დევიდ ბექჰემი ავარიაში მოყვა (ფოტოები)

ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი შვილ ბრუკლინთანერთად ავტოავარიაში მოყვა.

ბექჰემი Range Rover Sport-ით ბევერლი-ჰილზში (ლოს-ანჯელესი, კალიფორნიის შტატი) მდებარე საკუთარი სახლისკენ მიემართებოდა, როცა სხვა ავტომობილს დაეჯახა, რომელსაც ქალი მართავდა.

საბედნიეროდ, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, ბექჰემი სახლში დაბრუნა, სადაც პოლიციის წარმომადგენლებმა დაკითხეს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ბექჰემისთვის მეორე ავარიაა. 2011 წელს დევიდს ავტოავარია ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ავტოგზაზე მოუვიდა. მაშინაც ავტომობილში მასთან ერთად შვილი ბრუკლინი იყო. მაშინაც ბექჰემების ოჯახი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა.

გთავაზობთ ავტოავარიის ამსახველ ფოტომასალას.

ბექა დოგრაშვილი

ფერგიუსონი: „გეტყვით, როდის დაკარგა ბექჰემმა ფეხბურთზე აქცენტი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ კლუბის ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი მაშინ შეიცვალა, როდესაც მან ვიქტორია ადამსი ცოლად შეირთო. ფეხბურთის შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით, გამორჩეული სპორტსმენიდან დევიდი ჩვეულებრივ სახედ იქცა.

„როდესაც ბექჰემს პირველად შევხვდი, ის 12 წლის იყო. მაშინ მას ფეხბურთის თამაშის დაუოკებელი სურვილი ჰქონდა, უნდოდა, რომ მაღალ დონეზე ეთამაშა. ის გამორჩეული მოთამაშე იყო, რომელიც მუდმივად ვარჯიშობდა და უკეთესობისკენ მიიწევდა. მისი ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როდესაც „The Spice Girls“-ის ერთ-ერთ გოგოს შეხვდა. მან თავისი პრიორიტეტები შეცვალა. სპორტსმენი დევიდისგან ცნობილი სახე მივიღეთ. მან ფეხბურთზე აქცენტი დაკარგა. შემდეგ ჩვენ ის მადრიდის „რეალში“ გავყიდეთ, სადაც ასევე კარგად თამაშობდა, თუმცა ვერაფრით ამიხსნია, რატომ წავიდა „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“. მე იქ არასდროს წავიდოდი. მწვრთნელის რანგში ყველაფერი გავაკეთე, რომ ბექჰემს ისეთ კლუბებში ეთამაშა, როგორებიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „რეალი“. ამის შემდეგ დევიდმა კვლავ შეცვალა თავისი ცხოვრება. მოხვდა ინგლისის ნაკრებში და ევროთასებზე „მილანის“ ღირსებას იცავდა. ის ყველა მხრივ გასაოცარი ფეხბურთელია. ეჭვგარეშეა, რომ ბექჰემი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ნამდვილი ხატია“, – ფერგიუსონის სიტყვები ბრიტანულმა „თაიმსმა“ გამოაქვეყნა.