, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი გაბედავა, დემურ ჩიხლაძე, კახა კახაბრიშვილი, გიორგი ბუხაიძე, დავით იონანიძე.

ევროპის ლიგა: საჩხერის “ჩიხურა” ისრაელში გაემგზავრა

19 ივლისს საჩხერის “ჩიხურა” ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას ისრაელში, იერუსალიმის “ბეითარის” წინააღმდეგ გამართავს. იმერლები, დღეს დილის შვიდ საათზე გაემგზავრნენ თელ ავივში.

გეტყვით, რომ ზეგ “ჩიხურა” თავიანთ მე-16 მატჩს ჩაატარებს ევროპის ლიგაზე. შესაბამისად, სტუმრის რანგში ის მერვედ ითამაშებს. აღსანიშნავია რომ, საჩხერლებს სტუმრად გამართული შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დაპირისპირება აქვთ წაგებული – 2013 წელს შვეიცარიის ,,თუნთან”.

,,ჩიხურას” ევროტურნირების 15 თამაშიანი მონაგარი ასე გამოიყურება:

2013 წ.
ჩიხურა – ვადუცი 0:0
ვადუცი – ჩიხურა 1:1

თუნი – ჩიხურა 2:0
ჩიხურა – თუნი 1:3

2014 წ.
ტურნოვო – ჩიხურა 0:1
ჩიხურა – ტურნივო 3:1

ბურსა – ჩიხურა 0:0
ჩიხურა – ბურსა 0:0 (პენ. 4-1)

ნეფჩი – ჩიხურა 0:0
ჩიხურა – ნეფჩი 2:3

2016 წ.
ზიმბრუ – ჩიხურა 0:1
ჩიხურა – ზიმბრუ 2:3

2017 წ.
ჩიხურა – ალტახი 0:1
ალტახი – ჩიხურა 1:1

2018 წ.
ჩიხურა 0-0 ბეითარი
12 გატანილი გოლი და 15 გაშვებული.

სოსო ფრუიძე შემდეგი შემადგენლობით ესტუმრება ისრაელს:

დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი, დათო მეგრელიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, მიშა სარდალიშვილი, ირაკლი ლექვთაძე, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი გაბედავა, დემურ ჩიხლაძე, კახა კახაბრიშვილი, გიორგი ბუხაიძე, დავით იონანიძე, ლევან კაკუბავა.

შეხვედრა თბილისის დროით 21:45 სთ.-ზე დაიწყება.

“ჩიხურამ” ევროპის ლიგაზე პირველი მატჩი ფრედ ითამაშა

დღეს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. “მიხეილ მესხზე” საჩხერის “ჩიხურამ” იერუსალიმის “ბეითარი” მიიღო.

დაძაბული დაპირისპირება ორმხრივი შეტევებით წარიმართა და უგოლო ფრით, 0-0 დასრულდა. შესაბამისად, საჩხერული გუნდი ისრაელში ფრის (0:0 გარდა) შემთხვევაშიც კი, შემდეგ ეტაპზე გავა.

აქვე გეტყვით, რომ “ჩიხურა” “ბეითართან” განმეორებით მატჩს 19 ივლისს გამართავს. დაპირისპირება იერუსალიმში “ტედდი მალჩა სტადიონზე” თბილისის დროით, 21:45 წუთზე დაიწყება.

“ჩიხურამ” “სიონი” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” ივანწმინდაში, “ცენტრალურ სტადიონზე” ბოლნისის “სიონი” მიიღო.

ანგარიში მეოთხე წუთზე ირაკლი ლექვთაძემ გახსნა. ზუსტად ოც წუთში გიორგი გაბედავას გადაცემის შემდეგ ლექვთაძემ დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში, 64-ეზე იმავე მოთამაშემ მესამეჯერ აიღო სტუმართა კარი. ხოლო, 73-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ საბოლოო ანგარიში, 4-0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ იმერული კლუბი 31 უქლით მეოთხეა. რაც შეეხება “სიონს”, ბოლნისლები 13 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფებიან.

 

“საბურთალომ” “ჩიხურას” მატჩის მიწურულს სძლია (ვიდეო)

ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურში “მიხეილ მესხი 2”-ზე “საბურთალომ” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო.

დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი მასპინძელთა ფეხბურთელი, დავით ვოლკოვი გახდა. მან 84-ე წუთზე გიორგი კოხრეიძის გადაცემის შემდეგ შეაგდო. საბოლოოდ, 1-0.

ამ გამარჯვების შემდეგ თბილისურმა გუნდმა 40 ქულას მოუყარა თავი და “დილასთან” ექვსქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. რაც შეეხება “ჩიხურას”, ის 28 ქულით მეოთხე ადგილზეა.

 

“ჩიხურამ” “სამტრედია” დაამარცხა და “დილას” მიუახლოვდა (ვიდეო)

ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის ბოლო შეხვედრა ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” შედგა: სამტრედიის “სამტრედია” საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდა.

დაძაბული მატჩის პირველ ნახევარში გოლი არ გავიდა. მეორე ტაიმში, 49-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძე მასპიძნლის სტატუსის მქონე გუნდის საჯარიმოში შევიდა, რის შემდგაც ის გივი ქარქუზაშვილმა წააქცია. დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, მისი გამოყენება 52-ე წუთზე საჩხერელთა ბომბარდირმა, გიორგი გაბედავამ შეძლო. ეს ამ მატჩში ერთადერთი გოლი გამოდგა. “ჩიხურამ” ანგარიშით, 1-0 მოიგო.

მარცხის შემდეგ “სამტრედიას” ცხრა ქულა აქვს და მეათე პოზიციაზეა. ხოლო, “ჩიხურა” 28 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. ის მიუახლოვდა “დილას”, რომელსაც, “რუსთავთან” ფრის შემდეგ, 31 ქულა აქვს.

 

ეროვნული ლიგა: “ჩიხურამ” “ტორპედო” დაამარცხა და “დინამოს” მიუახლოვდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-15 ტურში საჩხერის “ჩიხურა” საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი საჩხერელთა შემტევი, გიორგი გაბედავა გახდა. მან მე-40 წუთზე ირაკლი ბურღიძის შემდეგ მოახერხა გოლის გატანა. საბოლოოდ, 1-0.

ამ გამარჯვების შემდეგ “ჩიხურამ” 25 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე იმყოფება. მასსა და მესამე ადგილზე მყოფ “დინამოს” შორის სხვაობა ოთხი ქულაა. ხოლო, “ტორპედო” 21 ქულით მეხუთეა.

 

ინტერვიუ “ჩიხურას” თავდამსხმელთან: “არ იყო სწორი, როდესაც კარიერის დასაწყისშივე უკრაინაში წავედი”

გიორგი გაბედავა ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი და გორის დილას ლეანდრო რიბეიროსთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

საჩხერის ჩიხურას 28 წლის შემტევი მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ ფაქტს, რომ იმერლები ევრო საგზურისთვის იბრძვიან…

ჩემპიონატის დაწყებამდე ჩიხურა არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა, ამის გათვალისწინებით მოულოდნელია თქვენი ლიდერთა შორის ყოფნა.

სეზონის დაწყებამდე ჩიხურადან ბვერი მოთამაშე წავიდა, გუნდი ახალგაზრდებით შეივსო, თუმცა კვლავ ლიდერთა შორისაა…

პრაქტიკულად ახალი გუნდი გაკეთდა. ვარაუდობდნენ, რომ ადგილის შენარჩუნებისთვის ვიბრძოლებდით, მაგრამ როგორც ხედავთ, მოწინავე პოზიციებზე ვართ.

სეზონის წინ კონკრეტული მიზანი არ დაუსახავთ, ახლადშექმნილ გუნდს ძნელია ევროსაგზურისთვის ბრძოლა მოსთხოვო, მაგრამ თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიხარჯებით და შედეგიც სახეზეა.

რვა გოლით რიბეიროსთან ერთად საუკეთესო ბომბარდირი ხარ…

ეს პირველ რიგში ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, თუმცა კიდევ მეტის გატანა შემეძლო, რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენე. მთავარი კლუბის წარმატებაა, მაგრამ ბუნებრივია, ნებისმიერ ფეხბურთელს უხარია გოლის გატანა და გამონაკლისი არც მე ვარ.

 

ჩიხურამ მიმდინარე სეზონში არაერთი რთული მატჩი მოიგო, მაგრამ სტაბილური ფორმის შენარჩუნება გუნდს მაინც უჭირს, თუნდაც ბოლოს თბილისის ლოკომოტივთან საშინაო მარცხი…

ესეც იმ პროცესის ნაწილია, რაზეც ვისაუბრეთ – სოსო ფრუიძეს პრაქტიკულად ჩემპიონატის მსვლელობისას მოუწია გუნდის შექმნა, ჯერჯერობით ჩვენი თამაშის ძიებაში ვართ და ამის გათვალისწინებით, არასტაბილურობაც ლოგიკურია, მაგრამ წინ კიდევ ბევრი თამაშია და უფრო შევთამაშდებით.

2014 წელს ჩიხურამ ევროპის ლიგაზე ორი ეტაპი გაიარა, მათ შორის, გადალახა საკმაოდ ძლიერი თურქული ბურსასფორის ბარიერი. წელს რას უნდა ველოდოთ თქვენგან ევროსარბიელზე?

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ქართული გუნდები ევროტურნირებზე ცუდად ვთამაშობთ. დღევანდელი ფორმაციის ჩიხურაც ვერ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ბურსასფორთან შეხვედრისას იყო.

უკეთესი იქნებოდა, შესაბამისი ტრანსფერები განხორციელებულიყო და გავძლიერებულიყავით, მაგრამ ამ კონტინგენტითაც ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბევრი რამ წილისყრაზეც იქნება დამოკიდებული.

ახალი ამბები
‘არ იყო სწორი, როდესაც კარიერის დასაწყისშივე უკრაინაში წავედი’ – გიორგი გაბედავა
10 ივნისი, 2018 – 13:43

ჩიხურას ცხრიანი კლუბის და მოახლოვებული ევროთასების შესახებ…
გიორგი გაბედავა ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი და გორის დილას ლეანდრო რიბეიროსთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

საჩხერის ჩიხურას 28 წლის შემტევი მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ ფაქტს, რომ იმერლები ევრო საგზურისთვის იბრძვიან…

ჩემპიონატის დაწყებამდე ჩიხურა არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა, ამის გათვალისწინებით მოულოდნელია თქვენი ლიდერთა შორის ყოფნა.

სეზონის დაწყებამდე ჩიხურადან ბვერი მოთამაშე წავიდა, გუნდი ახალგაზრდებით შეივსო, თუმცა კვლავ ლიდერთა შორისაა…

პრაქტიკულად ახალი გუნდი გაკეთდა. ვარაუდობდნენ, რომ ადგილის შენარჩუნებისთვის ვიბრძოლებდით, მაგრამ როგორც ხედავთ, მოწინავე პოზიციებზე ვართ.

სეზონის წინ კონკრეტული მიზანი არ დაუსახავთ, ახლადშექმნილ გუნდს ძნელია ევროსაგზურისთვის ბრძოლა მოსთხოვო, მაგრამ თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიხარჯებით და შედეგიც სახეზეა.

რვა გოლით რიბეიროსთან ერთად საუკეთესო ბომბარდირი ხარ…

ეს პირველ რიგში ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, თუმცა კიდევ მეტის გატანა შემეძლო, რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენე. მთავარი კლუბის წარმატებაა, მაგრამ ბუნებრივია, ნებისმიერ ფეხბურთელს უხარია გოლის გატანა და გამონაკლისი არც მე ვარ.

გიორგი გაბედავა

ჩიხურამ მიმდინარე სეზონში არაერთი რთული მატჩი მოიგო, მაგრამ სტაბილური ფორმის შენარჩუნება გუნდს მაინც უჭირს, თუნდაც ბოლოს თბილისის ლოკომოტივთან საშინაო მარცხი…

ესეც იმ პროცესის ნაწილია, რაზეც ვისაუბრეთ – სოსო ფრუიძეს პრაქტიკულად ჩემპიონატის მსვლელობისას მოუწია გუნდის შექმნა, ჯერჯერობით ჩვენი თამაშის ძიებაში ვართ და ამის გათვალისწინებით, არასტაბილურობაც ლოგიკურია, მაგრამ წინ კიდევ ბევრი თამაშია და უფრო შევთამაშდებით.

2014 წელს ჩიხურამ ევროპის ლიგაზე ორი ეტაპი გაიარა, მათ შორის, გადალახა საკმაოდ ძლიერი თურქული ბურსასფორის ბარიერი. წელს რას უნდა ველოდოთ თქვენგან ევროსარბიელზე?

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ქართული გუნდები ევროტურნირებზე ცუდად ვთამაშობთ. დღევანდელი ფორმაციის ჩიხურაც ვერ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ბურსასფორთან შეხვედრისას იყო.

უკეთესი იქნებოდა, შესაბამისი ტრანსფერები განხორციელებულიყო და გავძლიერებულიყავით, მაგრამ ამ კონტინგენტითაც ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბევრი რამ წილისყრაზეც იქნება დამოკიდებული.

რომ არა ტრავმები, როგორ ფიქრობ, სხვანაირად წარიმართებოდა შენი კარიერა?

პირველ რიგში, ჩემს თავში ვეძებ მიზეზს, სად რა დავაკელი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტრავმებმა ბევრი დრო დამაკარგვინეს… ფეხბურთელის საუკეთესო ასაკში, 23-24 წლისას ძალიან ბევრი გამიცდა და ბუნებრივია, ამან შემაფერხა.

არ იყო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც კარიერის დასაწყისშივე უკრაინაში წავედი, იმ ასაკში სხვა არჩევანი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ოპრიმისტურად ვარ განწყობილი. ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ და მჯერა, კიდევ მოვუმატებ.

და ბოლოს: რას ფიქრობ ეროვნულ ლიგაზე?

ეროვნული ლიგა პროგრესირებს, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა და დაფინანსების ახალი სისტემით გუნდებს ის პრობლემები აღარ აქვთ, რაც წლების წინ ჰქონდათ. მაგრამ ყველამ ხომ ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი უნდა გაკეთდეს, რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს წინსვლა. ბევრი გვაქვს დაკარგული და ამის აღმოფხვრას ახლაღა ვცდილობთ…

ELIGA.GE

“ჩიხურა” “დილასთან” საკუთა მოედანზე დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის ერთ-ერთ შეხვედრაში საჩხერის ჩიხურამ” საკუთარ მოედანზე გორის “დილა” მიიღო.

დაპირსპირება სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 38-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა გახსნა. 52-ეზე ლეანდრო რიბეირომ ორამდე გაზარდა სხვაობა. ხოლო, 73-ე წუთზე კოვტალიუკმა დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, საჩხერლებმა ანგარიშით, 0-3 წააგეს.

ამ მარცხის შემდეგ “ჩიხურა” ერთი ადგილით დაქვეითდა ახლა ის 19 ქულით მეოთხეა. ხოლო, “დილას” 20 ქულა აქვს და მესაემ ადგილს იკავებს.