დანი ალვეში: “გაბრიელ ჟეზუსი ახალი რონალდოა”

“პარი სენ-ჟერმენის” მცველმა, დანი ალვეშმა თავის ბრაზილიელ თანამემამულეს, გაბრიელ ჟეზუსს, რომელიც ამ დროისთვის “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავს, ახალი რონალდო უწოდა.

“სულაც არ ვხუმრობ, როდესაც გაბრიელ ჟეზუსს ახალ რონალდოს ვუწოდებ. მათ ბევრი მსგავსება აქვთ, განსაკუთრებით გოლების გატანის მხრივ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაბრიელი უკვე დიდი ფეხბურთელია. თუმცა, მჯერა, რომ ის კიდევ უფრო ძლიერი გახდება. რაც მთავარია, მას სიამოვნებს ის, რასაც აკეთებს და საკუთარ ძალებშიც დარწმუნებულია,” – აცხადებს ალვეში.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ჟეზუსი “ეტიჰადზე” “პალმეირასიდან” გადავიდა და პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე შეძლო 7 გოლის გატანა.

დანი ალვეში: “არსენალი” ყოველთვის სასურველი მეტოქე იყო “ბარსელონასთვის”

“პარი სენ-ჟერმენის” 34 წლის მცველი, დანი ალვეში აღიარებს, რომ “ბარსელონაში” ძალიან სიამოვნებდათ, როდესაც ლონდონის “არსენალთან” უწევდათ ურთიერთობის გარკვევა.

“ჩვენ ნამდვილად მოგვწონდა “არსენალის” წინააღმდეგ თამაში, ეს გუნდი ყოველთვის სასურველი მეტოქე იყო. ჩვენ მსგავსი სტილის ფეხბურთს ვთამაშობთ და მსგავსი შეხვედრები ყოველთვის გვეხმარებოდა ტაქტიკის დახვეწაში.

“არსენალთან” ხშირად ვწყვილდებოდით და ყველა შეხვედრა დადებითი შედეგით სრულდებოდა. ჩვენ მათზე კონტროლს ვფლობდით და სრულიად ვდომინირებდით.

“ბარსელონაში” ჩვენ გუნდური თამაშის დემონსტრირებას ვახდენდით. ერთად ვსვამდით, ერთად მივირთმევდით და რაც მთავარია, ფეხბურთით ვსუნთქავდით. ასეთი დამოკიდებულებისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება უბრალოდ ჯილდო იყო,” – აცხადებს ალვეში.

დანი ალვეში ალექსის სანჩესს “პარი სენ-ჟერმენში” იწვევს

“პარი სენ-ჟერმენის” მცველი, დანი ალვეში, რომლის ნაკრებმაც გუშინ ჩილელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის ყველანაირი შანსი მოუსპო, პრესასთან ფრანგულ კლუბში ალექსის სანჩესის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს.

როგორც იცით, ჩილელი შემტევი “არსენალში” არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა და მზადაა, “ემირეიტს სტედიუმი” ზამთარშიც დატოვოს. მისი გადაბირების მთავარ კანდიდატად კი “მანჩესტერ სიტის” მოისაზრებენ.

“ძალიან კარგი იქნება, თუ ალექსის სანჩესი შემოგვიერთდება. მე მას მუდამ ვაღიარებ და ყოველთვის საუკეთესოს ვისურვებ სანჩესისთვის. მისი მოსვლის შანსი საკმაოდ დიდია, თუმცაღა, ალექსისის გადაბირებით ბევრი კლუბია დაინტერესებული,” – აცხადებს ალვეში, რომელიც პარიზში გასულ ზაფხულს გამოჩნდა ნეიმართან ერთად.

დანი ალვეშმა გვარდიოლას ბოდიში მოუხადა

ტურინის “იუვენტუსიდან” ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლის შემდეგ, ბრაზილიელმა დანი ალვეშმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“თუ პეპ გვარდიოლასა და “მანჩესტერ სიტის” “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლით ვაწყენინე, მათ ბოდიშს ვუხდი. მაგრამ მე აქ ჩემპიონობისთვის მოვედი. პარიზელებს ძალიან საინტერესო პროექტი აქვთ. აქ მეგობრები მყავს, რომლებმაც ყველაფერში გამარკვიეს.

ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მაქვს მოგებული და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი გამოცდილებით ამ კლუბსაც დავეხმარო. მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც ძალიან უყვარს გამოწვევები, ამიტომაც ვარ აქ,” – განაცხადა ბრაზილიელმა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 12 ივლისი


ალვეშის ტრანსფერი ოთხშაბათს გაოფიციალურდება

ფრანგული პრესის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ოთხშაბათს სპეციალურ კონფერენციას მართავენ, სადაც ახალი სეზონის შესახებ უნდა ისაუბრონ.

