დი მარია პსჟ-ში იჯარით გადავა

მადრიდის “რეალის” ვინგერი ანხელ დი მარია “პსჟ”-ს უახლოვდება.

ესპანური პრესის ცნობით 26 წლის ფეხბურთელი პარიზში ერთწლიანი იჯარით გადავა, რომლის ფასი 10 მილიონი ევრო იქნება. სეზონის დასრულების შემდეგ პარიზელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

წყარო ცნობით, მადრიდელთა დამირგებელი კარლო ანჩელოტი ფეხბურთელს “რეალში” დარჩენას ურჩევს.

საპონარა: “მინდა, “მილანის” დი მარია ვიყო”

იტალიური “მილანის” შემტევი ნახევარმცველი რიკადრო საპონარა აცხადებს, რომ მას სურს, “მილანის” დი მარია იყოს.

“მილანში” ჩემი როლი დი მარიას როლს ჰგავს. მინდა, “როსონერის” დი მარია ვიყო. არგენტინელი მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია და მისგან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი. “როსონერიში” დარჩენა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამ გუნდში თამაშის შანსი მომეცემა, მე კი ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ის გამოვიყენო”, – ამბობს საპონარა.

არგენტინელმა კომენტატორმა დი მარიას გოლის შემდეგ იტირა

1 ივლისს, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე, არგენტინისა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის შეხვედრაში ანხელ დი მარიამ გოლი 118-ე წუთზე გაიტანა.

არგენტინელების რეაქცია დი მარიას გოლზე

1 ივლისს, არგენტინისა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, დამატებიტ ტაიმებში გოლის გატანა დი მარიამ შეძლო.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა ხდებოდა ბუენოს აირესში დი მარიას მიერ გატანილი გოლის შემდეგ

დი მარიას გასაოცარი პასი, მესის გოლი

7 ივნისს, არგენტინისა და სლოვენიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (2:0), ანხელ დი მარიამ სერხიო აგუეროს შესანიშნავი პასი გაუკეთა, რომელმაც ბურთი მესის გადააწოდა, მესიმ კი გოლის გატანა შეძლო.

მესიმ ცარიელ კარს ორი მეტრიდან ააცილა

5 ივნისს, არგენტინის ნაკრებმა საკუთარ მოედანზ ტრინიდადი და ტობაგო მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა ძალიან ახლო მანძილიდან ვერ შეძლო.

მილიტო: “არგენტინელებს დი მარიას იმედი აქვთ”

34 წლის არგენტინელი დიეგო მილიტო აცხადებს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე არგენტინელებს დი მარიას იმედი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალმა” “ატლეტიკო” დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კი სწორედ დი მარია დაასახელეს.

“დი მარიამ “რეალთან” ერთად გასაოცარი სეზონი ჩაატარა. დარწმუნებული ვარ, ის მსოფლიოს ჩემპიონატზეც მშვენივრად ითამაშებს. არგენტინელებს მისი იმედი ნამდვილად გვაქვს. ანხელმა 2010 წლის მუნდიალზე ითამაშა და ცხადია, გამოცდილება დაუგროვდა”, – ამბობს მილიტო.

“რეალი” პოგბას გამო სამ ფეხბურთელს გაყიდის?

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალს” ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის პოლ პოგბას შეძენის სურვილი უფრო და უფრო ემატება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანებლები მზად არიან, პოგბას გამო, გუნდიდან ფაბიო კოენტრაო, ალვარო მორატა და ანხელ დი მარია გაუშვან.

შეგახსენებთ, რომ “რეალი” პოგბათი დიდი ხანია დაინტერესებულია. გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზინედინ ზიდანი კი, 21 წლის ფრანგი ფეხბურთელით მართლაც აღფრთოვანებულია, რაც მან არაერთხელ დაადასტურა.

დი მარია: “კრიზისი “ბარსელონას” აქვს და არა მესის”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი დაიცვა.

არგენტინის ნაკრების შემტევი ესპანეთის თასის ფინალური მატჩის შემდეგ დიდი კტირიკის ქვეშ მოექცა. მესიმ “რეალთან” წაგებული ფინალი ჩააგდო.

“პრობლემა იმაშია, რომ ყველაფერს მესის აბრალებენ. არადა, კრიზისი მთლიანად “ბარსელონას” აქვს და არა მესის.  ის ძველებურად ძლიერია, უბრლაოდ მოწინააღმდეგეები მას დიდ ყურადღებას უთმობენ და საქმესაც ურთულებენ” – განაცხადა დი მარიამ.

დი მარია: “მადრიდის “რეალისათვის” ყველაფერს გავაკეთებ”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ანხელო დი მარიამ მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ის “სამეფო კლუბისათვის” ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასზე გამართულ შეხვედრაში ანჩელოტის შეგირდებმა სიმეონეს გუნდს დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 სძლიეს. რაც შეეხება დი მარიას, მან გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

“ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ გულშემატკივრების გახარება მოვახერხე. გულწრფელად გეტყვით, სანამ “რეალში” ვითამაშებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კლუბმა წარმატებას მიაღწიოს”, – ამბობს დი მარია.

ანხელ დი მარიას უხამსობა (ვიდეო)

გუშინ გამართულ “რეალისა” და “სელტას” შეხვედრას სკანალის გარეშე არ ჩაუვლია.

მატჩის 65-ე წუთზე წუთზე კარლო ანჩელოტიმ არგენტინელი მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად გარეთ ბეილის შეყვანა გადაწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება დი მარიამ უცნაურად გააპროტესტა და სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს უხამში ჟესტი უჩვენა.

საქმე იმაშია, რომ მთელი მატჩის მანძილზე გულშემატკივარი ნახევარმცველს სტვენით ხვდებოდა, რადგან თვლიდა, რომ არგენტინელი ბოლომდე არ იხარჯებოდა. მოედნიდან გასვლის დროს კი, დი მარიამ უხამსი ჟესტი უპასუხა სტადიონზე შეკრებილ მაყურებელს.

არსებობს ვარაუდი, რომ ეს არა მხოლოდ გულშემატკივარს, არამედ გარეთ ბეილსაც ეხებოდა, რადგან უელსელის მადრიდში გადმოსვლის შემდეგ, დი მარიას სასტარტოში მოხვედრასთან პრობლემები შეექმნა.

“პსჟ” დი მარიას შეძენით დაინტერესებული არ არის

პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა განაცხადა, რომ მისი კლუბი მადრიდის “რეალის” ვინგერის, ანხელ დი მარიას შეძენას არ აპირებს.

“ჩვენს კლუბში ყოველთვის მივესალმებით კარგ მოთამაშეებს. მაგრამ, საუბარი მადრიდის “რეალის” ფეხბურთელზეა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია. დი მარიას შეძენა დღის წესრიგში არ დგას” – განაცხადა ბლანმა.

შეგახსენბთ, რომ 25 წლის არგენტინელი ფეხბურთელი, მიუხედავად უმარავი ჭორისა, კლუბის შეცვლას არ აპირებს.