რანიერი პრემიერლიგაში ბრუნდება

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი ამიერიდან „ლესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელია. 63 წლის სპეციალისტთან კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რანიერის ინგლისში აქამდეც უმუშავია – 2000 წლიდან 2004 წლამდე ის „ჩელსის“ ხელძღვანელობდა, რომელთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მისვლა მაოხერხა. მისი ბოლო სამუშაო ადგილი საბერძნეთის ნაკრები იყო, რომელიც მან 2014 წლის ნოემბერში დატოვა. რანიერის თავკაცობით ბერძნებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ოთხი მატჩი ჩაატარეს და მხოლოდ ერთი ქულა დააგროვეს.

განვლილ სეზონში „ლესტერ სიტიმ“ ნაიჯერ პირსონის თავკაცობით მე-14 ადგილი დაიკავა. ივნისის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელობამ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა.

12

საბერძნეთის ნაკრები კლაუდიო რანიერის ჩააბარეს

ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს.

მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

62 წლის სპეციალისტმა აღნიშნულ პოსტზე ფერნანდუ სანტუში შეცვალა, რომელმაც „ელინების“ თავკაცის თანამდებობა ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რანიერის ხელფასის სახით წელიწადში 800 ათასი ევრო ექნება.

 

რანიერი: „მონაკო“ საფრანგეთის სრულფასოვანი ჩემპიონია“

„მონაკოს“ მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი მიიჩნევს, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონი უსამართლოდ გახდა. ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა არგუმენტად უეფას განცხადება მოიშველია, რომელშიც ნათქვამია, რომ პარიზული კლუბი ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევით მოქმედებდა.

„ვფიქრობ, რომ ყველა უფლება უნდა გაკონტროლდეს. უეფამ მკაფიოდ განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონატი ყოველგვარი ფინანსური ფეარ-პლეის დაცვის გარეშე მოიგო. ასე რომ, „მონაკო“ სრულფასოვანი ჩემპიონია, რადგან ჩვენ სეზონის დაწყებიდან სამართლიანად ვმოქმდებდით.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, მომდევნო კვირა შესაძლოა გადამწვეტი გამოდგეს. „მონაკოში“ მშვენიერი ორი სეზონი გავატარე. მოთამაშეებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩემი შესაძლო გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ფეხბურთელებმაც იციან. ისინიც კითხულობენ გაზეთებს. პირველი მე ვიქნები, ვინც ოფიციალური გადაწყვეტილების შემდეგ ინფორმაციას დაადასტურებს“, – რანიერის სიტყვები „კალჩო ნიუს 24“-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

რანიერი „მონაკოს“ დატოვებს

ფრანგული გამოცემები ერთ ხმაში იუწყებიან, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლაუდიო რანიერი „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. გუნდის ახალი თავკაცის ვინაობა მომავალ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ რანიერი „მონაკოს“ ბოლო ორი წელია, ხელმძღვანელობს და კლუბთან ერთად 2012-13 წლებში საფრანგეთის მეორე ლიგა მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგ ფეხბურთელთა და მწვრთნელთა პროფესიულმა კავშირმა იტალიელი სპეციალისტი საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო თავკაცის წოდებაზე წარადგინა.

ბექა დოგრაშვილი

რანიერი: ”ფალკაოსგან ბევრს ველით”

”მონაკოს” მთავარმა მწვრთვნელმა კლაუდიო რანიერიმ პსჟ-სთან მოახლოებული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

”მოგება პსჟ-სთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ამის მიუხედავად, მოტივაცია ჩვენს მოთამაშეებსაც ექნებათ. არამგონია, პარიზელებს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაღლილობა ეტყობოდეთ. ახლა მხოლოდ სეზონის დასაწყისია.

რაც შეეხება ფალკაოს, 100 პროცენტით მზად იგი ჯერ არ არის. მისგან ბევრს ველით, რადგან, იგი – მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია”, – განაცხადა ფეხბრუთის 61 წლის სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი