“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ, განაცხადა, რომ დანი ალვეშის მომავალი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
“ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება. ვნახოთ, საბოლოოდ რა შედეგს მივიღებთ. ჩვენს გადაწყვეტილებაზე ფიფას საბოლოო ვერდიქტიც იმოქმედებს.
ალვეში ტრანსფერზე არ დაგვიყენებია. პრობლემის საუკეთესო გამოსავალი ჩვენი პირადი საუბარი იქნება” – განაცხადა სუბისარეტამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ დანი ალვეშმა განაცხადა, რომ კარიერას გაგრძელებას ინგლისში აპირებს.