Sky Sports-ის ცნობით დანიელ სტარიჯი ინგლისის ნაკრებს ლიტვასა და იტალიასთან გასამართ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
მიუხედავად “მანჩესტერთან” მიღებული ტრავმისა, “ლივერპულის” ფორვარდი ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა, თუმცა გამოკვლევებით დადგინდა, რომ სტარიჯი უახლოეს შეხვედრებში თამაშს ვერ შეძლებს.
ლივერპულში დაბრუნებული ფეხბურთელი უახლოეს მომავალში კიდევ ერთი გამოკვლევას ჩაიტარებს, რომელიც სარეაბილიტაციო კურისის ხანგრძივობას დაადგენს.