უცხოურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “მანჩესტერ სიტის” ესპანელი თავკაცი, პეპ გვარდიოლა “ეტიჰად სტედიუმზე” დანი ალვეშის მიყვანას აპირებს.
Sun-ის ცნობით, “ბარსელონას” ექს-თავკაცის ერთ-ერთ მთავარ გეგმას დაცვის გაძლიერება წარმოადგენს, რასაც ეს უკანასკნელი ბრაზილიელი მცველის გადაბირების ხარჯზე აპირებს.
შეგახსენებთ, რომ პეპისა და ალვეშის თანამშრომლობა 2008 წელს დაიწყო, როდესაც “ბარსელონამ” ბრაზილიელი ფეხბურთელი “სევილიადან” გადაიბირა.
33 წლის ალვეში ტურინში 2016 წელს გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში, მან მხოლოდ 16-ჯერ მოახერხა “ბიანკონერის” მაისურით თამაში, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.