აგერი “მილანში”?

“ბრონდბიუს” კაპიტანმა დანიელ აგერმა კარიერა შესაძლოა, იტალიის სერია A-ში გააგრძელოს.

კერძოდ, 31 წლის დანიელი მცველით “მილანი” დაინტერესდა. აგერს “ბრონდბიუსთან” კონტრაქტი ამა წლის 30 ივნისს ეწურება და შესაძლოა, “როსონერის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.

“ტუტოსპორტის” ცნობით, “მილანი” უკვე მზადაა, დანიელ აგერს წინადადებით მიმართოს.

აგერს როჯერსთან უთანხმოება ჰქონდა — რატომ დატოვა დანიელმა “ლივერპული”

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა დანიელ აგერმა მერსისაიდული გუნდის თავკაც ბრენდან როჯერსთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. როგორც დანიელ ფეხბურთელი ამბობს, მთავარი მწვრთნელი მის შრომას არ აფასებდა.

“გასულ სეზონში როჯერსთან გარკვეული უთანხმოება მქონდა. შესაძლოა, ეს იმიტომ მოხდა, რომ პირდაპირ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ და სხვებისგანაც ამასვე მოვითხოვ. შესაძლოა, ეს არასწორი მიდგომაცაა. ჩვენს შორის გარკვეული დისტანცია გაჩნდა და ეს ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა. ვგრძნობდი, რომ მწვრთნელი ჩემს წვლილს არ აფასებდა, რაც ჩემთვის სიგნალი იყო. ძალიან მიკვირდა, როდესაც რამდენიმემატჩიანი წარმატებული თამაშის შემდეგ მოულოდნელად ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვკარგავდი. ამან ძალზედ დამთრგუნა.

ამასთან, ვაღიარებ, რომ როჯერსი საოცრად ნიჭიერი მწვრთნელია, ამას ვერ დავუკარგავთ. ის საწვრთნელ პროცესშიც კარგი ხელმძღვანელია, გუნდს ეტაპობრვად აშენებს. როჯერსი მართლაც ძლიერი მწვრთნელია”, – განაცხადა აგერმა TV3 SPORT-ისთვის მიცემულ ინტერვუში.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს დანიელ აგერი “ლვერპულიდან” მშობლიურ “ბრონდბიუში” გადავიდა.

 

აგერი და ჯონსონი გამოჯანმრთელდნენ

„ლივერპულს“ ტრავმირებული მცველები გამოუჯანმრთელდა. საუბარია დანიელ აგერსა და გლენ ჯონსონზე. მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ ორივე მოთამაშე ჯანმრთელადაა და სრული პროგრამით ვარჯიშიც დაიწყეს.

„კარგი სიახლეები გვაქვს: აგერი და ჯონსონი ვარჯიშს დაუბრუნდნენ. ვნახოთ, როგორ იმუშავებენ. ფიზიკურად ორივე კარგად გამოიყურება, მაგრამ „ფულემთან“ მათი თამაში მაინც საეჭვოა“, – ბრენდან როჯერსის სიტყვები „ექომ“ გამოაქვეყნა.

მატჩი „ფულემსა“ და „ლივერპულს“ შორის ჩვენი დროით 13 თებერვლის 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

აგერი „ლივერპულის“ დატოვებას არ აპირებს

„ლივერპულის“ მცველმა დანიელ აგერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი სხვა კლუბში გადასვლას არ აპირებს.
„გთხოვთ, ჩემს წასვლაზე საუბარი შეწყივიტეთ. მე არსად მივდივარ. უახლოეს დროში გუნდს დავუბდუნდები“, – დაწერა აგერმა თავისი ტვიტერის გვერდზე.
„მიზეზები, რომელთა გამოც „ლივერპულის“ დატოვება შემიძლია? პირველ რიგში, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გაცილებით ნაკლებ სათამაშო დროს მივიღებ. თუ მწვრთვნელი ჩემს ნახვას აღარ ისურვებს, იგი ამის შესახებ აუცილებლად მეტყვის. აქ ფეხბურთს სათამაშოდ ვარ. მხოლოდ მაშინ წავალ, როდესაც მივხვდები, რომ ამის გაკეთება აღარ შემიძლია“, – დაამატა დანიელმა.
ალექსანდრე მატევოსოვი