კობიმ ქულების კარიერული მაჩვენებლით ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს აჯობა (ვიდეო)

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრიანტმა დღეს გამთეენიისას კარიერაში დაგროვებული ქულების რაოდენობით მაიკლ ჯორდანს გაუსწრო. ამით კობი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების სიაში მესამე ადგილზე ავიდა, მასზე წინ მხოლოდ კარიმ აბდულ-ჯაბარი და კარლ მელოუნი არიან.

ჯორდანის შედეგს „შავმა მამბამ“ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ მატჩის (100:94) მეორე მეოთხედში მიაღწია, როდესაც ორი საჯარიმო სროლა გამოიყენა. ამჟამად ბრაიანტის კარიერული მაჩვენებელი 32 292 ქულას შეადგენს.

კობი ბრაიანტმა კარიერაში 32000-ე ქულა დააგროვა (ვიდეო)

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა „ატლანტა ჰოუქსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში (114:109) 28 ქულა დააგროვა, რითაც კარიერაში თავისი ქულების რაოდენობა 32 001-მდე მიიყვანა.

საიუბილეო ქულა „შავმა მამბამ“ მატჩის ბოლო წუთებზე დააგროვა.

კობი ბრაიანტი: „ლეიკერსის“ დატოვებაზე არც კი ვფიქრობ“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უაკანხაზელი კობი ბრაიანტი გუნდის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ კალიფორნიელებს ასეთი ცუდი სტარტი (0-4) 1957 წლიდან არ ჰქონიათ.

„ჩემს წასვლასთან დაკავშირებული საუბრების შესახებ ვიცოდი. თუმცა, წასვლას არ ვაპირებ. „ლეიკერსისადმი“ საკმაოდ ლოიალური ვარ.

ჩემთვის რთული მომენტების გადატანა იგივეა, რაც გამარჯვება და წარმატების მიღწევა. მე პასუხს ვაგებ იმაზე, რომ მაქსიმალურად უკეთესები ვიყოთ.

ხელიშ ჩაქნევა არ შეგვიძლია. წინ ძალიან გრძელი სეზონი გველის. არჩეული კურსის დაცვა მნიშვნელოვანია. ყველაფერი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიცვლება.

კლუბთან ერთად ბევრს მივაღწიე და წარმატებულ კალათბურთელად აქ ჩამოვყალივდი. კარგ დროს ზეიმი, ხოლო ცუდ დროს გაქცევა არ შეიძლება. კლუბის დატოვებაზე არც კი მივიქრია“, – ციტირებს 36 წლის კალათბურთელს „იაჰუ სპორტსი“.

აგენტი: „არაერთი კალათბურთელი „ლეიკერსში“ კობი ბრაიანტის გამო არ გადადის“

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა ერთ-ერთმა აგენტმა განაცხადა რომ ბევრმა კალათბურთელმა „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გადასვლა კობი ბრაიანტის გამო იუარა.

„კობი ეზოში დიდი ქვის მსგავსად არის. მისი უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელია.

მაგალითად, ბოლო ხუთ წელიწადში საკმარისი კლიენტი მყავდა, რომელიც „ლეიკერსში“ სწორედ მის გამო არ გადადიოდა. მოთამაშეებს ესმით, რომ ადრე თუ გვიან, ისინი მხოლოდ ერთი კალათბურთელისთვის ითამაშებენ.

„ლეიკერსს“ კობი ძვირად უჯდება. ამ შემთხვევაში, ფინანსურ მხარეს ვგულისხმობ. ბრაიანტმა ბევრ კარგ მოთამაშეს განვითარებაში ხელი შეუშალა. იყო შემთხვევები, როცა კობის გამო კალათბურთელთა კარიერაც კი საფრთხის ქვეშ იყო“, – განაცხადა აგენტმა.

კობი ბრაიანტი: „მხოლოდ იდიოტი იფიქრებს, რომ ვერ დავბრუნდები“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კჯობი ბრაიანტმა თავისი მორიგი ტრავმის შესახებ საიუბრა.

„გამიმართლა, რომ არც ისე სერიოზული დაზიანება ყოფილა“, – აღნიშნა ბრაიანტმა Yahoo! Sports-თან საუბრისას.

„მხოლოდ იდიოტი იფიქრებს, რომ ამ ტრავმის შემდეგ პარკეტზე ვერ დავბრუნდები“, – დაასრულა „შავმა მამბამ“.

ალექსანდრე მატევოსოვი

ოფიციალურად: ბრაიანტი პარკეტზე „რეპტორსთან“ მატჩში დაბრუნდება

ბოლო დღეებში პრესაში კობი ბრაიანტის დაბრუნებასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა. წინასწარი ვარაუდით, კობი პარკეტზე „საკრამენტო კინგსთან“ მატჩიში დაბრუნდებოდა.

გუშინ კი კალიფორნიულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. ამ განცხადების მიხედვით, „შავი მამბა“ „ტორონტო რეპტორსთან“ შეხვედრაში ითამაშებს, რომელიც კვირას გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსის“ უკანახაზელმა ტრავმა ჯერ კიდევ აპრილის თვეში მიიღო.

ალექსანდრე მატევოსოვი

კობი ბრაიანტის ოცნების გუნდი

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა ის მოთამაშეები დაასახელა, რომელთან ერთადაც იგი ერთ გუნდში ითამაშებდა. ნოემბრის შუა რიცხვებში მსგავსი გუნდი მაიკ ჯორდანმაც შეკრიბა, რომელმაც სკოტი პიპენი, ჯეიმს უორტი, მეჯიკ ჯონსონი და ჰაკიმ ოლაჯუვონი აიყვანა.

„ჯორდანმა კარგი შემადგენლობა აირჩია. მე არც თუ ისე ადვილი ამოცანა მაქვს, რადგან სხვა მოთამაშის არჩევა მომიწევს. ჯორდანის შემადგენლობიდან მხოლოდ მეჯიკ ჯონსონს ავირჩევ, დანარჩენ კალათბურთელებს კი სხვა გუნდებიდან გადავიყვან. ვფიქრობ, დიდი სიამოვნებით, ბილ რასელს, ქარიმ აბდულ-ჯაბარსა და ლერი ბერდთან ერთად ვითამაშებ“, – განაცხადა კობიმ Bloomberg-თან მიცემულ ინტერვიუში.

ალექსანდრე მატევოსოვი

კობი ბრაიანტი ლიონელ მესის წინაამღდეგ: Turkish Airlines-ის ახალი რეკლამა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი და კატალონიის „ბარსელონას“ შემტევი ლიონელ მესი Turkish Airlines-ის მორიგ რეკლამაში გადაიღეს:

დღეს, კობი ბრაიანტი 24 მილიონ დოლარს მიიღებს

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ტრავმირებული ლიდერი კობი ბრაიანტი 2013/14 წლების სეზონის ხელფასის 79,7 პროცენტს მიიღებს. როგორც ESPN Los Angeles-ი წერს, თანხა, რომელსაც „შავი მამბას“ გადაეცემა 24 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტს შეადგენს.

მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, დარჩენილ თანხას კალიფორნიული კლუბის ხელმძღვანელები 35 წლის უკანახაზელს სეზონის მიმდინარეობისას გადაუხდიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბრაიანტი: „კარმელო ენტონი? ვერაფერს გეტყვით“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც „ნიუ-იორკ ნიქსის“ ლიდერი კარმელო ენტონი უახლოეს მომავალში მის გუნდს შეუერთდება.
„კარმელო ნიუ-იორკში თამაშობს, მე – ლოს-ანჯელესში. სიმართლე რომ გითხრათ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. შესაბამისად, ვერ გეტყვით, შემოგვიერთდება თუ არა ენტონი“, – განაცხდა კობიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნიქსთან“ მოქმედი კონტრაქტი მელოს სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
ალექსანდრე მატევოსოვი

გასოლი: „ჰარდენი ბრაიანტზე უკეთესია? ეს მომწონს“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ცენტრი პაუ გასოლი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მენეჯერთა გამოკითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პლანეტის ნომერ პირველი საკალათბურთო ლიგის საუკეთესო შემტევ უკანახაზელად „ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერი ჯეიმს ჰარდენი დასახელდა, ხოლო კობი ბრაიანტმა მეორე ადგილი დაიკავა.

„ეს საინტერესოა. სინამდვილეში, გამოკითხვის შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან კობის მსგავსი რამ არასდროს ავიწყდება და მას მოტივაცია ემატება. ამის შემდეგ, იგი კიდევ უფრო მეტს იმუშავებს და მას მონდომება არ დააკლდება“, – ციტირებს ესპანელის სიტყვებს „Inside The Lakers“-ი.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბრაიანტი: „ჩემზე ბევრს საუბრობენ“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ტრავმირებული ლიდერი კობი ბრაიანტი ნელ-ნელა უფრო ინტენსიურად ვარჯიშობს. ამის მიუხედავად, კობი პარკეტზე დაბრუნების თარიღის დასახელებისგან თავს იკავებს.

„ზუსტი თარიღების თაობაზე ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით ყველაფერი ჩემთვისაც არის უცნობი. არ მესმის, ამ თემაზე ამდენს რატომ საუბრობენ. ჩემი აზრით, ეს სულელური შეკითხვაა. მზად მაშინ ვიქნები, როდესაც ბოლომდე გამოვჯანმრთელდები“, – განუცხა ბრაიანტმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ საიტს.

ალექსანდრე მატევოსოვი