ფიშერი კარიერას მიმდინარე სეზონის შემდეგ დაასრულებს

როგორც ჩანს, „ოკლაჰომა სიტი თანდერის“ გამთამაშებელმა დერეკ ფიშერმა კარიერიას დასრულება საბოლოოდ გადაწყვიტა.

„სიტყვას „არასდროს“ იშვიათად ვიყენებ. ასეა თუ ისე, ვგრძნობ, რომ კარიერის დასრულების მომენტი დადგა. გარდა ამისა, ბოლო სეზონში, შესაძლოა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაც კი მოვიგო“, – განაცხადა ფიშერმა.

მიმდინარე სეზონში ვეტერანმა კალათბურთელმა „თანდერის“ მაისურით 21 მატჩი ჩაატარა. სათამაშო დროის 13,3 წუთში მისმა საშუალო მონაგარმა 2,7 ქულა შეადგინა.

სხვადასხვა წლებში დერეკი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“, „იუტა ჯაზისა“ და „დალას მავერიკსის“ ღირსებასაც იცავდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფიშერის მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა

„ოკლაჰომა სიტი თანდერის“ გამთამაშებელმა დერეკ ფიშერმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კობი ბრაიანტის თაობაზე იხუმრა.

– ჩემპიონატის მოგება – გუნდის მიზანია?
– რა თქმა უნდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ მიზანს მივაღწიოთ. გვესმის, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვაჩინოთ. თუ ყველაფერი გამოვა, მაშინ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას მეექვედ მოვიგებ. ამჟამად, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ წინ კიდევ ბევრი დრო არის დარჩენილი.

– როგორ ფიქრობთ, მეექვსე ჩემპიონობასთან ახლოს უფრო თქვენ ხართ თუ კობი ბრაიანტი?
– ამაზე არც კი მიფიქრია. კალათბურთი – გუნდური სპორტის სახეობაა და არა ინდივიდუალური. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი ჩვენგანი წელს NBA-ს მოიგებს, მე და კობი ამ ყველაფერს მომავალში ღიმილით გავიხსენებთ. ამას მაშინ გავაკეთებთ, როდესაც ჩვენი შვილები გაიზრდებიან, ჩვენ კი პენსიაზე ვიქნებით. კობის კარიერა ჩემ კარიერაზე უფრო კარგად ვითარდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბრაიანტი: „ფიშერს „ლეიკერსში“ კვლავ სიამოვნებით ვიხილავდი“

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ თავის გუნდში დიდი სიამოვნებით ყოფილ თანაგუნდელს დერეკ ფიშერს იხილავდა.

„ჩემს საყვარელ თანაგუნდელებს შორის ყოველთვის დერეკ ფიშერიც იყო. „ლეიკერსის“ მაისურში მას დიდი სიამოვნებით ვიხილავდი. მეტიც, კარგი იქნება, თუ კარიერას ერთად დავასრულებთ“, – განუცხადა ბრაიანტმა maktoob.omg.yahoo.com-ს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად „ოკლაჰომა სიტი თანდერის“ კალათბურთელი „ლეიკერსში“ 2007 წლიდან 2012 წლამდე თამაშობდა.

ალექსანდრე მატევოსოვი