Sky Sports-ის ჟურნალისტები კი ირწმუნებიან, რომ სწორედ ამ კონფერენციაზე მოხდება დანი ალვეშის ოფიციალური წარდგენა, რომელმაც უკვე მიაღწია შეთანხმებას პარიზულ გრანდთან.


“ბორუსიამ” “ჩელსისა” და “მილანს” 70-მილიონიანი შანსი მისცა

The Sun-ის ცნობით, დორტმუნდის “ბორუსიამ” უკვე მისცა გუნდიდან წასვლის უფლება გაბონელ შემტევს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს, რომლის ანგარიშზეც “ბორუსიას” მაისურით ჩატარებულ 189 მატჩში გატანილი 120 გოლია.

როგორც ცნობილი ხდება, გერმანელებმა უკვე გაუგზავნეს შეთავაზებები ლონდონის “ჩელსისა” და “მილანის” ხელმძღვანელებს – ისინი თავიანთი ლიდერის ტრანსფერში 70 მილიონ ფუნტს ითხოვენ.


ვიტოლო “ჩელსიში”?

ლონდონის “ჩელსის’ ხელმძღვანელები მადრიდის “ატლეტიკოს” სატრანსფერო დისკვალიფიკაციის სასარგებლოდ გამოყენებას და “სევილიას” გარემარბის, ვიტოლოს გადაბირებას გეგმავენ.

Cadena Cope-ს ცნობით, “არისტოკრატებმა” უკვე გაუგზავნს ოფიციალური წინადადება “სევილიას” და პასუხს უახლოეს დღეებში ელიან.


ვენგერი მბაპეს შეხვდა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი “მონაკოს” ახალგაზრდა ვარსკვლავს, კილიან მბაპეს შეხვდა. ამ ინფორმაციას France Football ადასტურებს.

წყაროს ცნობით, შეხვედრა 14 ივნისს გაიმართა და სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ვენგერი მაქსიმალურად ცდილობდა მბაპეს დარწმუნებას, რომ ის ტიერი ანრის ნაკვალევს გაჰყოლოდა. თუმცა ჯერ არ ვიცით, რამდენად შეძლო მან ეს.


პრემიერ ლიგის კლუბები მუნირს არ ეშვებიან

ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბები კატალონიის “ბარსელონას” კუთვნილებაში მყოფ ახალგაზრდა თავდამსხმელს, მუნირ ელ ჰადადს არ ეშვებიან.

Goal-ის ცნობით, 14 მილიონ ევროდ შეფასებულიფეხბურთელის გადაბირებით “შალკესთან” და “ლიონთან” ერთად, “კრისტალ პალასი”, “საუთჰემპტონი” და “ვესტ ჰემიც” არის დაინტერესებული.


დანი ალვეში “ტოტენჰემსაც” მოუნდა

ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელი მცველის, დანი ალვეშის გადაბირების სურვილს ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელებიც გამოთქვამენ. ამ ინფორმაციას ბრიტანული The Sun ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ექს-ფეხბურთელის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს “მანჩესტერ სიტია”, თუმცა, “მამლები” დანებებას არ აპირებენ.

როგორც ცნობილი ხდება, მაურისიო პოჩეტინო დანი ალვეშში კაილი უოკერის პოტენციურ შემცვლელს ხედავს, რომელიც “ეტიჰად სტედიუმზე” აპირებს ბინის დადებას.

“მანჩესტერ სიტი” დანი ალვეშის ტრანსფერს უახლოვდება

ბრიტანული პრესის ცნობით, “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ზაფხულში ოთხი მცველის დამატებას აპირებს. ესპანელი სპეციალისტის სამიზნეთაგან ერთ-ერთი დანი ალვეშია.

პრემიერ ლიგის კლუბი ბრაზილიელ დანი ალვეშთან ერთად ბენჟამინ მენდისა და კაილი უოკერის ტრანსფერის ვარიანტსაც განიხილავს.

როგორც ცნობილი ხდება, “ქალაქელები” ყველაზე ახლოს ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელი მცველის ტრანსფერთან არიან, რომელმაც სადებიუტო იტალიურ სეზონში სერია ა-სა და კოპა იტალიას მოგება მოახერხა.

“ტოტენჰემმა” დანი ალვეშს დაადგა თვალი

Yahoo-ს მიერ გავრცელებული უახლესი და ძალიან საინტერესო ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელების ყურადღება დანი ალვეშმა მიიქცია.

როგორც იცით, “სპურსის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო კარგა ხანია, რაც კაილი უოკერის ჩამნაცვლებელს ეძებს, რომელიც ძალიან ახლოსაა “მანჩესტერ სიტიში” გადასვლასთან.

დანიელ ალვეში კი, რომელიც ამჟამად ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას იცავს, ბრწყინვალე კანდიდატურაა ლონდონური კლუბისათვის.

რაც შეეხება ბრაზილიელ ფეხბურთელსა და ტურინულ გრანდს შორის არსებულ კონტრაქტს, ის მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

დანი ალვეში: “აქ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მოვედი”

დანი ალვეშის თქმით, ის “იუვენტუსში” ისტორიის დასაწერად მივიდა, რისთვისაც მხოლოდ საშინაო ჩემპიონატის მოგება საკმარისი ნამდვილად არ არის.

“როდესაც აქ მოვედი, მითხრეს, რომ რაიმე ღირებული უნდა შემექმნა, ისტორია დამეწერა.

ისტორიის შესაქმნელად კი მხოლოდ საშინაო ჩემპიონატის მოგება არ კმარა, რაღაც მეტია საჭირო. ჩვენ სწორედ ამაზე ვოცნებობთ და ამისთვის ვმუშაობთ.

2015 წლის ფინალი? მაშინ “იუვენტუსმა” “ბარსელონას” მიმართ ზედმეტი პატივისცემა გამოიჩინა. რა თქმა უნდა, პატივისცემა საჭიროა, მაგრამ ეს გრძნობა მოედანს მიღმა უნდა დავტოვოთ,” – აცხადებს ბრაზილიელი ფეხბურთელი.

დანი ალვეშმა ჩემპიონთა ლიგაზე მეასე მატჩი ჩაატარა

ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელი მცველისათვის, დანიელ ალვეშისათვის “ბარსელონასთან” გამართული მატჩი რიგით მეასე იყო ჩემპიონთა ლიგაზე.

აღსანიშნავია, რომ მატჩების უმეტესი ნაწილი ალვეშს სწორედ “ბარსელონას” მაისურით აქვს ჩატარებული – 82, 9 – “სევილიის”, ხოლო 8 – “იუვენტუსის” შემადგენლობაში.

ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით ის მეოთხეა სიაში (ევროპის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიდან).

ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ შემდეგ ფეხბურთელებს ჩამორჩება: ხავიერ ძანეტი (105 მატჩი, არგენტინა), რობერტო კარლოსი (128 მატჩი, ბრაზილია) და ლეო მესი (105 მატჩი, არგენტინა).

დანი ალვეში: “დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსელონას” ვენატრები”

ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელი დამცველის, დანი ალვეშის თქმით, კატალონიურ “ბარსელონაში” მისი წასვლით დატოვებული სიცარიელე ჯერაც ვერ შეავსეს.

“ამჟამინდელი “ბარსელონა”? ცოტა უცნაურია, დარწმუნებული ვარ, რომ ვენატრებით.

ვფიქრობ, მათ თვალში მე პროფესიონალი ვარ, ფეხბურთის მოთამაშე და ვიღაც, ვისი ყოლაც მნიშვნელოვანი იყო, ვინც ყოველ მატჩს უნიკალურს ხდიდა თავისი ცეკვით, მუსიკით და სხვა რაღაცებით.

გასახდელში, ფეხბურთელებისთვის მცირე მხიარულება მომქონდა.

მატ ვესაუბრე და მითხრეს, რომ ყველაზე მეტად სწორედ ის მხიარულება ენატრებათ. ისინი ამბობენ, რომ მე უნიკალური ვარ,” – აცხადებს ბრაზილიელი მცველი.

დანი ალვეში: “იუვენტუსი” ყველაფრის მოგებას აპირებს”

ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელმა მცველმა, დანიელ ალვეშმა “მილანის” დამარცხების (2-1) შემდეგ, კლუბის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“ბრწყინვალე ფორმაში ვიმყოფებით, ისევე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც. წინ კი სეზონის გადამწყვეტი ეტაპი გველის.

დიდი ფეხბურთელები მთელი წლის მანძილზე სწორედ ამ მომენტისთვის ემზადებიან. მჯერა, რომ ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ.

მე ისეთ კლუბში მოვედი, რომელიც ყველაფრის მოგებას აპირებს და ასეც არის. ფანები გვერდში გვიდგანან, ჩვენ კი ყველა ტიტულის მოგებას ვგეგმავთ, ” – აცხადებს ბრაზილიელი.