მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე აცხადებს, რომ ის “მილანის” წინააღმდეგ ძალიან რთულ მატჩს ელის.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, “მილანი” და “ატლეტიკო” კი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
“ძალიან რთულ მატჩს ველი. “მილანი” ძლიერი გუნდია, ამრიგად, ვფიქრობ, მაყურებელი ისიამოვნებს. “სან სირო” მშვენიერი სტადიონია, იქ არაერთხელ მითამაშია”, – ამბობს არგენტინელი სპეციალისტი.