ესპანეთმა სალვადორს სძლია

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ესპანეთის ნაკრებმა სალვადორის გუნდთან გამართა ამხანაგური მატჩი.

შეხვედრა დელ ბოსკეს შეგირდების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. სალვადორელთა კარში ორი უპასუხო გოლი დავიდ ვილიამ გაიტანა.

ვილია: “ცხოვრების ბოლომდე ატლეტიკოს გულშემატკივრად დავრჩები”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა დავიდ ვილიამ გულშემატკივრებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მომდევნო სეზონიდან ვილია კარიერას “ნიუ-იორკი სიტიში” გააგრძელებს. მომდევნო კვირას შემტევი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

“ალეტიკოს და მის ყველა გულსემატკივარს დიდი მადლობას ვუხდი. ეს დაუვიწყარი სეზონი იყო. ატლეტიკოს ცხოვრების ბოლომდე ვუგულშემატკივრებ. თქვენ ყოველთვის ჩემს გულში იქნებით” – განაცხადა ვილიამ.

ვილიას მუნდიალზე თამაშის იმედი აქვს

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი დავიდ ვილია იმედოვნებს, რომ ესპანეთის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში მოხვდება.

„მწვრთნელი საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს. უკვე რამდენიმე წელია, ესპანეთის ნაკრებს საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, რაც ვისენტე დელ ბოსკეს ამოცანას ართულებს. რა თქმა უნდა, მინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა კიდევ მომეცეს. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ 2010 წელს მოგებული ტიტული დავიცვა. იმედი მაქვს, განაცხადში მოვხვდები. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება ნაკრებს დაეხმარება. ვგრძნობ, რომ კვლავ შემიძლია, გუნდს სარგებელი მოვუტანო“, – ვილიას სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ  დელ ბოსკე 25 მაისს სამუნდიალო განაცხადის გაფართოებულ ვერსიას გამოაქვეყნებს, რომელშიც 30 ფეხბურთელი იქნება შეყვანილი. საბოლოოდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 ესპანელი მოთამაშე გაემგზავრება, რომელთა ვინაობაც 2 ივნისს გაირკვევა.

ბექა დოგრაშვილი

ვილია ვარჯიშს იწყებს

როგორც მოგეხსენებათ დავიდ ვილიამ ტრამვა მარცხენა ბარძაყზე ,,რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ მატჩში მიიღო. მან რამდენიმე მატჩი გამოტოვა, მაგრამ იგი უკვე მწყობრშია და შესაძლოა შაბათს ,,ვალიადოლიდის” წინააღმდეგაც ითამაშოს.

უცხოური პრესის ვარაუდიდ ესპანელი სკამზე დაიწყებს, რადგან ,,ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმიონეს არ სურს გარისკოს, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის თამაში ელოდებათ ,,მილანის” წინააღმდეგ (19 თებერვალს).

ვილიამ პრიმერა დივიზიონში 23 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის გატანა შეძლო.

 

ვილია რეალთან ვერ ითამაშებს?

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა დავიდ ვილიამ ტრამვა ,,რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში მიიღო.

უცხოური გამოცემები იუწყებიან, რომ სამედიცინა შემოწმების შემდეგ გადაწყვეტენ მწვრთნელები ითამაშებს თუ არა ესპანელი ხვალ ,,რეალის” წინააღმდეგ.

,,ატლეტიკოს” ხვალინდელ შეხვედრაში დიეგო კოსტაც ვერ დაეხმარება. რომელიც ორი ყვითელი ბარათის გამო ტოვებს შეხვედრას.

ვილიამ პრიმერა დივიზიონში 22 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

 

ვილია ტრავმირებულია

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი დავიდ ვილია ტრავმირებულია და სავარაუდოდ ესპანეთის თასის პირველ ნეხევარფინალურ მატჩს გამოტოვებს, რომელშიც ერთანეთს ორი მადრიდული კლუბი, “ატლეტიკო” და “რეალი” დაუპირისპირდებიან.

ფეხბურთელმა ტრავმა ესპანეთის პრიმერას 22-ე ტურის მატჩში, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ მიიღო. აღნიშნული შეხვედრა დიეგო სიმეონეს გუნდის გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.
ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა მოედანი პირველი ტაიმის ბოლოს დატოვა. ვილიას ტრავმის სიმძიმე დღეს საღამომდე გაირკვევა. ექიმების ვარაუდით ფორვარდი დაახლოებით 15 დღეს გამოტოვებს.

„ბარსელონამ“ ვილია „არსენალში“ არ გაუშვა

„ბარსელონას“ ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ, რომელიც ამჟამად მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავს, აღიარა, რომ ერთ-ერთი სატრანსფერო ფანჯრის დროს მას ლონდონის „არსენალში“ გადასვლა შეეძლო.

„ბარსელონა“ იმიტომ დავტოვე, რომ საკმარისი სათამაშო დრო არ მქონდა. ჯერ კიდევ „ატლეტიკოში“ გადასვლამდე ინგლისიდან საკმაოდ სერიოზული წინადადება მქონდა – კონტრაქტს „არსენალი“ მთავაზობდა. ძალიან კარგი პირობების შემომთავაზეს, რომლებიც, როგორც მე, ასევე კლუბისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო. ამის მიუხადავად, კატალონიელებმა გადაწყვიტეს, რომ მაშინ ჩემი გაშვებისთვის შესაფერისი დრო არ იყო“, – განაცხადა ვილიამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

დავიდ ვილია: „ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ მაქვს“

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის დავიდ ვილიას აზრით, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის ძირითად შემადგენლობაშ მას ადგილი გარანტირებული არ აქვს.
„ნაკრებში კონკურენცია ნებისმიერ პოზიციაზეა. ბოლო დროს გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ვერ ხვდება, რისი მიზეზიც მხოლოდ ის არის, რომ ადგილები უბრალოდ დაკავებულია. მოთამაშეები ერთმანეთს შორის ვიბრძვით, რათა დიდ ტურნირებში მივიღოთ მონაწილეობა“.
„რაც შეეხება მუნდიალს, ჩვენ მისი კიდევ ერთხელ მოგების შანსი გვაქვს“, – განაცხადა ვილიამ.
ალექსანდრე მატევოსოვი