Mirror: დროგბა „ჩელსიში“ დაბრუნდება

თურქული „გალათასარაის“ თავდამსხმელი დიდიე დროგბა ლონდონის „ჩელსიში“ დაბრუნდება. ამ ინფორმაციას ბრიტანული „დეილი მირორი“ აქვეყნებს.

როგორც მოგეხსენებათ, 30 ივნისს კოტ დივუარელ ფეხბურთელს თურქულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსს იღებს. წყაროს თანახმად, დროგბა „ჩელსის“ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ კოტ დივუარელი ფეხბურთელი დასავლეთლონდონური კლუბის ღირსებას 2004 -დან 2012 წლამდე იცავდა. დროგბამ „ჩელსის“ რიგებში ჩატარებულ 341 მატჩში 157 გოლი გაიტანა. მან ინგლისურ კლუბთან ერთად სამჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ოთხჯერ დაეუფლა ასოციაციის თასს, დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგის თასიც.

ბექა დოგრაშვილი

იუვენტუსმა დროგბაზე უარი თქვა

“იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ განცხადა, რომ ტურინულმა კლუბმა დიდიე დროგბას შეძენაზე უარი განაცხადა.

“დროგბა თავისუფალი აგენტია და ჩვენს ის შემოგვთავაზეს. თუმცა, მისი კანდიდატურის განხილვა არ დავიწყეთ.

ჩვენი მთავარი მიზანი ალექსის სანჩესია, მაგრამ მის ტრანსფერთან დაკავშირებით პროგრესი არ გვაქვს.

ჩვენ გამარჯვებული გუნდი ვართ და სწორედ ამიტომ გუნდის ლიდერების წასვლას გამოვრიცხავ. პოგბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოეს მომავალში ვგეგმავთ” – განაცხადა მაროტამ.

დორგბა: „ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მსურს“

თურქული „გალათასარაის“ თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს. ამ სიტყვების შემდეგ კოტ დივუარელი ფეხბურთელის ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლის შესახებ საუბრები კიდევ უფრო გააქტიურდა.

„კონკურენტუნარიან გუნდში თამაში და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა მინდა. „გალათასარაი“ ჩემს გულში დარჩება. ვამაყობ, რომ ამ კლუბის ღირსებას ვიცავდი“, – დროგბას სიტყვებს  Football italia ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ გარდა დროგბას მიმართ ინტერესს ლონდონის „ჩელსიც“ იჩენს.

ბექა დოგრაშვილი

დროგბა “იუვენტუსსაც” მოუნდა

“გალათასარაიდან” წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ დიდიე დროგბას მიმართ ინტერესი რამდენიმე წამყვანი კლუბიდან გაჩნდა.

გუშინ გავრცელებული “ლივერპულის” და “ჩელსის” ინტერესის შემდეგ, ფრანგული პრესის ცნობით, დროგბას გადაბირების სურვილი დღეს ტურინის “იუვენტუსსაც” გაუჩნდა.

გასულ სეზონში “გალათასარაის” შემადგენლობაში 36 წლის აფრიკელმა ფორვარდმა 32 მატჩი ითამაშა და 12 გოლის გატანა მოახერხა.

დროგბა ინგლისში ბრუნდება?

თურქული “გალათასარაიდან” წამოსული დიდიე დროგბა შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს. ბრიტანული პრესის ცნობით 36 წლის ფეხბურთელით “ჩელსი” და “ლივერპული” ინტერესდებიან.

ამავე დროს, ფორვარდს ახალი ერთწლიანი კონტრაქტი “გალათასარაიმაც” შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ დროგბა “ჩელსის” ღირსებას 2004-დან 2012 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც კარიერა ჩინეთში გააგრძელა.

გასულ სეზონში “გალათასარაის” შემადგენლობაში დროგმა 32 მატჩი ჩაატარა და 12 გოლის გატანა მოახერხა.

დროგბა გალათასარაის ტოვებს

“გალათასარაის” ფორვარდმა დიდიე დროგბამ თურქული კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა და ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გააკეთა.

“გალათასარაი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის ღირსებას ვიცავდი.

აქ ფულის გულისთვის არ ჩამოვსულვარ. ფინანსური დაინტერესება რომ მქონოდა, ჩინეთში წავიდუდი. თურქეთში ჩემი მთავარი მიზანი ფეხბურთის თამაში იყო” – განაცხადა დიდიე დროგბამ.

თურქულ ლიგაში 36 წლის ფორვარდმა 24 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

მატიჩი: „გულშემატკივრები დროგბას არასდროს დაივიწყებენ“

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა „გალათასარაისთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ დიდიე დრობას შესახებ ისაუბრა.

„როდესაც „ჩელსიში“ მოვედი, დროგბა ჯერ კიდევ აქ თამაშობდა.

