„ბოსტონ სელტიკსის“ პრეზიდენტმა დენი ეინჯმა განაცხადა, რომ მისი გუნდის გამთამაშებელი რაჟონ რონდო, რომელიც მუხლის ოპერაციის შემდეგ მკურნალობას აგრძელებს, პარკეტზე უახლოეს კვირებში ვერ დაბრუნდება.
„რონდო სათამაშოდ ჯერ მზად არ არის, იგი ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. აქედან გამომდინარე, უახლოეს კვირებში მისი იმედი ვერ გვექნება“, – განუცხადა ეინჯმა The Boston Globe-ს.
ალექსანდრე მატევოსოვი