დენი მერფიმ კარიერა დაასრულა

ცნობილმა ინგლისელმა ნახევარმცველმა დენი მერფიმ კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

ჩესტერში დაბადებულმა ფეხბურთელმა 1997 წლიდან 2004 წლამდე „ლივერპულის“ მაისურით 249 მატჩი ჩაატარა. 2000/01 წლების სეზონში მერსესაიდელებს იგი ინგლისის თასის, ინგლისის ლიგის თასისა და უეფას თასის მოგებაში დაეხმარა.

ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მერფიმ ცხრა შეხვედრა ჩაატარა. სხვადასხვა წლებში დენი ასევე „ჩარლტონის“, „ტოტენჰემისა“ და „ფულჰემის“ ფერებს იცავდა. 36 წლის ფეხბურთელი ბოლოს „ბლექბერნში“ გამოდიოდა, რომელთანაც მიმდინარე წლის ზაფხულს გაწყვიტა კონტრაქტი.

ალექსანდრე მატევოსოვი