დავიდ ლუიზმა “ბარსელონას” საკუთარი თავი შესთავაზა

ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელმა მცველმა, რომელიც ანტონიო კონტეს წყალობით “არისოკრატთა” სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდა, “ბარსელონას” საკუთარი თავი შესთავაზა. ამ ინფორმაციას ბრიტანული ჟურნალ-გაზეთები ავრცელებენ.

როგორც იცით, “პარი სენ-ჟერმენის” ყოფილი ფეხბურთელი ამ დროისთვის ბარსელონაში იმყოფება, სადაც რეაბილიტაციის პროცესს გადის. ამ უკანასკნელმა ეს შანსი მაქსიმალურად გამოიყენა და “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” სატრანსფერო მოლაპარაკებებიც წამოიწყო.

ასე რომ, 30 წლის დავიდ ლუისი, რომელსაც ბოლო დღეებში მადრიდის “რეალსაც” უკავშირებენ, შესაძლოა, ყველასათვის გასაკვირად “ბარსელონაში” აღმოჩნდეს.

დავიდ ლუისი შესაძლოა, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე “რეალს” შეუერთდეს

ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი მცველი, დავიდ ლუისი შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის “რეალში” გადაბარგდეს, სადაც მას პირადად ზინედინ ზიდანი ელის.

The Telegraph-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “არისტოკრატთა” 30 წლის ფეხბურთელი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ესპანურ კლუბთან.

შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ყოფილ ფეხბურთელს “ჩელსის” მთავარ მწვრთნელთან, ანტონიო კონტესთან უთანხმოება აქვს და ბოლო დროს მას მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ ეძლევა.

როგორც ირკვევა, ანტონიო კონტე ლუისს დიეგო კოშტას თანამოაზრედ მიიჩნევს და მზადაა, დიდი სიამოვნებით გაუშვას კლუბიდან.

დავიდ ლუისი: “პრემიერ ლიგას მარტივად ვერავინ იგებს”

ლონდონის “ჩელსი” შესანიშნავ სეზონს ატარებს. “არისტოკრატები” პრემიერ ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობენ. კონტეს შეგირდებს მდევარ გუნდებთან საკმაო დაშორება აქვთ.

ინგლისელთა ცენტრალურმა მცველმა, დავიდ ლუისმა კლუბის მდგომარეობაზე ისაუბრა.

“ჯერ არაფერი მოგვიგია. “ჩელსის” იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც პრემიერ ლიგის თასის დასაუფლებადაა საჭირო. ამ გზას ადვილად ვერავინ გადის.”

“ეს ყველაფერი ამ ტურში “სტოკის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩშიც გამოჩნდა. ამ გუნდთან თამაში ყოველთვის რთულია. ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან.”

“საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება გამოვიდა. ეს ტიპიური პრემიერლიგური შეხვედრა იყო. უბედნიერესი ვარ მოპოვებული სამი ქულით.”

“წინ დიდი დაბრკოლებებია. მთავარია, ის ფრომა შევინარჩუნოთ, რომელშიც ახლა ვართ,” – განაცხადა დავიდ ლუისმა.

ანტონიო კონტე: “მომწონს მისნაირი სტილის ფეხბურთელები”

გასულ ზაფხულს დავიდ ლუისი ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდა და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. მთავრი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მას ენდობა. ბრაზილიელი ფეხბურთელი გაცემულ ავანსებს ამართლებს.

იტალიელმა სპეციალისტმა 29 წლის ფეხბურთელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან მოსწონს ლუისის მსგავსი ფეხბურთელები.

“კმაყოფილი ვარ იმ თამაშის ხარისხით, რომელსაც დავიდი აჩვენებს. მიმიდნარე სეზონში იგი ყველას უმტკიცებს, თუ რა დონი სფეხბურთელია. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ჩემთვის და მისთვის, ასევე მთლიანად გუნდისთვის. მომწონს მისი სტილი მოთამაშეები.”

“ჩემს ფეხბურთელებს ხშირად ვუმეორებ: იმისთვის, რომ გუნდისთვის რაღაც მნიშვნელოვანს წარმოადგენდე, ძალიან დიდი მონდომება და ენთუზიაზმია საჭირო. ხოლო, ასეთ დონზეზე ყოფნის დროსაც კი, ერთმა შეცდომამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეარყიოს შენი ავტორიტეტი.”

“მნიშვნელოვანია, რომ ლუისმა შრომა გააგრძელოს და იმ გზით განვითარდეს, რომელზეც ახლა დგას. მას მოედანზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ბრაზილიელი ცენტრალური მცველია, მოთამაშეების უკან დგას და საჭიროა, რომ მთელი თამაში უკნიდან აკონტროლოს. დავიდს დიდი ყურადღების ქონა და საჭირო მომენტში აგრესიის გამოვლენა მართებს. იგი ამ ყველაფერს მშევნივრად ართმევს თავს,” – აცხადებს ანტონიო.

სიმონ მინოლე: “მართალია, დავიდ ლუისმა გამომიჭირა, მაგრამ ეს უნდა დავივიწყოთ”

“ლივერპულის” ბელგიელი მეკარე, სიმონ მინოლე “ჩელსისთან” ფრედ დასრულებულ მატჩზე საუბრისას აღიარებს, რომ დავიდ ლუისმა ის გამოიჭირა და კარგი ჯარიმაც გამოუვიდა.

“სასტვენის ხმა არ გამიგია და თუ რაიმე სახის ხმა გავიგე, მეგონა, რომ ის გულშემატკივრებიდან მოდიოდა, ან რაღაც ასეთი. ასე რომ, იმ მომენტში ისევ დაცვის კედლის ორგანიზებას განვაგრძობდი.

თანაც, გოლამდე რამდენიმე წამით ადრე, დავიდ ლუისი კონტეს ესაუბრებოდა და ნამდვილად არ მეგონა, რომ ის შეასრულებდა დარტყმას. საბოლოო ჯამში, ნამდვილად კარგი ჯარიმა გამოვიდა.

მაგრამ, მშრალი იანვარი უკვე დასრულდა და ყველაფერი უნდა დავივიწყოთ. მომავალზე ფიქრისა და ქულების აღების დროა, რათა სეზონის ბოლოს სასურველი შედეგი დავდოთ.”

“ჩელსიში” ფეხბურთელებმა ნომრები გადაინაწილეს – ლუისი 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელებმა სათამაშო ნომრები გადაინაწილეს.

“არისტოკრატთა” რიგებში დაბრუნებულმა დავიდ ლუისმა, რომელიც აქამდე “პარის სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავდა, არჩევანი 30 ნომერზე გააკეთა. მართალია, წინათ ის 4-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, თუმცა ახლა აღნიშნული ნომერი ცესკ ფაბრეგასს ეკუთვნის.

რაც შეეხება მარკო ალონსოს, რომელიც “ჩელსიმ” “ფიორენტინადან” გადაიბირა, ის 3-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა 23 მილიონიანი ახალწვეული “ბოლოტნსა” და “სანდერლენდშიც” თამაშობდა.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის გამორჩეული ტრანსფერები

სატრანსფერო ფანჯარა გუშინ შუაღამით დაიხურა. ტრადიციულად, 31 აგვისტო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ტრანსფერების მხრივ.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ იმ გამორჩეულ ტრანსფერებს, რომლებიც გუშინ განხორციელდა.

დავიდ ლუისი, “პსჟ”-დან “ჩელსიში” გადავიდა. ამას გუშინ დილით ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ბრაზილიელი იქ დაბრუნდა, საიდანაც 2 წლის წინ წამოვიდა.

ჯო ჰარტი, “მანჩესტერ სიტიდან” “ტორინოში”. ინგლისელის ტრანფსერის შესახებ ყველამ რამდენიმე ხნით ადრე იცოდა. ეს მეკარე გვარდიოლამ მოსვლისთანავე აითვალწუნა. ჰარტი ერთწლიანი იჯარით ითამაშებს “ტორინოში”.

სამირ ნასრი და ელიაკიმ მანგალა, ორივემ “სიტი” დატოვა. ნასრიმ “სევილიას” მიაშურა ერთწლიანი იჯარის წესით. რაც შეეხება მანგალას, იგი “ვალენსიაში” გადავიდა.

ვილფრიდ ბონი, “მანჩესტერ სიტიდან” “სტოკ სიტიში”. კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც პეპ გვარდიოლას გეგმებში არ შედიოდა. იგი “სტოკში” ერთი წლით გაანათხოვრეს.

ეზიკელ გარაი, “ზენიტიდან” “ვალენსიაში”. არგენტინელი მცველი წლების მანძილზე თამაშობდა პრიმერა დივიზიონში. იგი “რეალის” შემადგენლობაში ირიცხებოდა. ახლა კი, წლების შემდეგ მას იგივე ჩემპიონატში მოუწევს ასპარეზობა, ოღონდ, ამჯერად, იგი “ღამურების” ღირსებას დაიცავს. 29 წლის სპორტსმენის ტრანსფერის ღირებულებამ 20 მილიონ ევროს შეადგინა.

ჯეკ უილშირი, “არსენალიდან” “ბორნმუთში”. ინგლისელს წინა სეზონში, ტრავმის გამო, საკმაოდ ბევრი გაუცდა. იგი ფორმაში არაა; ნაკრებშიც არ გამოიძახეს არასასურველ კონდიციებში ყოფნის გამო. ფორმაში შესასვლელად მას მუდმივი სათამაშო დრო სჭირდება. ამისთვის კი, მისი აზრით, საუკეთესო ვარიანტი ერთი წლით “ბორნმუთში” წავსლა აღმოჩნდა.

ისლამ სლიმანი, “სპორტინგიდან” “ლესტერში”. სლიმანიში ინგლისის ჩემპიონებმა 29 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ეს კი გუნდის რეკორდია. “სპორტინგის” უკვე ყოფილმა მოთამაშემ პორტუგალიის ჩემპიონატში 27 გოლის გატანა შეძლო წინა სეზონში.

მარიო ბალოტელი, “ლივერპულიდან” “ნიცაში”. “სუპერმარიო” თავისუფალი აგენტი იყო და ისე წავიდა ფრანგულ კლუბში.

მუსა სისოკო, “ნიუკასლიდან” “ტოტენჰემში”.”ჩემპიონშიფში” გადასულ გუნდში დარჩენა ნამდვილად არასამართლიანი და შეუფერებლი იქნებოდა ამ დონის მოთამაშისთვის. ფრანგს “ევერტონის” ვარიანტიც ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, “სპურსებს” მიაშურა.

Deadline Day: დღის მთავარი სატრანსფერო ამბები

ოქრიაშვილმა მარსელის “ოლიმპიკში” სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა

გუშინ Fanebi.Com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოქრიაშვილი მარსელის “ოლიმპიკში” გადადიოდა. სულ მალე ეს ტრანსფერი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი წაიშალა.

როგორც გაირკვა, ოქრიაშვილს სამედიცინო შემოწმების დროს გულზე აღმოუჩინეს პრობლემები. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ეს ტრანსფერი ნახსენები მიზეზით ჩაიშალა. ქართველი მოთამაშე ბელგიაში 20-დღიანი მკურნალობის კურსს გაივლის. ცნობილია, რომ იგი 5 სექტემბერს ავსტრიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

პოგბას “სანდერლენდში” ან “ჰალში” თამაში უნდა

ოღონდ, არა იიმ პოგბას. საუბარია “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველის ძმაზე, ფლორენტინ პოგბაზე, რომელსაც მთელი გულით სურს საკუთარი ძალების პრემიერ ლიგაში მოსინჯვა. ფლორენტინის აგენტი ამ დროისთვის “ჰალისა” და “სანდერლენდის” ხელმძღვანელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

CmiYIZEWEAA1H5K

შნაიდერლინი” “ტოტენჰემში”?

The Daily Mail-მა დაგვაუწყა, რომ ლონდონური “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელის, მორგან შნაიდერლინის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. შეგახსენებთ, რომ “მამლების” მწვრთნელი პოჩეტინო და ფრანგი ფეხბურთელი ერთმანეთთან “საუთჰემპტონშიც” თანამშრომლობდნენ.

