„Sky Sports News HQ“-მ გამოცემა „მარკას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო, რომლის მიხედვითაც, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა მადრიდის „რეალს“ კონტრაქტის შესახებ შეუთანხმდა.
შეგახსენებთ, რომ ესპანური პრესის ცნობით, დე ხეამ მადრიდელებთან 5-6-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ამავდროულად, დე ხეას შეთანხმების გაგრძელება „წითელმა ეშმაკებმაც“ შესთავაზეს, ამიტომ ცნობილი ჯერ არაფერია. მოქმედი კონტრაქტი მანჩესტერელებთან გოლკიპერს კიდევ 18 თვის განმავლობაში აკავშირებს.