დეკო: “ბარსელონაში” “რეალის” თავდამსხმელების ადგილი არ არის”

“ბლაუგრანას” ყოფილი ფლეიმეიკერი, დეკო თვლის, რომ ლუკა მოდრიჩი კატალონიურ კლუბის სისტემას მშვენივრად მოერგება.

“მათ ადგილას რომ ვიყო, მოდრიჩს აუცილებლად შევიძენდი. მისი სტილის ფეხბურთელი “ბარსელონასთვის” ბრწყინვალე იქნება. ის ჩავისა და ინიესტას ტიპის ფეხბურთელია, ისინი ერთმანეთს ჰგვანან.

რაც შეეხება “რეალის” თავდამსხმელებს, მათი ადგილი “ბარსაში” არ არის.

მესი? ფეხბურთელისთვის ყველაზე რთული არსებული დონის შენარჩუნებაა, რასაც ის რამდენიმე წელია მშვენივრად ახერხებს, თანაც ისეთ კლუბში, როგორიც “ბარსელონაა”. ყველაზე მეტად სწორედ ეს მაკვირვებს.” – განაცხადა დეკომ.

დეკო: “ინიესტა ოქროს ბურთს იმსახურებს”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, დეკო გუნდის ნახევარმცველ ანდრეს ინიესტას აქებს და ამბობს, რომ ესპანელი მოთამაშე ოქროს ბურთს იმსახურებს.

“რასაკვირველია, ანდრეს ინიესტა ოქროს ბურთის მოპოვებას იმსახურებს. იმაში, რომ მესის ძალიან ბევრი გოლი გააქვს, დიდი წვლილი სწორედ ინიესტას მიუძღვის. რა თქმა უნდა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. თუ მისი ვინმესთან შედარების საშუალება მექნება, მას მხოლოდ ზინედინ ზიდანს შევადარებ”, – ამბობს ინიესტა.

დიტო ჭიჭინაძე

დეკო: “ნეიმარს მესიმდე ბევრი უკლია”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი, დეკო აცხადებს, რომ ნეიმარს ლიონელ მესიმდე ბევრი უკლია.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი კატალონიურ გრანდში გასულ ზაფხულს, ბრაზილიური “სანტოსიდან” 57 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

“რა თქმა უნდა, ნეიმარი უდიდესი ნიჭის მქონე ფეხბურთელია, თუმცა ვფიქრობ, მას მესიმდე ბევრი უკლია. მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე რამდენჯერმე გახდა, რაც ყველაფერზე მეტყველებს”, – ამბობს დეკო.

დიტო ჭიჭინაძე