კრისტიან ბასოგოგი – 20 წლის
ჟოზეფ მინალა – 19 წლის
ალექსანდრ სტანკოვი – 24 წლის
ჩარლი ადამი – 29 წლის
დიეგო კოშტა – 27 წლის
ჰენდრი ტომასი – 30 წლის
ჯეი სპერინგი – 26 წლის
კრისტიან ბასოგოგი – 20 წლის
ჟოზეფ მინალა – 19 წლის
ალექსანდრ სტანკოვი – 24 წლის
ჩარლი ადამი – 29 წლის
დიეგო კოშტა – 27 წლის
ჰენდრი ტომასი – 30 წლის
ჯეი სპერინგი – 26 წლის
“უიმბლდონის” თავდამსხმელმა ადებაიო აკინფენვამ დიეგო კოშტას საქციელზე კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ “არსენალთან” გამართულ მატჩში “ჩელსის” ფეხბურთელი თავისი საქციელების გამო გამოირჩა, რის გამოც ის ბევრმა გააკრიტიკა.
“რეალობაში, თუ ერთმანეთს დავუპირისპირდებით, მას აზრზე მოვიყვან. როგორც ფეხბურთელი, დიეგო კოშტა მომწონს, მაგრამ თუ ის ჩემს წინააღმდეგ ბრძოლას ისურვებს, მხოლოდ ერთი გამარჯვებული გვეყოლება“, – იხუმრა მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ღონიერმა ფეხბურთელმა.
დღესდღეობით, დიეგო კოშტა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლება, თუმცა ის უფრო მეტად თავისი საქციელების გამო ამახსოვრდებათ. ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელს მოწინააღმდეგეებთან მოედანზე სიტუაცია ხშირად ეძაბება.
“ვფიქრობ, ცუდს არაფერს ვაკეთებ. რომ შევიცვალო, ისეთი ფეხბურთელი აღარ ვიქნები, როგორიც ახლა ვარ. მნიშვნელობა არ აქვს, სურს თუ არა მცველს ჩემს წინააღმდეგ თამაში, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი საქმე კარგად შევასრულო”, – ამბობს კოშტა.
გაბრიელისა და კოშელნის წინააღმდეგ
შკრტელის წინააღმდეგ
ჯონ ოშის წინააღმდეგ
საბალეტას წინააღმდეგ
კოშელნის წინააღმდეგ
“ლივერპულთან” გამართულ მატჩში
სისოკოს პასუხი კოშტას
სერხიო რამოსის წინააღმდეგ
დავიდ ლუისის წინააღმდეგ
გურამ კაშიას წინააღმდეგ
23 აგვისტოს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ვესტ ბრომვიჩმა” საკუთარ მოედანზე “ჩელსი” მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
მატჩის 30-ე წუთზე, “ჩელსის” თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ მეტოქის კარი დალაშქრა, გოლამდე კი მან 90 მეტრზე მეტი ძალიან სწრაფად გაირბინა.
26 ივლისს, “ჩელსისა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში (1:1), სერჟ აურიემ დიეგო კოშტას წინააღმდეგ ძალიან უხეშად იმოქმედა.
Chelsea's Diego Costa was horribly hacked down from behind by PSG's Serge Aurier http://t.co/257hxUfzAH pic.twitter.com/zDiQS2t9Rw
— 101 Great Goals (@101greatgoals) July 26, 2015
“ჩელსის” თავდამსხმელი, დიეგო კოშტა არ აპირებს, რომ თამაშის სტილი შეიცვალოს.
“ლურჯების” შემტევს კრიტიკოსების აზრი არ აინტერესებს მის თამაშის სტილთან დაკავშირებით.
კოშტამ პრემიერ ლიგის სადებიუტო სეზონში 20 გოლი გაიტანა, თუმცა პრესამ ესპანელი შემტევის მიმართ კრიტიკა არ დაიშურა.
გასულ სეზონში, დიეგოს სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც ჰქონდა, ემრე ჯანთან ძალიან უხეში საქციელის გამო, თუმცა 26 წლის თავდამსხმელი არ აპირებს სტილის შეცვლას, თუ მოურინიო არ ეტყვის.
“არ ვფიქრობ, რომ იმ მომენტში ცუდად მოვიქეცი. რატომ უნდა შევიცვალო სტილი? იმ მომენტში წითელი ბარათიც კი არ მიმიღია,”-აცხადებს კოშტა.
“ჩემი მიზანი ხშირად გოლების გატანაა და ამას რა გზით მოვახერხებ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გავიტანო, გუნდს გავამაჯვებინო და თასები მოვიპოვოთ”.
“თავს მშვენივრად ვგრძნობ. თუ მფლობელი ან მწვრთნელი არაფერს მეტყვის, ყოველთვის იგივე დავრჩები,”-შეაჯამა დიეგომ.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა გაუკეთეს დიეგო კოშტამ და სეზარ ასპილიკუეტამ ედენ აზარის ავტომობილს.
როგორც იცით, ლონდონის “ჩელსი” ახალ სეზონში ახალი ფორმით იასპარეზებს. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით, “ჩელსიში” სახალისო ვიდეორგოლი გადაიღეს.
ქუვეითში სტარტი აიღო ალ-რუდანის ტურნირმა ფუტზალში, რომელშიც მონაწილეობა ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ მიიღო.
Here’s Diego Costa barging a man to the floor during a friendly five-a-side game. pic.twitter.com/bi7fAcUJje
— Oliver Todd (@oliver_todd) July 4, 2015
“ჩელსის” ფორვარდი, დიეგო კოშტა ლონდონურ დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ესპანეთის ნაკრების შემტევმა ბოლო პერიოდში რამდენიმე მატჩი ბარძაყის დაზიანების გამო გამოტოვა. გუშინდელ პრესკონფერენციაზე კი ჟოზე მოურინიომ განაცხარა, რომ მის შესახებ გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნებოდა მიღებული.
Football Insider-ის ცნობით, ლონდონელთა ექიმება დიეგოს ფეხზე დაყენება ვერ შეძლეს. დიდი ალბათობით 26 წლის ფეხბურთელი განაცხადში ვერ მოხვდება.
“ჩელსის” თავდამსხმელს, დიეგო კოშტას ფეხის ტრავმის გამო ორი კვირა გაუცდება.
მას შემდეგ, რაც მეორე ტაიმის დასაწყისში ესპანელი შემტევი მოედანზე გავიდა, დაზიანების გამო 10 წუთში უკან მოუწია დაბრუნება. მიზეზი – მუხლქვედა მყესის ტრავმა.
“არისტოკრატთა” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ამბობს, რომ დიეგო მინიმუმ ორი კვირა იუქმებს. არის საშიშროება, რომ მის აღდგენით პროცესს ერთი თვეც დასჭირდეს.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, დიეგო კოშტამ ჩატარებულ 23 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.