მამადუ კადერ სეკო: 3-წლიანი კონტრაქტი და ახალი სეზონის მოლოდინი

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ბინადარი ხარაგაულის “ჩხერიმელას” ბენინელი ფეხბურთელი, მამადუ კადერ სეკო საქართველოში რჩება და მომდევნო სეზონშიც “ჩხერიემლას” ღირსებას დაიცავს.

კარიერაში პირველ ქართულ კლუბთან კადერმა სამწლიანი კონტრაქტი გააფრომა, რაც ჩვენს რეალობაში ცოტა იშვიათი, მაგრამ მისასალმებელი ფაქტია.

შეგახენებთ, რომ მამადუ კადერ სეკო საქართველოში გასული სეზონის ბოლოს ჩამოვიდა. 19 წლის ბენინელმა “ჩხერიმელას” შემადგენლობაში 4 თამაში ჩაატარა და ერთ გოლთან ერთად აქტივში ორი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

„ჩხერიმელას“ „მაჭახელასთან“ ტექნიკური მარცხი კურიოზული მიზეზით ჩაეთვალა

დღეს ხელვაჩაურის „მაჭახელასა“ და ხარაგაულის „ჩხერიმელას“ შორის საქართველოს პირველი ლიგის 33-ე ტურის მატჩი უნდა გამართულიყო, თუმცა ხსენებულ შეხვედრაში ხარაგაუელებს ტექნიკური მარცხი საინტერესო მიზეზით არ ჩაეთვალათ.

მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაირკვა, რომ „ჩხერიმელა“ „მაჭახელასთან“ შეუთანხმებლად მატჩზე იგივე ფერის ფორმებით გამოდიოდა, რა ფერის ფორმებითაც მის მეტოქეს უნდა ეთამაშა. მასპინძლებმა „ჩხერიმელას“ თხოვნა არ დააკმაყოფილეს და ფორმის ფერის შეცვლაზე უარი თქვეს, რის შემდეგაც ტექნიკური გამარჯვება 3:0 ჩაეთვალათ.

ცნობისთვის, „მაჭახელა“ ამჟამად 39 ქულით პირველი ლიგის მეშვიდე ადგილს იკავებს, „ჩხერიმელა“ კი 33 ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება.

“ჩხერიმელამ” ბენინელი შემტევი დაიმატა

19 წლის მამადუ სეკო კადერი, რომელსაც ბენინის 17-წლამდე ნაკრებში თამაშის გამოცდილებ აქვს, კარიერას ხარაგაულის “ჩხერიმელაში” გააგრძელებს, სადაც მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება.

აფრიკელი ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველია და ფორვარდის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. საქართველოში ჩამოსვლამდე ის სამშობლოში, “პოლაისის” შემადგენლობაში თამაშობდა.

Fanebi.com ფეხბურთელს ხარაგაუშლი დაუკავშირდა და ახალი კლუბის შესახებ გაესაუბრა.

“უკვე ხარაგაულში, ჩემს ახალ გუნდთან ერთად ვარ. აქ ყველაფერი მომწონს და კლუბშიც კარგად მიმიღეს. “ჩხერიმეალას” ხვალინდელ შეხვედრაში ვერ დავეხმარები, მაგრამ მომდევნო ტურში, სტუ-ს წინააღმდეგ თამაშს უკვე შევძლებ. მოუთმენლად ველი ჩემს დებიუტს” – განაცხადა მამადუ სეკო კადერმა.

დუბლებმა სპარინგში „ჩხერიმელას“ აჯობეს

28 იანვარს, ქუთაისის „ტორპედოს“ დუბლშემადგენლობამ(მწვრთნელები: გიორგი სუხიაშვილი და ვლადიმერ ჭყონია) ამა წლის პირველ ამხანაგურ თამაშში პირველლიგელ ხარაგაულის „ჩხერიმელას“(მწვრთნელი – გიორგი შავგულიძე) უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ტორპედოელთაგან გოლები გაბრიელ საღრიშვილმა და ზაურ ჟღენტმა გაიტანეს, სტუმართაგან კი ანგარიშის გათანაბრება ოლეგ კურტანიძემ მოახერხა.

„ტორპედო-2“: გეგუჩაძე(კვერნაძე 60), გაგოშიძე(ნიკოლაძე 46), ბურჯანაძე(შეყრილაძე 46), ფანცხავა, წიქარიშვილი(თევზაძე 46), საღრიშვილი(ნამიჭეიშვილი 46), ზაქარაშვილი(ხვიჩია 46), ჯანაძე(ჯავახაძე 46), ო. ჭიჭინაძე(გურეშიძე 46), გოგუაძე(ჟღენტი 46), ჩიხლაძე(გიორგაძე 46).

FCTorpedo.GE

„ჩხერიმელასთან“ განმეორებითი სათასო მატჩის წინ

1 ოქტომბერს, ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 1/16 ფინალის განმეორებით მატჩში პირველლიგელ ხარაგაულის „ჩხერიმელას“ დახვდება. თამაში, რომელზეც დასწრება უფასოა, 15:00 საათზე დაიწყება.

მოგეხსენებათ, საქართველოს თასის გათამაშების 1/16 ფინალის ყველა საპასუხო მატჩი 16-17 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ეროვნული ნაკრების ინტერესების გამო კალენდარში შესულმა ცვლილებებმა მათი გადადება 30 სექტემბრისა და 1 ოქტომბრისთვის განაპირობა.

„ტორპედოსა“ და „ჩხერიმელას“ შორის აღნიშნულ ეტაპზე ხარაგაულში მურთაზ და სოსო აბაშიძეების სახელობის სტადიონზე გამართულ პირველ მატჩში ქუთაისელებმა მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს მეტოქე, თამაშის 55-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი 19 წლის ცოტნე ქებურია გახდა. დეტალური ინფორმაციისთვის გთავაზობთ 20 აგვისტოს ჩატარებული შეხვედრის პროტოკოლს –http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=249.

