დანიელ სტარიჯმა რჩეულები დაასახელა (ვიდეო)

“ლივერპულის” თავდამსხმელმა, დანიელ სტარიჯმა დაასახელა ხუთეული, რომლითაც ის ნებისმიერ მეტოქეს დაუპირისპირდებოდა.

სტარიჯმა რჩეულებში ეშლი კოული, სტივენ ჯერარდი, ედენ აზარი, ფილიპე კოუტინიო და თავისი თავი შეიყვანა.

სტარიჯი ჭორებს უარყოფს: “კლუბის დატოვებას არ ვაპირებ”

დანიელ სტარიჯი მის გარშემო არსებულ ჭორებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ინგლისური კლუბის დატოვებას აპირებდა.

“რთული პერიოდი გამოვიარე, თუმცა ახლა მთლიანად მომავალზე ვარ კონცენტრირებული – “ლივერპულურ” მომავალზე. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ.

ბევრს არ შეუძლია, რომ ზედიზედ რამოდენიმე თამაში ჩაატაროს მაღალ დონეზე, არა მხოლოდ მე. ვფიქრობ, რომ უდიდესი უპატივცემულობაა, როდესაც ამბობენ რომ ამ ფეხბურთელს თამაში არ უნდა.

ძალიან ამბივიური ვარ – მინდა, რომ ყოველ თამაშში მივიღო მონაწილეობა. ჩემი მიზანია, რომ “ლივერპულს” წარმატების მიღწევაში დავეხმარო.”

Daily Mail: სტარიჯს “ლივერპულის” დატოვება სურს

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფოფრმაციის თანხმად, დიდია იმის ალბათობა, რომ დანიელ სტარიჯმა ზაფხულში ინგლისური კლუბი დატოვოს.

როგორც იცით, ინგლისელი შემტევი კარგა ხანია რაც ლაზარეთში იმყოფება, რის გამოც საუკეთესო ფორმაში ჩადგომას ვერ ახერხებს.

დანიელ სტარიჯს კარიერის დაწყება ახალი ფურცლიდან სურს. სტარიჯის გადაბირებით “მანჩესტერ იუნაიტედი”, ლონდონის “ჩელსი” და “არსენალი” არიან დაინტერესებულნი.

სტარიჯს მერსისაიდული კარიერის ნახევარზე მეტი ტრავმის გამო გაუცდა

საინტერესო მონაცემი გამოაქვეყნდა “ბიბისი”-მ. მას შემდეგ, რაც დანიელ სტარიჯი “ლივერპულში” გადავიდა, ინგლისელმა ფეხბურთელმა უმეტესი პერიოდი ლაზარეთში გაატარა.

კერძოდ, “ენფილდროუდელთა” რიგებში ყოფნის 1121 დღიდან 614 დღე სტარიჯი ტრავმას უჩივის. ამრიგად, დღეის მონაცემებით, ინგლისელ ფეხბურთელს მერსისაიდული კარიერის 55 პროცენტი გაუცდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დანიელ სტარიჯი მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

 

სტარიჯმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

“ლივერპულის” თავდამსხმელმა დანიელ სტარიჯმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა ტრავმა ოქტომბრის თვის შუა პერიოდში მიიღო, რის გამოც რამდენიმე მატჩი გამოტოვა. სტარიჯის აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

მიმდინარე სეზონში დანიელ სტარიჯმა სამი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

 

სტარიჯი „ევერტონთან“ თამაშს შეძლებს

„ლივეპრულის“თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში, საშუალო მაჩვენებლით, „წითლების“ საუკეთესო ფორვარდია, „ევერტონთან“ დერბიში თამაშს შეძლებს.

ამავდროულად ხსენებულ შეხვედრაში კრისტიან ბენტეკეს მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, რაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა დაადასტურა.

ცნობისთვის, „ევერტონი“ – „ლივერპულის“ მატჩი ოთხ ოქტომბერს, თბილისის დროით, 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

სტარიჯი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ არ იქნება

„ლივერპულის“ თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი, რომელიც ტრავმის შემდეგ მკურნალობს, სავარაუდოდ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტურის მატჩს გამოტოვებს, რომელიც თორმეტ სექტემბერს შედგება. ამის შესახებ ცნობას გამოცემა „მირორი“ ავრცელებს.

ამჟამად ფორვარდი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს და საერთო ჯგუფთან სამუშაოდ მზად არაა.

