“სტოკთან” მატჩში, დიეგო კოშტა იძულებული გახდა მოედანი შემოსვლიდან ათ წუთში, შეხსენებული ტრავმის გამო დაეტოვებინა.
ამის მიზეზი ბარძაყის დაზიანება იყო, რომლის გამოც, დიეგომ ეროვნული ნაკრების ორივე მატჩი გამოტოვა.
მოედანზე მცირე დროით ყოფნის შემდეგ, ბრაზილიელ-ესპანელი დიდიერ დროგბამ შეცვალა.
დაზიანების სიმძიმე და მისი სარებილიტაციო კურსის დრო ჯერ-ჯერობით უცნობია.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, 23 ჩატარებული მატჩიდან, დიეგო კოშტამ 19-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.