ჩვენს მომდევნო მეტოქეზე გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად შემდეგს მოგახსენებთ – „ჩხერიმელა“ პირველი ლიგის გათამაშების „ა“ ზონაში გამოდის, სადაც 6 ტურის მერე დაგროვილი 4 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. ზემოიმერელთა მწვრთნელი 29 წლის გიორგი შავგულიძე გახლავთ. გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომელთაც ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც უთამაშია.

აქვე დამდეგი ქუთაისური მატჩის მომსახურე მსაჯთა შემადგენლობაზეც ვთქვათ, რომელსაც დავით სანოძე(ხონი) უხელძღვანელებს, მას ასისტენტობას გაუწევენ: ფელიქს ჭაავა(ზუგდიდი) და ზვიად ერქვანია(ზუგდიდი), სათადარიგო მსაჯობა კი ჯენერი ხორავას(ხობი) დაევალა.

FCTorpedo.Ge

„გაგრამ“ ხუჭუას დასჯა სამართლიანად მოითხოვა

30 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ გასვლით შეხვედრას ატარებდა ხარაგაულში, „ჩხერიმელას“ წინააღმდეგ. ამ შეხვედრის მთავარი არბიტრი თემურ ხუჭუა გახლდათ, რომელმაც შეხვედრის 30-ე წუთზე მასპინძელთა კარში არ დანიშნა ასპროცენტიანი პენალტი. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, „გაგრამ“ საჩივარი შეიტანა ფეხბურთის ფედერაციაში აღნიშნულთან დაკავშირებით.

მიხეილ აფხაზავა, „გაგრას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი:

– „გაგრას“ მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა და მთელი გუნდი მაქსიმალურად არის მობილიზებული, რომ ყველა შეხვედრაში სამი ქულისთვის ვიბრძოლოთ. ამგვარად იყო ხარაგაულშიც. სამი ქულის მოსაპოვებლად ჩავედით, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. 30-ე წუთზე აბაიომი ოვონიკოკო მეკარის საჯარიმოში წააქცია ჩუკურინიმ, მსაჯი ხუჭუა იქვე იმყოფებოდა, მაგრამ მისი სასტვენი საეჭვოდ დუმდა. ეს იყო აშკარა პენალტი. მეორე ტაიმის მიწურულს ჟიშკარიანის გადაცემის შემდეგ ოვონიკოკომ გოლი გაიტანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა სამართლიანად არ ჩათვალა. პასის მომენტში ოვონიკოკო თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ადგილი ჰქონდა წინ პასს და სწორად მოიქცნენ. ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ მსაჯის გადაწყვეტილება, თუნდაც ის ჩვენთვის არ იყოს სასურველი, მაგრამ ამავე დროს სამართლიანი, მოვიწონოთ, მაგრამ როდესაც აშკარად გვჩაგრავენ, ამას ნამდვილად ვერ მოვითმენთ. ჩვენს ვებ გვერდზე ამ მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლაცია მიდიოდა. გარდა ამისა, განთავსებულია მატჩის ჩანაწერიც და მიმოხილვაც. ყველას შეუძლია ნახოს, თუ როგორ „ივაჟკაცა“ ხუჭუამ. გასულ სეზონში ხუჭუამ ვანის „სულორთან“ გამართული შეხვედრაც იმსაჯა და მაშინაც არაერთი შეცდომა დაუშვა ნებსით თუ უნებლიედ, მაგრამ მაშინ რეაგირება არ მოვახდინეთ, ახლა კი…

თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს და ნამდვილად არ გვსურს მსაჯების სისტემატურ შეცდომებს გადავაყოლოთ დამსახურებული ქულები. ამიტომაც, 2 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციაში საჩივრის წერილი მივიტანეთ და ზუსტად ერთ დღეში საპასუხო წერილიც მივიღეთ, სადაც აღნიშნულია, რომ ხუჭუა სამაგალითოდ იქნება დასჯილი. დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებას დროული რეაგირებისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ ხუჭუას მხრიდან დაშვებული იქნებოდა უნებლიე შეცდომა, მას ადამიანური თვალსაზრისით ნამდვილად გავუგებდით და არ გავაპროტესტებდით, მაგრამ როდესაც მსაჯი ეპიზოდთან 4-5 მეტრში იმყოფება, ნათლად ხედავს მოვლენების განვითარებას და ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა და ამას მატჩის შემდეგაც აღნიშნავს, მსგავს საქციელს გამართლება არ აქვს.

FCGagra.GE

ჩხერიმელა – გაგრა 0:0 მატჩი, მომენტები

30 სექტემბერი. ხარაგაული. 100 მაყურებელი

ჩხერიმელა – გაგრა 0:0

ჩხერიმელა: ლომსაძე, მეტრეველი, ჯიმშელეიშვილი, ლურსმანაშვილი, ჩუბინიძე, ჩუკურანი, კოსტავა, შარვაძე, ცუცქირიძე, ქურდობაძე, კიკნაძე.

მწვრთნელი: ე.ჯიმშელეიშვილი

გაგრა: ბეგაშვილი, ხარაბაძე, კალანდაძე, ზარნაძე, ჭაბუკიანი, ფალავანდიშვილი, ზაურ ქარდავა (ბაქარ ქარდავა 55), ცაცკრიალაშვილი (ფერცელიძე 68), ჭკუასელი, ჟიშკარიანი, ოვონიკოკო.

მწვრთნელი: ზ.ჯელაძე

გაფრთხილება: ოვონიკოკო, ზაურ ქარდავა

მსაჯი: თ.ხუჭუა

FCGagra.GE