დავიდ ლუისი “სტემფორდ ბრიჯზე” ბრუნდება

Goal-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსიმ” “პარის სენ-ჟერმენს” 32 მილიონიანი შეთავაზება გაუგზავნა დავიდ ლუისის ტრანსფერის თაობაზე. მაგრამ, პარიზელები მეტს, 38 მილიონ ფუნტს ითხოვენ. ბოლო სიტყვა “არისტოკრატებზეა”…

თუმცა, ჯერ დღე არ დასრულებულა. რას უნდა ველოდოთ?

მარიო ბალოტელი “ნიცაში”…
მარსელო ბროზოვიჩი “ჩელსიში” …
ისკო “ტოტენჰემში”…
დავიდ ლუისი “ჩელსიში”…
აქსელ ვიტსელი “იუვენტუსში”…

“პსჟ” 2 – 1 “ვესტ ბრომვიჩი”: დავიდ ლუისის ავტოგოლის მიუხედავად, ემერიმ გამარჯვებით დაიწყო

დღეს უნაი ემერიმ “პარის სენ-ჟერმენის” თავკაცის რანგში პირველი მატჩი ჩაატარა. ფრანგულ გრანდს ამხანაგური მატჩში ინგლისური “ვესტ ბრომვიჩი” დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში გამართულ მატჩში შედგა ჰატემ ბენ არფას დებიუტი.

პარიზელთა ბრაზილიელ მცველს, დავიდ ლუიზს სულ ცოტა დააკლდა სწრაფი გოლის გასატანად. თუმცა, საბოლოოდ დავიდ ლუისმა მაინც მოახერხა ანგარიშის გახსნა, უბრალოდ გოლი მეტოქის კარის ნაცვლად საკუთარში გაიტანა.

საფრანგეთის ჩემპიონმა ანგარიშის გათანაბრება 62-ე წუთზე, რაბიოს გოლით მოახერხა. რაბიოს გოლს 17 წუთში ლუკასის გოლი მოჰყვა – საბოლოო ჯამში კი ემერიმ სადებიუტო მატჩში გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

დავიდ ლუისი: “უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო”

“პარი სენ-ჟერმენის” მცველმა დავიდ ლუისმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე, “ჩელსისთან” გამართული შეხვედრუს შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მის გუნდს უფრო მეტი გოლის გატანა შეეძლო.

“მართალია, მინიმალური სხვაობით მოვიგეთ, თუმცა კარგი გუნდი დავამარცხეთ. ვფიქრობ, “პარი სენ-ჟერმენის” ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და საბოლოოდ, გამარჯვებაც ჩვენ მოვიპოვეთ.

ცხადია, შესაძლებელი იყო, ჩვენთვის მოვლენები კიდევ უფრო კარგად წარმათულიყო. ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მეტი გოლის გატანა შეგვეძლო”, – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Goal.Com-ი.

დავიდ ლუისს პარიზში დაბრუნება არ სურს

“პარი სენ-ჟერმენის” მცველი დავიდ ლუისი აცხადებს, რომ შესაძლოა, ის პარიზში აღარ დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ტერორისტული აქტი მოხდა, რასაც ბევრი ადამიანი ემსხვერპლა.

“პარიზში ჩემი მეგობარი გოგონა და მეგობრები იმყოფებიან. ისინი ძალიან შეშინებულები არიან. არ ვიცი, ამ ამბების შემდეგ, დავბრუნდები თუ არა პარიზში. “პარი სენ-ჟერმენში” თამაში ჩემი მოვალეობაა, თუმცა თუ ასე გაგრძელდება, ვეღარ დავბრუნდები”, – ციტირებს ბრაზილიელი მცველის Daily Mail.

დავიდ ლუისმა, შესაძლოა, „რეალთან“ ორივე მატჩი გამოტოვოს

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა დავიდ ლუისმა, რომელმაც მუხლის ტრავმის გამო ბრაზილიის ნაკრების რიგი დატოვა, შესაძლოა, მადრიდის „რეალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩები გამოტოვოს.

ფრანგული პრესის თანახმად, ცენტრალური მცველი ლაზარეთში, დაახლოებით, ერთ თვეს გაატარებს, რაც მის „რეალთან“ მატჩებში მოედანზე გამოსვლას გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ „ბლანკოსს“ პარიზელები 21 ოქტომბერსა და 3 ნოემებვრს შეხვდებიან.