“ბეშიქთაშს” დემბა ბა სურს

სტამბოლის “ბეშიქთაში” ლონდონის “ჩელსის” ფორვარდსი, დემბა ბას გადაბირებას აპირებს.

პრემირელიგის გასულ გათამაშებაში 29 წლის სენეგალელი ლონდონელთა სასტარტოში ხშირად ვერ ხვდებოდა. ძირითადში ბამ მხოლოდ ხუთი მატჩი დაიწყო.

თურქული კლუბის ინტერესს “ბეშიქთაშის” ერთ-ერთი ხელმძღვანელიც, დენიზ ათალაიც ადასტურებს.

“ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი და ერთადერთი მიზანი დემბა ბა არის. “ჩელსის” ოფიციალური წერილი უკჯვე გავუგზავნეთ, თუმცა ლონდონელებს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ” – განაცხადა ათალაიმ.

დემბა ბა: „მოურინიომ დარჩენა მთხოვა“

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა დემბა ბამ განაცხადა, რომ შემდეგ სეზონში „არისტოკრატთა“ შემადგენლობაში თამაშს გააგრძელებს.

„მოურინიომ კლუბში დარჩენა მთხოვა. მან დამამშვიდა და მითხრა, რომ გუნდში ჩემი მდგომარეობა შეიცვლება.

ამას როგორც ღვთის საჩუქარს ვუყურებ. მე ყველაფერი შევაფასე და კიდევ ერთი სეზონით დარჩენა გადავწყვიტე.

არ ვიცი, ნამდვილად შეიცვლება თუ არა სიტუაცია, თუმცა მწვრთნელის ასეთი წინადადების შემდეგ ყველაფერია მოსალოდნელი“, – განაცხადა ბამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

დემბა ბა: მოურინიომ დარჩნა მთხოვა

ლონდონის “ჩელსის” ფორვარდმა დემბა ბამ განაცხადა, რომ “არისტოკრატების” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მას კლუბში დარჩენა სთხოვა.

“მოურინიომ “ჩელსიში” დარჩენა მთხოვა. ეს ჩემთვის ღმერთის საჩუქარია. ყველაფერი გავაანალიზე და ვფიქრობ, რომ დარჩენას ვამჯობინებ. ვნახოთ, რა იქნება. მინდა რაც შეიძლება მეტ თამაშში მივიღო მონაწილეობა და ვფიქრობ, რომ ამის საშუალება მომეცემა.

გასული წლის აგვისტორში “არსენალი” მიწვევდა, თუმცა მოურინიომ მაშინ არ გამიშვა. მას კონკურენტის გაძლიერება არ სურდა” – განაცხადა სენეგალელმა ფორვარდმა.

“კრისტალ პელასს” დემბა ბა სურს

ლონდონის “ჩელსის” 28 წლის ფორვარდი დემბა ბამ შესაძლოა კარიერას სხვა ლონდონურ კუბში გააგრძელოს. სენეგალელი ფეხბურთელის იჯარით აყვანა “კრისტალ პელასს” სურს. “არწივების” მთავარ მწვრთნელ, ტონი პიულისს “სტოკ სიტიში” მუშაობის დროსაც სურდა დემბა ბას საკუთარ გუნდში ხილვა, მაგრამ მაშინ ფორვარდმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ბა “ჩელსის” ძირითადში რეგულარულად ვეღარ ხვდება. პრემიერლიგის წლევანდელ გათამაშებაში ფორვარდმა 14 მატჩი ჩაატარა და მხოლო 3 გოლის გატანა მოახერხა.

ტორესი: „ეტოო ჩემი მეგობარია და არა – მტერი“

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ კონკურენციის მიუხედავად, კლუბის დანარჩენ ფორვარდებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ესპანელმა ფეხბურთელმა „ჩელსის“ ახალწვეული სამუელ ეტოო შეაქო.

„ჩელსის“ შეტევით ხაზში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა დემბა ბა და სამუელ ეტოო ჩემი მეგობრები არიან და არა – მტრები. ჩვენ თანაგუნდელები ვართ და ერთი მიზნისკენ მივიწევთ. ვფიქრობ, ეს კლუბისთვის კარგია. ეტოო ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს. მის წინააღმდეგ ესპანეთში ბევრჯერ ვითამაშე, როდესაც ის „მალიორკასა“ და „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის „ჩელსიში“ თამაშით დატკბება. ეტოო ყოველდღე მუყაითად ვარჯიშობს. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ეტოოს ყველანაირად დავეხმარები, რისი საშუალებაც მექნება“, – ტორესის სიტყვები „ტელეგრაფმა“ გამოქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი