ესპანელმა სამართალდამცავებმა “ვილიარეალის” ფანი დააკავა, რომელმაც დანი ალვეშის მისამართით ბანანი ისროლა.
26 წლის დავიდ მაპაიო ლიეოს “ვილიარეალის” მხრიდან “ელ მადრიგალზე” დაშვება სამუდამოდ ქონია აკრძალული, თუმცა, როგორც ჩანს “გულშემატკივარმა” სტადიონზე მოხვედრა მაინც მოახერხმა.
შეგახსენებთ, რომ ტრიბუნიდან ნასროლი ბანანი დანი ალვეშმა შეჭამა, რასაც საკმაოდ ფართო გამოხმაურებაც მოყვა.