25 წლის ფეხბურთელმა ტრავმა აპრილში, „ბლექბერნთან“ სათასო მატჩისას მიიღო. პირველად პროგნოზებით, მოთამაშე სექტემბრის დასაწყისში უნდა გამოჯანმრთელებულიყო.

სტარიჯმა შესაძლოა ერთ თვეში, “მანჩესტერთან” ითამაშოს

“ლივერპულის” თავდამსხმელი, დანიელ სტარიჯი შესაძლოა, ერთ თვეში დაბრუნდეს, სადაც მერსისაიდულ გუნდს “მანჩესტერ იუნაიტედთან” უწევს თამაში.

25 წლის წინახაზელს ბარძაყის ტრავმა მარტში დაუდგინეს და ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. დანიელს უთხრეს, რომ მისი დაბრუნება ნოემბრამდე გადაიდო, თუმცა სტარიჯის ამერიკული სარებილიტაციო კურსი დაგეგმილზე კარგად წარიმართა.

Daily Mirror-ის ინფორმაციით, ინგლისელი შემტევი ამ კვირის ბოლოს სახლში ბრუნდება, სადაც ბოლო სარებილიტაციო კურსს გაივლის. ექიმებმა რამდენიმე თვის საქმე რამდენიმე კვირაში გააკეთეს. სტარიჯისთვის ექიმების მწვანე შუქი ძალიან მოულოდნელი იყო.

თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, დანიელ სტარიჯი მოედანს 12 სექტემბერს “ოლდ ტრაფორდზე”, “მანჩესტერის” წინააღმდეგ დაუბრუნდება.

ლივერპულელი ბობ მარლი?

მეგობრებთან ერთად გართობის დროს “ლივერპულის” შემტევმა, დანიელ სტარიჯმა ბობ მარლის ცნობილი ჰიტი, One Love შეასრულა.

სტარიჯი მომდევნო სეზონის სტარტს გამოტოვებს

“ლივერპულის” შემტევი, დანიელ სტარიჯი ნიუ-იორკში გაკეთებული ოპერაციის შედმეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის. ლივერპულში იმედოვნებენ, რომ ამიერიდან ფეხბურთელს ბარძაყთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეაწუებს.

გავრცელებული ინფორმაციით სტარიჯს მომედვნო 4 თვე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფორვარდი საკუთარ გუნდს ვერც მიმდინარე სეზონის ბოლოს დაეხმარება და მომდევნო სეზონის სტარტსაც გამოტოვებს.

გასული გათამაშების ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო.

სტარიჯი აშშ-ში გაემგზავრა

„ლივერპულის“ თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი მკურნალობის გასაგრძელებლად აშშ-ში გაემგზავრება.

შესაძლოა, 25 წლის მოთამაშეს ბოლომდე გამოსაჯანმრთელებლად მცირე ოპერაციაც დასჭირდეს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დანიელს მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილი უნდა გამოეტოვებინა.

შეგახსენებთ, რომ სტარიჯმა ტრავმების გამო მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა. პრემიერლიგაში მან 12 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლი გაიტანა.

სტარიჯი: “მომავალ სეზონში ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ და არა, ოთხეულისთვის”

სტარიჯი: “მომავალ სეზონში ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ და არა, ოთხეულისთვის”

“ლივერპულის” თავდამსხმელმა, დანიელ სტარიჯმა გუნდის მომავალი სეზონის გეგმებზე ისაუბრა.

გასულ სეზონში, “წითლები” პირველობისთვის იბრძოდნენ, ახლა კი ოთხეულში მოხვედრას ლამობენ.

“რა თქმა უნდა, მიმდინარე სეზონში ვერ გამოვიყურებით ისე, როგორც გვსურს, მაგრამ სიტუაცია უნდა შევცვალოთ. იმედი მაქვს, მომავალში ვიბრძლებთ ტიტულის მოსაგებად და არ დავკმაყოფილდებით მხოლოდ ოთხეულს”.

“ახლა ოთხეულში მოხვედრის შანსი კვლავ გვაქვს. ასევე, ფა თასიც მნიშვნელოვანია,”-განაცხადა სტარიჯმა.

მერსისაიდელებს ოთხეულამდე შვიდი ქულა აშორებთ, ხოლო FA-ზე ნახევარფინალში არიან.