„დეტროიტ პისტონსი“: სეზონის პრევიუ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონის დაწყებას, სხვა გუნდების მსგავსად, „დეტროიტ პისტონსიც“ ელის.

დატომემ ტრავმა მიიღო

დღეს, „დეტროიტ პისტონსის“ ახალწვეულმა ლუიჯი დატომემ კუნთის ტრავმა მიიღო. ეს ახალ გუნდთან მის პირველ ვარჯიშზე მოხდა. ამის შესახებ იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა თავის ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი.

ამ ეტაპზე, ლუიჯის მიერ მიღებული ტრავმის სიმძიმე დადგენილი არ არის. ცნობილია, რომ უახლოეს საათებში 25 წლის მოთამაშეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რომელიც ყველა კითხვაზე გაგვცემს პასუხს.

ალექსანდრე მატევოსოვი

უოლესი „პისტონსში“ დაბრუნდა

„პისტონსის“ ყოფილი ვარსკლავი რაშიდ უოლესი, რომელმაც მოთამაშის კარიერა გასულ სეზონში დაასრულა, დეტროიტში მოთამაშეთა განვითარების მწვრთვნელად იმუშავებს, რის შესახებაც The Associated Press-ი იუწყება.

ცნობისთვის, უოლესი „პისტონსში“ 2004 წლიდან 2009 წლამდე გამოდიოდა. 2004 წელს იგი გუნდს ტიტულის მოგებაში დაეხმარა. გარდა ამისა, ფორვარდს მონაწილეობა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოთხ „ოლ სტარში“ აქვს მიღებული. ყველაფერთან ერთად, იგი ახალწვეულთა სიმბოლურ ნაკრებშიც იყო შყვანილი. ჯამში, უოლესის საშუალო კარიერული მაჩვენებელი 14,4 ქულას, 6,7 მოხსნას, 1,3 ბლოქშოტსა და 1,8 გადაცემას შეადგენს.

ალექსანდრე მატევოსოვი