დურანტი ფაჩულიას გუნდის მფლობელზე: „ის იდიოტია“

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა „დალას მავერიკსის“ მფლობელი მარკ კიუბანი იდიოტად მოიხსენია. კალათბურთელი კიუბანის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „თანდერსში“ დურანტის სახით მხოლოდ ერთი სუპერვარსკვლავი თამაშობს.

„მარკ კიუბანი, უბრალოდ, იდიოტია. პირდაპირ ასე დაწერეთ. ამის თაობაზე მეტს არაფერს ვიტყვი“, – ციტირებს დურანტს ESPN-ი.

„ოკლაჰომამ“ პლეიოფის პირველი ეტაპის სერიის მეხუთე მატჩში „დალასი“ ანგარიშით 118:104 დაამარცხა და ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც „სან-ანტონიო სპურსს“ შეხვდება.

ფაჩულიამ დენვერში წაგებულ მატჩში მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში „დალას მავერიკსი“ „დენვერ ნაგეტსს“ ეწვია და ოვერტაიმში 114:116 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ამ მატჩში მხოლოდ 10 წუთი ითამაშა და ამ დროში 4 ქულა ჩააგდო.

არადა, წინა კვირას „მავსმა“ „ნაგეტსთან“ მატჩი ასევე ოვერტაიმამდე მიიყვანა, თუმცა გამარჯვება შეძლო. დღევანდელ შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წამით ადრე „დალასი“ 106:102 იგებდა, თუმცა ვილ ბარტონმა და კენეტ ფარიდმა თავისი საქმე გააკეთეს და მეტოქის ფარში ჩაგდებული ბურთებით თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს.

შემდეგი მატჩი „დალასს“ 8 მარტს, სახლში, „ლოს-ანჯელეს კლიპერსთან“ ელის.

„დალას მავერიკსი“ დირკ ნოვიცკის ახალი ვარცხნილობის გამო დასცინის (ფოტო)

„დალას მავერიკსის“ ლიდერმა დირკ ნოვიცცკიმ იმიჯი შეცვლა გადაწყვიტა, თუმცა მისი ეს ქმედება ყველა თანაგუნდელმა არ მოიწონა, რის გამო გერმანელზე ბევრს ხუმრობენ.

„ეს საშინელებაა. ის საკუთარი თავით კმაყოფილი მოვიდა ,ეგონა, ჩვენც მოგვეწონებოდა. თუმცა, კლუბში, მწვრთნელებით დაწყებული, მას ყველა ანადგურებს. მგონია, დირკი მალე ისევ სალონში წავა, რადგან ჩვენს ხუმრობებს ვეღარ გაუძლებს“, – განაცხადა ფორვარდმა პარსონს ჩენდლერსმა.

ყველაზე ხშირად ნოვიცკის ამერიკელ მსახიობ ელენ დეჯენერესს ადარებენ.

CaGQPszUsAAv4Ct

ნოვიცკიმ საერთაშორისო კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელმა, 37 წლის დირკ ნოვიცკიმ ნაკრებში 18 წლის განმავლობაში თამაშის შემდეგ საერთაშორისო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

„ევრობასკეტ-2015-ზე გამართული მატჩი ჩემთვის ნაკრებში ბოლო იყო“, – განუცხადა ნოვიკიმ გაზეთ „ბილდს“.

2005 წლის ევრობასკეტზე კალათბურთელმა გერმანიასთან ერთად მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამეზე გავიდა. დირკის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 1997 წელს შედგა. ჯამში, საერთაშორისო დონეზე 153 მატჩში მისი მონაგარი 3045 ქულას შეადგენს.

ფაჩულიამ „ჰიუსტონთან“ შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა

„დალას მავერიკსის“ ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ „ჰიუსტონ როკეტსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩი ფეხის დაზიანების მიზეზით გამოტოვა. ტრავმა სერიოზული არ არის და, სავარაუდოდ, ზაზა მოედანზე სულ მალე დაბრუნდება.

მიმდინარე რეგულარული ჩემპიონატის 43 მატჩში ფაჩულიას საშუალო მონაგარი სათამაშო დროის 29,2 წუთში 10,4 ქულასა და 10,9 მოხსნას შეადგენს.

ზაზას ადგილი „ჰიუსტონთან“ ტუნისელმა სალამ მეჟდიმ დიაკავა, რომელმაც ამ შეხვედრაში პირველად ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაბლ-დაბლი გაიფორმა.

„ნიუ-ორლეანთან“ წაგებულ მატჩში ზაზამ 14 ქულა დააგროვა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში „დალას მავერიკსი“ „ნიუ-ორლეანს“ შეხვდა და ანგარიშით 98:105 დამარცხდა.

ზაზა ფაჩულიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და, ჯამში, 35 წუთი ითამაშა. მისმა მონაგარმა ამ დროში 14 ქულა, 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება შეადგინა.

შემდეგ შეხვედრას „დალასი“ ხუთ იანვარს „საკრამენტოსთან“ გამართავს.

ფაჩულიამ ყოფილ გუნდთან წარმატებით ითამაშა

დღეს, გამთენიისას, „დალას მავერიკსმა“ „მილუოკი ბაქსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 103:93 დაამარცხა.

ყოფილ გუნდთან შეხვედრა ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ პირველი წუთებიდან დაიწყო. ჯამში, ზაზამ 36 წუთი ითამაშა და ამ პერიოდში მისმა მონაგარმა 17 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა შეადგინა.

ამჟამად „დალასი“ დასავლეთ კონფერენციის მეხუთე პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს „მავსი“ შინ 31 დეკემბერს მოქმედი ჩემპიონის „გოლდენ სტიეტ უორიორსის“ წინააღმდეგ გამართავს.

ფაჩულიამ „ჩიკაგოსთან“ მოგებულ მატჩში სეზონში მე-16 ორმაგი დუბლი მიითვალა

დღეს „დალას მავერიკსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში „ჩიკაგო ბულსს“ ანგარიშით 118:111 მოუგო.

ამ შეხვედრაში „დალასის“ ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 17 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. სათქმელია, რომ ზაზა ერთადერთი გამოდგა, ვინც მატჩში ორმაგი დუბლი მიითვალა, რომელიც მისთვის ამ სეზონში მე-16 გამოდგა.

ამჟამად „მავსი“ „ლოს-ანჯელეს კლიპერსთან“ ერთად დასავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილზე იმყოფება.

შემდეგი შეხვედრა, რომელიც 29 დეკემბერს შედგება, ფაჩულიას გუნდს „მილუოკი ბაქსთან“ უწევს.

ნოვიცკი: „ბრაიანტი ყველაზე დიდი მოთამაშეა, რომელიც ოდესმე შემხვედრია“

„დალას მავერიკსის“ ლიდერმა დირკ ნოვიციმ „ლეიკერსის“ ლეგენდის კობი ბრაიანტის კალათბურთიდან წასვლას გამოეხმაურა.

„ეს გულდასაწყვეტია. ბევრი მებრძოლი, რომელიც 90-იანების დრაფტზე აირჩიეს, ნელ-ნელა მიდის. ნათელია, დასასრული ჩვენთვის ყველასთვის დგება. თუმცა, მიხარია, რომ მან საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ამის დახმარებით ის ნაკლებ ტვირთს მიიღებს.

ჩემთვის კობი, შესაძლოა, ყველაზე დიდი მოთამაშეა, რომელიც შემხვდერია. ტიმ დანკანის, შაკილის და სხვების მსგავსი ადამიანები შემხვედრიან, მაგრამ კობი განსაკუთრებულია. ყოველთვის მისი დიდი ფანი ვიყავი. სამწუხაროა, რომ ყველანი ვბერდებით“, – ციტირებს ნოვიცკის ESPN.

ზაზა ფაჩულიას მე-10 ორმაგი დუბლი დენვერთან მოგებულ მატჩში: 16 ქულა, 12 მოხსნა

ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ ჩვეული ორმაგი დუბლი შეასრულა. სეზონის მე-17 მატჩში, რომელიც „დალასმა“ შინ „დენვერთან“ გამართა და 91:82 გაიმარჯვა, ქართველმა ცენტრმა 16 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. ზაზა იყო მატჩის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა, რითაც დალასელებს გამარჯვების მოპოვებაში უდიდესი დახმარება გაუწია. ქართველი ცენტრისთვის ეს სეზონის რიგით მე-10 დაბლ-დაბლია.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულასა და 12 მოხსნას ზაზამ 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მოაყოლა. 31 წუთი ითამაშა დირკ ნოვიცკიმაც, რომელმაც შეხვედრა 13 ქულით, 7 მოხსნით, 3 ჩაჭრით და 2 პასით დაასრულა. ბომბარდირი კი დერონ უილიამსი გახდა 22 ქულით.

საინტერესოა, რომ მატჩის 4 პერიოდიდან დალასელებმა 3 წააგეს. 22:25 და 26:27 წაგებული მეოთხედების შემდეგ დალასელებმა უძლიერესი მე-3 პერიოდი ჩაატარეს, რომელშიც „დენვერი“ 25:5 დაჯაბნეს და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს. აღნიშნულ პერიოდში ფაჩულიამ 10 წუთი ითამაშა და 7 ქულა-4 მოხსნით დენვერელების რბევაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.

