დანტე: “მანჩესტერი და იუვენტუსი? – ჩემი მომავალი ბაიერნშია”

ბრაზილიელი მცველი სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს.

ბოლო კვირეების განმავლობაში, მთელი რიგი კარგი გუნდებისა, დანტეს გაფორმებას ცდილობენ.

მიუხედავად “მანჩესტერ იუნაიტედის” და “იუვენტუსის” ინტერესისა, მიუნხენური გუნდის ერთ-ერთი მთავარი მცველი გუნდს არ დატოვებს.

“მანჩესტერ იუნაიტედის და იუვენტუსის ინტერესი? – ამის შესახებ არაფერი ვიცი, ჩემი მომავალი “ბაიერნშია,”-განაცხადა დანტემ ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

გასულ სეზონში, 31 წლის მცველმა გერმანიის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა, სადაც ვერცერთხელ მოახერხა გატანა.

ვან გაალს დანტე სჭირდება

“ბაიერნის” მცველმი დანტე, შესაძლოა ინგლისში გადაბარგდეს. ბრაზილიელი მიუნხენელთა ძირითადის სტაბილური წევრი არ არის. ამიტომ, “გლადბახის” ყოფილი მოთამასე კლუბის გამოცვლაზე ფიქრობს.

გერმანული პრესის ცნობით, 31 წლის მცველის გადაბირება “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ, ლუი ვან გაალს სურს. ამ მიზეზით უახლოეს მომავალში მანჩესტერელები მიუნხენურ კლუბს უახლოეს მომავალში დაუკავშირდებიან.

გასულ სეზონში დანტებმ ბუნდესლიგის 27 და ჩემპიონთა ლიგის 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

“მანჩესტერი”: მიზანი “ბაიერნის” მცველის დამატებაა

“მანკუნიანელებმა” თვალი “ბაიერნის” ბრაზილიელ მცველს დაადგეს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბოსები კვლავ აქტიურად აგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რათა დაცვის ხაზი გააძლიერონ. მიზანში 31 წლის მცველია.

ცოტა ხნის წინ, დანტემაც განაცხადა, რომ არ აპირებს სათადარიგოთა სკამზე ჯდომას და ისეთ გუნდში გადასვლის წინააღმდეგი არ იქნება, სადაც რეგულარული სათამაშო დრო ექნება.

მიმდინარე სეზონში, გერმანიის ჩემპიონატში გამოცდილმა უკანახაზელმა 27 მატჩი ჩაატარა.

ჩაბი ალონსო და დანტე ჯარიმების ოსტატებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელები, ჩაბი ალონსო და დანტე ჯარიმების ოსტატებს საჯარიმო დარტყმების შესრულებაში შეეჯიბრნენ.

დანტე: „პორტუსთან“ გაგვიჭირდება“

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა დანტემ „პორტუსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა.

„წინ რთლი შეხვედრა გველის. დიახ, „პორტუს“ ჯექსონ მარტინესი არ ეყოლება, თუმცა ამ გუნდს მის გარეშეც ჩინებული ფეხბურთელები ჰყავთ. ამის კარგ მაგალითს ბრაიმი წაროადგენს. ამიტომაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

ეფენბერგი: “დანტესა და “ბაიერნის” გზები ზაფხულში გაიყრება”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ნახევარმცველი შტეფან ეფენბერგი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ბრაზილიელი მცველი დანტე ბავარიულ გუნდს დატოვებს.

გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში “ჰანოვერის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:1) დანტე 30-ე წუთზე შეცვალეს.

“ზაფხულში დანტესა და “ბაიერნის” გზები გაიყრება”, – განაცხადა ეფენბერგმა “სქაის” ეთერში.

ცნობისთვის, დანტეს “ბაიერნთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

დანტე: „ბრაზილიურ ფეხბურთს ცვლილებები სჭირდება“

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა დანტემ ბრაზილიურ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„ვწუხვარ, რომ ამდენი ნიჭიერი ფეხბურთელის მიუხედავად, ბრაზილიური ფეხბურთი სათანადოდ ვერ პროგრესირებს. მენტელიტეტში და ტაქტიკურ სქემაში ცვლილებები გვჭირდება. ასევე თამაშის ინტენსივობის გაუმჯობესებაა საჭირო. რაც შეეხება ტექნიკას, ეს ის კომპონენტია, რომელშიც პრობლემა არ გვაქვს“, – ციტირებს დანტეს „Globo“.

ინტერვიუს ბოლოს დანტემ ბრაზილიის ნაკრებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „სელეზაოში“ დაბრუნებას იგი არ გეგმავს.

დანტემ და რაფინიამ გვარდიოლასა და ალონსოს აჯობეს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს “ბაიერნის” წევრები.

დანტე: “მინდა გერმანიის მოქალაქე გავხდე”

მიუნხნის “ბაიერნის” ბრაზილიელი მცველმა დანტემ განაცხადა, რომ აპირებს მიიღოს გერმანიის მოქალაქეობა, რათა კარიერის დასრულების შემდეგ შეძლოს ქვეყანაში დარჩენა.

“მინდა გერმანიის მოქალაქე გავხდე, რათა კარიერის დასრულების შემდეგ შევძლო ამ ქვეყანაში დარჩენა. მსურს აქ ვიყო კარიერის ბოლომდე და მის შემდგომაც.”

“რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნებას, არ ვიცი დუნგა მომიწვევს თუ არა გუნდში სათამაშოდ.” – განაცხადა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიის ნაკრებში მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა. ამ წელს კი ის გერმანიაში თავის მე-8 სეზონს გაატარებს.

 

რა გააკეთეს ბოატენგმა და დანტემ იმისათვის, რომ უფრო დაკუნთულები ყოფილიყვნენ?

მიუნხენის “ბაიერნის” ორმა ფეხბურთელმა ჟერომ ბოატენგმა და დანტემ იმისათვის, რომ უფრო დაკუნთულები გამოჩენილიყვნენ, ასეთ ხერხს მიმართეს:

Buxa62kIAAA_4sf

dante-boateng-cazados-por-detras-1407749737558

დანტემ გვარდიოლას ლუდის შხაპი მიაღებინა

17 მაისს, გერმანის თასის ფინალში ერთმანეთს “ბაიერნი” და “ბორუსია” და დაუპირისპირდნენ. მატჩი მიუნხენელთა გამარჯვებით დასრულდა.

თამაშის დასრულების შემდეგ, გახარებულმა დანტემ გუნდის მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ლუდის შხაპი მიაღებინა.

პეპ გვარდიოლა “Ai se eu te pego”-ზე აცეკვდა

როგორც იცით, მიუნხენის “ბაიერნმა” გერმანიის ჩემპიონატის მოგება კიდევ ერთხელ მოახერხა. ინტერნეტ-სივრცეში კი გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ცეკვავ პეპ გვარდიოლა ცნობილ სიმღერაზე.