„ნაგეტსი“ დენიელ გიბსონით დაინტერესდა

„დენვერ ნაგეტსის“ ხელმძღვანელობამ შესაძლოა, თავისუფალ აგენტთან დენიელ გიბოსნთან გააფორმოს კონტრაქტი, რის შესახებაც FOX Sports-ის ჟურნალისტი სემ ემიკო იტყობინება.

ცნობისთვის, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გიბსონს ჯამში შვიდი სეზონი აქვს ჩატარებული, რომელთა განმალობაშიც მისი ერთადერთი კლუბი მხოლოდ „კლივლენდ კავალიერსი“ იყო. გასული სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში 27 წლის გამთამაშებლის საშუალო მონაგარმა ერთ მატჩში 5,4 ქულა და 1,8 გადაცემა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი