ფიშერი: „ნიუ-იორკს“ თავდასხმაში ვერაფერი გამოსდის“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ მთავარი მწვრთნელი დერეკ ფიშერი „ბოსტონთან“ ანგარიშით 86:106 წინასასეზონო წაგებული მატჩით უკმაყოფილო დარჩა.

„საქმე ანგარიშში არ არის. საქმე იმაშია, თუ როგორ ვთამაშობთ. დღეს ვერაფერი გამოგვდიოდა. ვფიქრობ, უფრო ბეჯითად და ენერგიულად თამაში შეგვიძლია, თუმცა რთულია, როდესაც თავდასხმაში ვერაფერი გამოგდის“, – განუცხადა ფიშერმა ESPN.com-ს.

ოფიციალურად: ფიშერი „ნიუ-იორკის“ ახალი თავკაცია

„ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის ისტორიაში 26-ე მთავარი მწვრთნელი დერეკ ფიშერი გახდა. არაოფიციალური ინფორმაციით კი, მხარეებმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, დერეკი ჯამში 25 მილიონ დოილარს მიიღებს.

ფილ ჯექსონის თავკაცობით ჯიშერმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია 2000, 2001, 2002, 2009 და 2010 წლებში მოიგო. გამთამაშებემა ჯამში 18 სეზონი ჩატარა და სხვადასხვა წლებში „ლოს-ანჯელს ლეიკერსის“, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“, „იურა ჯაზის“, „დალას მავერიკსისა“ და „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფერებს იცავდა.

გარდა ამისა, ჯამში ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ფიშერი 1 287 შეხვედრით მე-16 ადგილს იკავებს. პლეიოფში კი მას ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატრებული (259).

ალექსანდრე მატევოსოვი

დერეკ ფიშერი „ნიუ-იორკ ნიქსის“ თავკაცობას დათანხმდა

„ESPN New York“-ის ინფორმაციით, დერეკ ფიშერი „ნიქსის“ ხელმძღვანელობას შეუთანხმდა. მხარეები კონტრაქტს სულ მალე გააფორმებენ, რომლის მიხედვითაც, 39 წლის ფიშერი ხუთ წელიწადში ხელფასის სახით ოცდახუთ მილიონ დოლარს მიიღებს.

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ ფილ ჯექსონის თავკაცობით დერეკმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ხუთჯერ მოიგო. მხარეებმა შეთანხმება სწორედ ჯექსონისა და ფიშერის კარგი ურთიერთობის წყალობით მიაღწიეს.

ჯამში კი, ლიგაში დერეკმა 18 სეზონი ჩატარა. მიმდინარე და გასულ სეზონში ვეტერანმა „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ შემადგენლობაში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, „ნიქსი“ პლეიოფში ვერ მოხვდა, რის შემდეგად კლუბმა მაიკ ვუდსონი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ლეიკერსი“ დერეკ ფიშერს შესაძლო თავკაცად არ მოიაზრებს

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ხელმძღვანელობა გუნდის პოტენციურ მთავარ მწვრთნელად დერეკ ფიშერს არ მოიაზრებს, რის შესახებაც „ლოს-ანჯელეს თაიმსი“ წერს.

კალიფორნიელებმა გადაწყვიტეს, რომ ამ პოსტზე გამოცდილი სპეციალისტი დანიშნონ.

39 წლის ფიშერი, რომელიც „ლეიკერსში“ 1996 წლიდან 2004 წლამდე და ასევე 2007 წლიდან 2012 წლამდე გამოდიოდა, 2013/14 წლების სეზონი „ოკლაჰომა-სიტი თანდერში“ ჩაატარა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დიდი ალთობით, დერეკი „ნიუ-იორკ ნიქსის“ მთავარი მწვრთნელი გახდება, რომლის პრეზიდენტიც ფილ ჯექსონი გახლავთ.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ლეიკერსი“ დერეკ ფიშერს თავკაცის პოსტს შესთავაზებს

უახლოეს დროში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ხელმძღვანელები დერეკ ფიშერს დაუკავშირდებიან, რათა ვეტერან კალათბურთელს კალიფორნიული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზონ. მოვლენების ასეთ განვითარებას კი „USA Today“-ს ჟურნალისტები ვარაუდობენ.

გამოცემის ინფორმაციით, „ლეიკერსის“ გენერალური მენეჯერი მიტჩ კაპჩაკი, სავარაუდოდ, ფიშერს ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდება. უკვე სატელფონო საუბრიდან გამომდინარე, მხარეები გადაწყვეტენ, შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს.

ცნობისთვის, დერეკ ფიშერის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა „ნიუ-იორკ ნიქსის“ მენეჯერებსაც სურთ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფილ ჯექსონი ფიშერის შესახებ კომენტარისთვის 25 ათასი დოლარით დაჯარიმდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა „ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტი ფილ ჯექსონი „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გამთამაშებელზე დერეკ ფიშრზე გაკეთებული კომენტარის გამო 25 ათასი დოლარით დააჯარიმა, რის შესახებაც ESPN.com-ი იუწყება.

ბოლო პრესკონფერენციაზე ჯექსონმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, გუნდის მთავარ მწვრთნელად სწორედ „თანდერის“ 39 წლის მოთამაშე დანიშნოს.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი კალათბურთელი ბოლო დროს ნიუ-იორკელთა მომავალ თავკაცად მოიაზრება.

ალექსანდრე მატევოსოვი

დერეკ ფიშერმა, გადაწყვეტილების მისაღებად დრო მჭირდებაო

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ უკანახაზელმა დერეკ ფიშერმა განაცხადა, რომ მას დასასვენებლად დრო სჭირდება, რის შემდეგაც მომავალთან დაკავშირებით გააწყვეტილებას მიიღებს.

ცნობისთვის, 39 წლის ვეტერანი „ნიუ-იორკ ნიქსის“ პოტენციურ მთავარ მწვრთნელად მოიაზრება.

„სან-ანტონიოსთან“ სერიის ბოლო მატჩის შემდეგ მცირე დრო გავიდა. შეხვედრის შედეგზე ახლაც ვფიქრობ. მეუღლესთან საუბარიც კი ვერ მოვასწარი. წინ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემ გადაწყვეტილებაზე სეზონის შედეგმა არ უნდა იმოქმედოს.

„ნიუ-იორკ ნიქსში“ ფილ ჯექსონის ყოფნამ, შესაძლოა, გადამწყვეტი როლიც კი ითამაშოს. წლების განმავლობაში ერთად მუშაობის შედეგად, ჩვენ დავმეგობრდით. სხვათაშორის, თავკაცის პოსტი ამჟამად „ლეიკერსშიც“ თავისუფალია. ამ გუნდთან ბევრი რამ მაკავშირების და საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეიძლება ამ ფაქტორმაც იმოქმედოს. ამავე დროს, საჭიროა, გულს ვუსმინო. შევეცდები ყველაფერი ობიექტურად შევაფასო და მისაღები გადაწყვეტილება მივიღო“, – განუცხადა ფიშერმა ESPN.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ნიუ-იორკ ნიქსის“ თავკაცის პოსტის დაკავების ყველაზე მეტი შანსი დერეკ ფიშერს აქვს

„იაჰუ სპორტსის“ ინფორმაციით, „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ვეტერანს დერეკ ფიშერს „ნიუ-იორკ ნიქსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების ყველაზე მეტი შანსი აქვს.

აქამდე იყო ვარაუდი, რომ ნიუ-იორკელები კონტრაქტის გაფორმებას „დენვერ ნაგეტსის“ თავკაცთან ბრაიან შოუსთან შეეცდებოდნენ, თუმცა ამ უკანასკვნელმა კოლორადოში დარჩენა ამჯობინა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე „ნიქსის“ თავკაცობის ყველაზე მეტი შანსი სწორედ ფიშერს აქვს.

ცნობისთვის, დერეკს „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ შემადგენლობაში ფილ ჯექსონის თავკაცობით ზედიზედ ხუთი ჩემპიონატი აქვს მოგებული.

თავად 39 წლის კალათბურთელის გეგმების შესახებ კი ამჟამად არაფერია ცნობილი

ალექსანდრე მატევოსოვი

ფიშერი: „ფილ ჯექსონთან მარტიდან არ მისაუბრია“

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გამთამაშებელმა დერეკ ფიშერმა აღიარა, რომ ფილ ჯექსონთან მარტიდან არ უსაუბრია. გამოცდილი კალათბურთელი იმედოვნებს, რომ „ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტი მას დაუკავშირდება და მთავარი მწვრთნელის პოსტს შესთავაზებს.

„ფილმა ძალიან კარგად იცის, რომ წლის ამ მონაკვეთში მხოლოდ ერთ რამეზე უნდა იფიქროს. მე ზუტად ამის გაკეთებას ვცდილობ. რაც არ უნდა იყოს, ამ თემაზე პლეიოფის დასრულებამდე არ ვიფიქრებ“, – განუცხადა ფიშერმა „ნიუ-იორკ პოსტს“.

ალექსანდრე მატევოსოვი

დერეკ ფიშერი მწვრთნელობაზე არ ფიქრობს

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ვეტერანმა დერეკ ფიშერმა, რომელიც „ნიუ-იორკ ნიქსის“ შესაძლო თავკაცად მოიაზრება, ჯერ არ იცის, დაიწყებს თუ არა სამწვრთნელო კარიერას.

„სიმართლე რომ გითხრათ, სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებაზე არც კი მიფიქრია. ჩემი აზრით, ამისთვის დიდი სურვილი, დრო და მონდომებაა საჭირო. მსგავს სიტუაციებში სათანადო დროის დადგომას უნდა ელოდო“, – განუცხადა ფიშერმა „USA Today“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

დერეკ ფიშერმა პლეი-ოფში ჩატარებული მატჩების რაოდენობის ახალი რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

„მემფის გრიზლისთან“ სერიის მეხუთე მატჩი „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ 39 წლის გამთამაშებლისთვის დერეკ ფიშერისთვის პლეი-ოფში 245-ე გამოდგა.

ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, ეს ლიგის ისტოიაში საუკეთესო შედეგია.

ცნობისთვის, წინა რეკორდი რობერტ ორის ეკუთვნის, რომელმაც პლანეთს საუკეთესო საკალათბურთო ლიგის პლეი-ოფში 244 მატჩი ჩაატარა.

ფიშერი კარიერას მიმდინარე სეზონის შემდეგ დაასრულებს

როგორც ჩანს, „ოკლაჰომა სიტი თანდერის“ გამთამაშებელმა დერეკ ფიშერმა კარიერიას დასრულება საბოლოოდ გადაწყვიტა.

„სიტყვას „არასდროს“ იშვიათად ვიყენებ. ასეა თუ ისე, ვგრძნობ, რომ კარიერის დასრულების მომენტი დადგა. გარდა ამისა, ბოლო სეზონში, შესაძლოა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაც კი მოვიგო“, – განაცხადა ფიშერმა.

მიმდინარე სეზონში ვეტერანმა კალათბურთელმა „თანდერის“ მაისურით 21 მატჩი ჩაატარა. სათამაშო დროის 13,3 წუთში მისმა საშუალო მონაგარმა 2,7 ქულა შეადგინა.

სხვადასხვა წლებში დერეკი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“, „იუტა ჯაზისა“ და „დალას მავერიკსის“ ღირსებასაც იცავდა.

ალექსანდრე მატევოსოვი