კრიშტიანო რონალდუმ დიეგო გოდინს სახეში ხელი ჩაარტყა

ესპანეთის სუპერთასზე, “ატლეტიკოსა” და “რეალს” შორის განმეორებით შეხვედრაში, კრიშტიანო რონალდუმ დიეგო გოდინს სახეში ხელი ჩაარტყა.

პრიმერადივიზიონის მაისის თვის საუკეთესო მოთამაშედ გოდინი დასახელდა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „ატლეტიკოს“ ცენტრალური მცველი დიეგო გოდინი დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ პრიმერადივიზიონის 38-ე ტურში „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში სწორედ ურუგვაელი მოთამაშის მიერ გატანილი გოლის წყალობით მოიპოვა მადრიდულმა კლუბმა საჩემპიონო ტიტული. გოდინმა ანგარიში შეხვედრის 49-ე წუთზე თავური დარტყმით გაათანაბრა. ეს გოლი იმ მატჩში ბოლო აღმოჩნდა, საყაიმო შედეგი კი ხელს „ატლეტიკოს“ აძლევდა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩემპიონიც გახდა.

 

გოდინი: “დერბიში ყველაზე სახიფათო რონალდუ იქნება”

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი, დიეგო გოდინი აცხადებს, რომ მადრიდულ დერბიში ყველაზე სახიფათო პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდუ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეშვიდე ტურის მატჩში, “რეალი” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკოს” მიიღებს.

“ვფიქრობ, ისკო ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელმაც “რეალი” კიდევ უფრო გააძლიერა, თუმცა ჩვენ დავიდ ვილა, დიეგო კოშტა, კოკე და არდა ტურანი გვყავს. ჩემი აზრით, მადრიდულ დერბიში ყველაზე სახიფათო კრიშტიანო რონალდუ იქნება”, – ამბობს გოდინი.