სტეფ კარიმ კიდევ ერთი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

„დენვერ ნაგეტსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში „გოლდენს ტეიტ უორიორსის“ ლიდერმა სტეფ კრიმ 34 ქულა დააგროვა. ამით სეზონის MVP-მ თავისი პირადი შედეგი გააუმჯობესა და ოცდაათზე მეტი ქულა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში კარის საშუალო მაჩვენებელი სათამაშო დროის 32 წუთში საშუალოდ 35,5 ქულას შეადგენს. სწორედ კარის კარგი თამაშის დახმარებით პლანეტის უძლიერესი საკალათბურთ ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ექვსივე შეხვედრა მოიგო.

„დენვერი“ გალინარის გასაშვებად მზადაა

როგორც თავისი „ტვიტერის“ გვერდზე „იაჰუ სპორტსის“ მიმომხილველმა მარკ სპირსმა დაწერა, „დენვერ ნაგეტსის“ ხელმძღვანელობა იტალიის ნაკრების თავდამსხმელის დანილო გალინარის გასაცვლელად მზადაა.

განვლილ სეზონშ 26 წლის მოთამაშემ 59 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 24 წუთში 12,4 ქულა და 3,7 მოხსნა შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ გალინარი „ნაგეტსში“ 2011 წლიდან თამაშობს. 2014 წელს მან მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 2013/14 წლების სეზონი სრულიად გამოტოვა.

გალინარიმ იტალიის ნაკრების მიზნებზე ისაუბრა

„დენვარ ნაგეტსის“ ფორვარდმა დანილო გალინარიმ დაადასტურა, რომ ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.

„იტალიის ნაკრების მიზანი ოლიმპიურ თამაშებზე გასვლაა. ევრობასკეტზე მედალი ჩინებული იქნებოდა. ვფიქრობ, ძლიერ ჯგუფში მოხვედრის  მიუხედავად, ეს შესაძლებელია. თავს ეროვნული ნაკრების ლიდერად ვგრძნობ. მოთამაშეები, ერთმანეთს ბავშობიდან ვიცნობთ. იმედია, ევრობასკეტზე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე სამი სხვა იტალიელიც იქნება“, – განაცხადა გალინარიმ.

გალინარიმ შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

„დალას მავერიკსთან“ შეხვედრაში „დენვერ ნაგეტსის“ ფორვარდმა დანილო გალნარიმ 47 ქულა დააგროვა, რითაც კარიერაში შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა. ფორვარდმა 23 სროლიდან 15 ჩააგდო, 12 სამქულიანიდან კი 7 გამოიყენა. გარდა ამისა, იტალიელის ანგარიშზე 9 მოხსნა და 2 ასისტია.

როგორ მოიშორა მეტოქე „დენვერის“ მოთამაშემ

„დანვერ ნაგეტსის“ გამათაშებელმა ტაი ლოუსონმა ეფექტური კროსოვერით აიზენ კანაანი მოიშრა და ჯეი ჯეი ჰიკსონი ასისტით მოამარაგა.

წარმოგიდგენთ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს:

გალინარი NBA-ს ისტორიაში მეორე იტალიელი კალათბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში 40 ქულა დააგროვა

„ორლანდო მეჯიკთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „დენვერ ნაგეტსის“ ფორვარდმა დანილო გალინარიმ 40 ქულა დააგროვა.

პლანეტის უძლიერეს ლიგაში ექვს სეზონში 336 მატჩის მიუხედავად, დანილო NBA-ს ისტორიაში მეორე იტალიელი გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში მინიმუმ 40 ქულა დააგროვა. აქამდე იტალიელთა შორის მსგავსი შედეგით ანდრე ბარნიანი გამოირჩა, რომელმაც 2010/11 წლების სეზონის ერთ-ერთ თამაშში 41 ქულა დააგროვა.

დანილო გალინარიმ მეტოქის ფარში ბურთი საკუთარი მოედნიდან ჩააგდო (ვიდეო)

„ნიუ-ორლეანთან“ წაგბეული მატჩის მესამე მეოთხედის ბოლო წამებზე ფორვარდმა დანილო გალინარიმ მეტოქეს ბურთი აართვა და ფარში საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო.

იხილეთ ვიდეო:

„დენვერის“ მოთამაშემ მატჩის დროს გულშემატკივარ გოგოს აკოცა (ვიდეო)

„დენვერ ნაგეტსის“ ცენტრმა ჯავალ მაკგიმ „პელიკანსთან“ მატჩის დროს (117:97) ერთ-ერთ გულშემატკივარ გოგოს აკოცა.

კალათბურთელი ხაზთან ბურთის შენარჩნებას ცდილობდა, როდესაც იქვე მჯდომი გულშემატკივრის კომფორტი დაარღვია. საბოლოოდ, ბოდიშის მოხდა მაკგიმ ორიგინალურად გადაწყვიტა.

ცნობისთვის, „ნიუ-ორლეანთან“ შეხვედრაში მოთამაშის მონაგარმა 14 ქულა, 8 მოხსნა და 2 ბლოკშოთი შეადგინა.

წარმოგიდგენთ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

„დენვერის“ მასკოტმა მოედნის ცენტრიდან ჩააგდი (ვიდეო)

„ოკლაჰომა-სიტი თანდერთან“ წინასასეზონო მატჩის შესვენებისას „დენვერ ნაგეტსის“ მასკოტმა ბურთი მოედნის ცენტრიდან ჩააგდო.

გალინარიმ ზაფხულს გიტარაზე დაკვრა, ჩოგბურთისა და გოლფის თამაში ისწავლა

„დენვერის“ ფორვარდმა დანილო გალინარიმ კლუბის ოფიციალურ საიტს უამბრო, თუ როგორ გაატარა განვლილი არდადეგები.

„იცით, გიტარაზე უკეთესად დაკვრა ვისწავლე. გარდა ამისა, გოლფსა და ჩოგბურთსაც ვთამაშობდი. სხვათაშორის, ჩემი პროგრესი თვალსაჩინოა.

ამავდროულად ბევრს ვვარჯიშობდი, რათა წონა და ფორმა შემენარჩნებინა და უბრალოდ კალათბურთის სათანადოდ თამაშის გაგრძელება შემძლებოდა“, – განაცხადა იტალიელმა.

„დანვერის“ გულშემატკივარი გოგონები ყინულით გაგრილდნენ

„დენვერ ნაგეტსის“ გულშემატკივარმა გოგონებმა ყინულით გაგრილება გადაწყვიტეს, რისი ამსახველი ვიდეოს კლუბის ოფიციალურმა იუთუბის გვერდმა განათავსა.

ჯეი ჯეი ჰიკსონი იანვრისთვის გამოჯანმრთელდება

CSNNW.com-ის ინფორმაციით, „დენვერ ნაგეტსის“ ცენტრი ჯეი ჯეი ჰიკსონი პარკეტზე დაბრუნებას მხოლოდ 2015 წლის იანვრისთვის შეძლებს

შეგახსენებთ, რომ მარტში ჰიკსონს მუხლის ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმთა პროგნოზით, რეაბილიტაციას დაახლოებით ათი თვე დასჭირდება.

ალექსანდრე მატევოსოვი