მომდევნო მატჩს დალასელები საკრამენტოში „კინგსთან“ გამართავენ. შეხვედრა ჩვენი დროით 1 დეკემბერს, დილის 7 საათზე დაიწყება. 10 მოგებითა და 7 მარცხით ფაჩულიას გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა – წინ „ოკლაჰომა“ ჰყავს, კვალში კი „იუტა ჯაზი“.

ორმაგ დუბლებში ფაჩულიამ დაიბრუნა მე-3 ადგილი. 2 დღის წინ ქართველ ცენტრს კლივლენდელმა კევინ ლავმა გადაასწრო, რომელმაც დღევანდელ მატჩში “ბრუკლინთან” ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა და ახლა ზაზასთან ერთად ამ ნომინაციაში მთელს ლიგაში მე-3 ადგილს იყოფს. პირველ ადგილზე კი კვლავინდებურად ანდრე დრამონდია (14), ხოლო მეორეზე – რასელ ვესტბრუკი (11).

GBF.GE

„ფილადელფიამ“ ზედიზედ მე-11 მატჩი ფაჩულიას „დალასთან“ წააგო

დღეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები შედგა. ერთ-ერთ შეხვედრაში „დალას მავერიკსი“ „ფილადელფია სიქსერსს“ ეწვია, რომელმაც ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მე-11 შეხვედრა წააგო.

სათქმელია, რომ მატჩსი დასრულებამდე 3 წუთით ადრე ანგარიში 82:82 იყო, თუმცა ბოლოს „მავერიკსმა“ მოუმატა და 92:86 გაიმარჯვა.

ხსენებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ცენტრმა ზაზა ფაჩულიამაც ითამაშა, რომელმაც ამჯერად, ბოლო შეხვედრებთან შედარებით, წარმატებულად ვერ ითამაშა და მხოლოდ 2 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

„ფილადელფია“ – „დალასი“ – 86:92 (15:28, 29:21, 21:19, 21:24)

„ფილადელფია“: ოკაფორი (19 ქ. 11 მ. 2 ბ.), მაკონელი (13 ქ. 7 მ. 6 პ.), გრანტი (13 ქ.), ნოელი (!2 ქ. 12 მ.), ტომპსონი (12 ქ.), კოვინგტონი (7 ქ. 5 მ.), სემპსონი (7 ქ.), კანაანი (3 ქ.)

„დალასი“: ნოვიცკი (21 ქ. 5 მ.), პარსონსი (20 ქ. 5 მ.), უილიამსი (12 ქ. 6 პ.), ჰარისი (9 ქ . 4 ჩ.), ბაერეა (9 ქ.), პაუელი (7 ქ. 8 მ.), მეთიუზი (7 ქ.), ვილიანუევა (3 ქ.), ფაჩულია (2 ქ. 6 მ.), ფელტონი (2 ქ. 3 პ.)

სხვა მატჩების შედეგები:

„სან-ანტონიო სპურსი“ – „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ – 93:80 (17:13, 19:15, 29:32, 28:20)
„მემფის გრიზლისი“ – „ოკლაჰომა სიტი თანდერი“ – 122:114 (27:25, 31:27, 21:28, 43:34)
„ჰიუსტონ როკეტსი“ – „ბოსტონ სელტიკსი“ – 95:111 (28:24, 27:31, 13:32, 27:24)
„ჩიკაგო ბულზი“ – „ინდიანა პეისერსი“ – 96:95 (31:21, 22:24, 26:30, 17:20)
„ფინიქსი სანზი“ – „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ – 120:101 (26:22, 31:31, 23:22, 40:26)

ჰიუსტონში მოგებულ მატჩში ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა

ზაზა ფაჩულიას მორიგი წარმატებული მატჩი. მართალია, ქართველი ცენტრი წინა შეხვედრის დარად მატჩის საუკეთესო მოთამაშე არ გამხდარა, თუმცა მან სოლიდური წილი დაიდო „ჰიუსტონის“ სტუმრად დამარცხებაში.

მიუხედავად იმისა, რომ „ჰიუსტონი“ ძლიერი გუნდია, სახლში თამაშობდა და დალასელებს დირკ ნოვიცკი აკლდათ, ფაჩულიას გუნდმა მაინც იოლად იძალა – 110:98. ნოვიცკი მწვრთნელებმა დაასვენეს, რადგან ვეტერანია და როცა მეორე დღეს თამაშია, დიდი ალბათობით ასვენებენ ხოლმე. „მავერიკსს“ არ გასჭირვებია. “დალასმა” პირველი ტაიმი 23 ქულით მოიგო და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 30 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 10 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა “ჰიუსტონის” ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო. “დალასში” 23 ქულით რაიმონდ ფელტონი გამოირჩა.

კარლაისის შეგირდები 6 მოგებით და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. 17 ნომებერს დალასელები სტუმრად 10-დან ათივე წაგების მქონე “ფილადელფიას” შეხვდებიან.

GBF.GE