ეს დიდებული მოთამაშე ჩვენი კლუბის ლეგენდაა. როგორც დიდიესთვის, ისე გულშემატკივართათვის, მისი „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნება კარგი იქნება. „ჩელსის“ ქომაგებს იგი არასდროს დაავიწყდებათ, რადგან, ყველაფერთან ერთად, დროგბა ჩინებული პიროვნებაც გახლავთ.

რასაკვირველია, გვჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. „ჩელსი“ ამ ტურნირზე ფავორიტთა შორის ყოველთვისაა“, – განუცხადა სერბმა ნახევარმცველმა Goal.com-ს

შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა და სტამბულელთა პირველი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

 ალექსანდრე მატევოსოვი

დროგბა: „ჩელსისთვის“ დასამტკიცებელი არაფერი მაქვს“

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და „გალათასარაის“ შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. როგორც მოგხსენებათ, პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, რაც უპირატესობას „პენსიონერებს“ აძლევთ.

„გალათასარაის“ თავდამსხმელ დიდიე დროგბას „სტემფორდ ბრიჯზე“ უკვე სტუმრის რანგში მოუწევს თამაში. კოტ დივუარელი ფეხბურთელი ამბობს, რომ მას „ჩელსისთვის“ დასამტკიცებელი არაფერი აქვს.

„ჩელსისთვის“ დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. აქ ჩამოვედი, როგორც ჩემი გუნდის მოთამაშე. მინდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. „ჩელსისთან“ რაიმე პირადი დაპირისპირება არ მაქვს“, – ციტირებს დროგბას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ცნობისთვის, მატჩი „ჩელსისა“ და „გალათასარაის“ შორის დღეს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას გერმანელი არბიტრი ფელიქს ბრიხი მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

დროგბა MLS-ში?

თურქული ,,გალათასარაის” შემტევს დიდიე დროგბას კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. პრესაში გავრცელდა ჭორება იმის შესახებ, რომ ფორვარდი სხვა კლუბში გადადიოდა, კერძოდ MLS-ში მოასპარეზე ,,სიეტლიში”.

,,ჩვენ არ ვიცით უნდათ თუ არა დიდიეს შეძენა ,,სიეტლს”. ეს ინფორმაცია უცხოურ პრესაში დაიწერა. ვიმედოვნებთ, რომ დროგბა დარჩება თურქულ კლუბში. ის აქ ბედნიერია” – აცხადებს ,,გალათასარაის” პრეს სამსახური.

სუპერლიგის ამ სეზონში დროგბამ 19 მატჩი გამართა და 8 გოლის გატანა შეძლო.

 

დიდიე დროგბას ეფექტური გოლი “ბურსასპორის” კარში

2 თებერვალს, თურქეთის ჩემპიონატში, “გალათასარაისა” და “ბურსასპორს” შორის გამართულ მატჩში (6:0), დიდიე დროგბამ მეტოქის კარი ქუსლით აიღო.

დიდიე დროგბას საოცარი სეივი

აფრიკის ზონიდან 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს სენეგალისა და კოტ დივუარის ნაკრებები შეერკინენ. ორი მატჩის ჯამში სპილოს ძვლის კუნძულელებმა მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხეს და ბრაზილიის მუნდიალზე თამაშის უფლება მოიპოვეს. განმეორებითი შეხვედრა, რომელიც წუხელ, მაროკოში შედგა, ანგარიშით 1:1 დასრულდა. კოტ დივუარელთა მხრიდან გოლი დიდიე დროგბას არ გაუტანია (სალომონ კალუმ გაიტანა), თუმცა მატჩის მიმდინარეობისას, თურქული „გალათასარაის“ თავდამსხმელმა საოცარი სეივი გააკეთა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეოს.

 

სტარიჯის წარმატების ფორმულა – რა უთხრა დროგბამ მას?

„ლივერპულის“ თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი შესანიშნავ ფორმაშია. 24 წლის ფეხბურთელი ზედიზედ მეოთხე მატჩია – გოლს იტანს. სტარიჯმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ცხრავე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი გაიტანა. ამ შედეგით ის პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

სტარიჯმა განაცხადა, რომ მეტი გოლის გატანა „გალათასარაის“ ფორვარდ დიდიე დროგბასთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო.

„ამ ზაფხულს მაიამიში დროგბას შევხვდი. მისი თქმით, იყო ძლიერი, პირველ რიგში, ნიშნავს, იყო ძლიერი სულიერად. არც ტაქტიკა, არც ტექნიკა, არც ფიზიკური მომზადება ბევრს არაფერს ნიშნავს. მან მითხრა, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ფეხბურთელი სხვებისგან გამოირჩევა“, – სტარიჯის სიტყვებს „სანდი თაიმსი“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი