“მანჩესტერ სიტიმ” კლუბის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ადრეული გოლი გაუშვა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის IV ტურში “მანჩესტერ სიტისა” და მოსკოვის ცსკა-ს შორის გამართულ მატჩში ინგლისურმა კლუბმა გოლი 96-ე წამზე გაუშვა.

ეს “მანჩესტერ სიტის” ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე გაშვებული ყველაზე ადრეული გოლი გახლავთ.

მოსკოველები სეიდუ დუმბიამ დააწნაურა. იაია ტურემ მალევე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა შეხვედრის 34-ე წუთზე დუმბიამ დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს საჭირო 3 ქულა მოუტანა — 1:2.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცსკა-ს მეკარე იგორ აკინფეევი აგერ უკვე ტურნირის 25-ე მატჩია, კარს მშრალად ვერ ინახავს.

 

ცსკა „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხს გადაურჩა (ვიდეო)

დასრულდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის მესამე ტურის პირველი მატჩი, რომელიხ ხიმკიში გაიმართა,ს ადაც ერთმანეთს მოსკოვის ცსკა და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდნენ და ფრედ 2:2 ითამაშეს.

არადა, სტუმართათვის პირველი ტაიმი ჩინებულად განვითარდა. 29-ე წუთზე ანგარიში კუნ აგუერომ გახსნა. ორამდე პელეგრინის გუნდის უპირატესობა მილნერმა გაზარდა, რომელმაც აკინფეევის კარი 38-ე წუთზე აიღო.

მეორე ნახევარში კი, ყველაფერი პირიქით განვითარდა. 65-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეცვლაზე შესულმა სეიდუ დუმბიამ შეამცირა, რომლის წაქცევისთვის შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ისტვან ვლადმა ოც წუთში ჯო ჰარტის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტის ნიშნულთან ნათხო მივიდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

საბოლოოდ, 2:2 – „ქალაქელები“ ორი ქულით ჯგუფის მესამე ადგილზე დარჩნენ, ხოლო „არმიელებმა“ თავის აქტივში პირველი ქულა ჩაიწერეს.

ცსკა – „მანჩესტერ სიტი“ 2:2 (0:2)

გოლები: დუმბია 65′, ნათხო 86′ – აგუერო 29′, მილნერი 38′

ცსკა: აკინფეევი; მარიო ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი (დუმბია 56′, ცაუნა 90′), შენიკოვი; ტოშიჩი (ეფრემოვი 69′), ნათხო, ერემენკო, მილანოვი; მუსა

„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი; საბალეტა, კომპანი, მანგალა, კოლაროვი; მილნერი, ფერნანდო (იოვეტიჩი 86′), ტურე, დავიდ სილვა; აგუერო, ჯეკო (ნავასი 72′)

გაფრთხილება: ფერნანდო 57′

მოსკოვის სასტუმროდან “ბაიერნის” დელეგაციის ევაკუაცია მოხდა

მიუნხენის “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს მოსკოვში ცსკა-ს წინააღმდეგ გამართავს. ბავარიელები რუსეთის დედაქალაქში კვირას ჩაფრინდნენ და სასტუმროშიც დაბინავდნენ, თუმცა დღის ბოლოს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

სახანძრო განგაშის გამო სასტუმროდან “ბაიერნის” ფეხბურთელების, მწვრთნელების და მთელი პერსონალის ევაკუაცია მოხდა.

გერმანელები რამდენიმე წუთს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერდნენ, ხოსეპ გვარდოლამ და ფეხბურთელებმა მოსკოვის ცივი ჰავისგან თავდასაცავად სპეცალური პლედები მოიფარეს, შემდეგ კი სავაშხმოდ იქვე მდებარე რესტორანს ეწვივნენ.

დაახლოებით ორ საათში “ბაიერნის” დელეგაცია სასტუმროში დაბრუნდა.

ბავარიული გუნდის ზოგიერთი ფანი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი რუსულმა მხარემ განგებ მოაწყო.

ცსკა-სა და “ბაიერნს” შორის შეხვედრა სამშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. სტადიონის დისკვალიფიკაცის გამო მატჩზე გულშემატკივრები არ დაიშვებიან.

რა გააკეთა ცსკა-ს თავდამსხმელმა მეკარესთან ერთი ერთზე გასვლისას

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში იტალიურმა “რომამ” რუსული ცსკა ანგარიშით 5:1 გაანადგურა, თუმცა სხვაობა შესაძლოა უფრო ნაკლები ყოფილიყო, ერთი ერთზე გასულ სეიდუ დუმბიას უცნაურად რომ არ ემოქმედა და გოლი გაეტანა.

ჯანო ანანიძემ წელს ბოლო მატჩი ჩაატარა

დღეს, რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში „როსტოვმა“ მოსკოვის „ცსკა“-ს უმასპინძლა. „ყვითელ-ლურჯთა“ რიგებში ჯანო ანანიძემ წლის ბოლო მატჩი ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ჩვეულებისამებრ, ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო. ჯანოს შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში გოლის გატანაც მართებდა, თუმცა ახლო მანძილიდან ბურთს ფეხი ხეირიანად ვერ მოარტყა, არადა, მეკარე კარის კუთხეს ვეღარ იცავდა. სიმართლე რომ ვთქვათ, „როსტოვს“ გოლის გატანის ბევრი შანსი მიეცა, თუმცა ყველაზე რეალური სწორედ ჯანოს მომენტი იყო. მასპინძლები გაცილებით აქტიურად გამოიყურებოდნენ, ბურთს აკონტროლებდნენ და უტევდნენ, „ცსკა“-ს ფეხბურთელები კი ძირითადად თავდაცვით იყვნენ დაკავებულნი. ანანიძე 82-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ ფეხბურთელს მოედნის დატოვებისას აშკარად ეტყობოდა გაფუჭებული მომენტის გამო სინანული. საბოლოო ჯამში, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელთა გამოსავლენად მოწყობილ გამოკითხვაში გულშემატკივრებმა ჯანოს მესამე ადგილი არგუნეს.

მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე კიდევ ერთი მატჩია დარჩენილი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანო ანანიძემ „როსტოვის“ შემადგენლობაში წელს ბოლო მატჩი ჩაატარა. მომდევნო ტურში „როსტოვი“ მოსკოვის „სპარტაკს“ მასპინძლობს. „სახალხო გუნდის“ მფლობელმა ლეონიდ ფედუნმა განაცხადა, თუ გინდათ, რომ თქვენთან იჯარით მყოფებმა – ჯანო ანანიძემ და არტიომ ძიუბამ ითამაშონ, მაშინ მილიონი (ვალუტა არ დაუკონკრეტებია) გადაგვიხადეთო. „როსტოვი“ თანხის გადახდას არ აპირებს, შესაბამისად ანანიძე და ძიუბა მათ საკუთრებასი მყოფი კლუბის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანომ რამდენჯერმე გამოთქვა „როსტოვში“ სეზონის ბოლომდე დარჩენის სურვილი. ანანიძეს საიჯარო ხელშეკრულება 1 წლის ვადით აქვს გაფორმებული, თუმცა არ არის გამორიცხული, „სპარტაკმა“ ის ზამთრის შესვენებისას დაიბრუნოს.

ცნობისთვის, ჯანომ „როსტოვის“ რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი