„დილა“ ბოსნიელებთან დამარცხდა

გორელებმა თურქული შეკრების ბოლო ტესტ-მატჩი ბოსნიურ „სარაევოსთან“ გამართეს და 1:0 დამარცხდნენ.
პირველი ნახევარი მეტოქის უპირატესობით წარიმართა და 26-ე წუთზე ველკოსკიმ ახლო მანძილიდან თავური დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0. „დილას“ ფეხბურთელებმა რამოდენიმე ხელსაყრელი მომენტი შექმნეს. რაზმაძემ ორჯერ სცადა ბოსნიელთა კარის აღება, თუმცა ორივეჯერ მეკარემ აჯობა, ასევე კოშკაძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შანსი, თუმცა მიზანს ოდნავ ააცდინა.

მეორე ტაიმი ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. კოშკაძის საჯარიმო დარტყმა ძელმა იხსნა, ხოლო დამატებაზე ფაქტიურად ცარიელ კარში თომაშვილმა ვერ შეძლო გატანა. ასევე გურეშიძეს და შენგელიას ჰქონდათ ძალზედ კარგი შესაძლებლობა ანგარიშის გათანაბრების, თუმცა სათანადოდ ვერ გამოიყენეს. მატჩის მიწურულს კი სადაღაშვილის დარტყმული მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ შეხვედრა „სარაევოს“ გამარჯვებით დასრულდა.
ეს „დილას“ ბოლო ტესტ-მატჩი გახლდათ თურქულ შეკრებაზე. გუნდი 14 თებერვალს სამშობლოში გამოემგზავრება.

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეყრილაძე, ორბელაძე, კვახაძე, თომაშვილი, ჯიშკარიანი, რაზმაძე, კორღალიძე, კოშკაძე, შალამბერიძე, რაჟამაშვილი, ბერიაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ლეგაშვილი, გაფრინდაშვილი, გურეშიძე, წიქარიძე, შენგელია, ახალკაცი, სადაღაშვილი.

„დილას“ პრესსამსახური

„დილა“ სლოვენიელებთან დამარცხდა

თურქული შეკრების მესამე მატჩი გორის „დილამ“ სლოვენიის ჩემპიონატის ლიდერ „მარიბორთან“ გამართა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

მატჩის საწყის წუთებში „დილას“ ფეხბურთელები აქტიურობდნენ და ჰქოდათ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი. ყველაზე ახლოს მე-19 წუთზე კვარაცხელია იყო, რომელსაც ახლო მანძილიდან მეკარემ აჯობა, ხოლო დამატებაზე შალამბერიძეს ხელი შეუშალეს და თავით ზუსტად ვეღარ დაარტყა.

სლოვენიელები სათამაშო უპირატესობას ნელ-ნელა დაეუფლნენ და 24-ე წუთზე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა ერთი-ერთზე შეყრილაძემ ითამაშა კარგად. 29-ე წუთზე კი მერტელმა შორიდან ძლიერი დარტყმით და მცირე რიკოშეტის შედეგად შანსი არ დაუტოვა მეკარეს და ანგარიში გახსნა – 1:0.

ამის შემდეგაც მეტოქე დომინირებდა და 37-ე წუთზე ზახოვიჩმა გორელთა საჯარიმოში ცრუ მოძრაობის შემდეგ მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა, მეკარე კი შეწვდა თუმცა ბურთი მაინც ბადეში გაეხვა – 2:0. ტაიმის ბოლოს ბექამ კიდევ ერთხელ იხსნა გორელები და შორეული დარტყმული ნახტომში მოიგერია. პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმშიც სლოვენიელები დომინირებდნენ. დასაწყისშივე „დილას“ არ გაუმართლა. კოშკაძის საჯარიმო დარტყმული ხარიხასს მოხვდა.

55-ე წუთზე ოტიჩმა „დილას“ საჯარიმოში ბურთი მიიღო და მშვიდად შეძლო მისი კარის ჩარჩოში გადაგზავნა – 3:0. ოთხ წუთში ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობაც ჰქონდათ, თუმცა „დილას“ კიპერმა კიდევ ერთხელ აჯობა მეტოქეს. საბოლოოდ ქართველები მეტოქესთან დამარცხდნენ ანგარიშით 3:0.

გორელები დასკვნით მატჩს 13 თებერვალს ბოსნიურ „სარაევოს“ წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც თავის ჩემპიონატში მეორე ადგილზე იმყოფება.

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეყრილაძე, ორბელაძე, კვახაძე, თომაშვილი, ჯიშკარიანი, რაზმაძე, გურეშიძე, კოშკაძე, რაჟამაშვილი, შალამბერიძე, კვარაცხელია.

ასევე ითამაშეს: ბერიაშვილი, გაფრინდაშვილი, კორღალიძე, წიქარიძე, შენგელია, ახალკაცი.

„დილას“ პრესსამსახური

LIVE: „დილა“-„მარიბორი“

თურქეთში შეკრებაზე მყოფი გორის „დილა“ მორიგ საკონტროლო მატჩს სლოვენიის ჩემპიონატის ლიდერ „მარიბორთან“ მართავს. გთავაზობთ მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას.

,,დილას“ სპარინგი კორეელებთან

გუშინ გორელების მეტოქე წესით და რიგით ორენბურგის „გაზოვიკი“ უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლოს გორელების სპარინგ მეტოქე შეიცვალა და ისინი კორეის უმაღლესი ლიგის ბინადარ „სეონგნემ“-ს ეთამაშნენ.

„სეონგნემი“ კორეის ფეხბურთის ყველაზე წარმატებული კლუბია, რომელსაც 7-ჯერ აქვს ჩემპიონატი მოგებული, 2-ჯერ კორეის თასი, 3-ჯერ ლიგის თასი და 2-ჯერ აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ჩემპიონთა ლიგა.

როგორც გვითხრეს, მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი 3:0 მარცხდებოდა, როდესაც შალამბერიძე მეტოქემ საკუთარ საჯარიმოში წააქცია და თერთმეტმეტრიანი ლუკა რაზმაძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1. მეტოქის ყველა გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავიდა.

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეყრილაძე, ქებურია, აფხაზავა, ქარქუზაშვილი, გაფრინდაშვილი, გოროზია, შენგელია, კორღალიძე, გოგინაშვილი, ახალკაცი, ფოცხვერია.

მეორე ნახევარში შევიდნენ: კვახაძე, რაზმაძე, გურეშიძე, წიქარიძე, ჯიშკარიანი, რაჟამაშვილი, ბერიაშვილი, შალამბერიძე.
ხვალ 9 თებერვალს გორელები თურქული შეკრების მესამე სპარინგს სლოვენიის ლიდერ „მარიბორთან“ გამართავენ.

„დილას“ პრესსამსახური

„დილა“ რუმინულ კლუბთან დამარცხდა

ანტალიაში შეკრებაზე მყოფმა გორის „დილამ“ პირველი ტესტ-მატჩი დღეს გამართა რუმინეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ „ნევოდართან“ და დამარცხდა ანგარიშით – 0:1.

„დილას“ ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, თამაში მაღალ ტემპში წარიმართა და მთლიანობაში ეს შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. პირველ ნახევარში მეტოქის კარის აღების საშუალება შალამბერიძეს, რაჟამაშვილსა და კვარაცხელიას შეეძლოთ, მეორე ნახვეარში კი შენგელიას ჰქონდა ორჯერ ანგარიშის გახსნის საშუალება.

მატჩის მე-80 წუთზე რუმინელებმა შეძლეს „დილას“ კარის აღება და შეხვედრაც მინიმალური მარცხით დასრულდა. მიუხედავად „დილას“ ახლადშეკრებილი შემადგენლობისა, გუნდმა ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა.

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეყრილაძე, კვახაძე, თომაშვილი, ორბელაძე, ჯიშკარიანი, რაზმაძე, კორღალიძე, კოშკაძე, რაჟამაშვილი, შალამბერიძე, კვარაცხელია.

მეორე ნახევარში რამაზ სოღოლაშვილმა რამოდენიმე შეცვლა განახორციელა: ქებურია, შენგელია, გურეშიძე, ფოცხვერია, ახალკაცი, გაფრინდაშვილი, გოგინაშვილი.

მომდევნო შეხვედრას „დილა“ 7 თებერვალს, რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბ ორენბურგის „გაზოვიკთან“ გამართავს.

 

„დილამ“ ანტალიისკენ აიღო გეზი

გორის „დილამ“ განახლებული შემადგენლობით მომზადება 10 იანვარს დაიწყო. 22 იანვრიდან კი გორში გაიარა შეკრების პირველი ეტაპი.

3 თებერვალს გამთენიისას „დილა“ გეზს თურქეთისკენ, კერძოდ კი ანტალიისკენ აიღებს გეზს. გამგზავრებამდე რამდენიმე კითხვით მივმართეთ „დილას“ მთავარ მწვრთნელს – რამაზ სოღოლაშვილს.

 

როგორ შეაფასებდით მზადების პირველ ეტაპს?

 

„პირველმა ეტაპმა დამაკმაყოფილებლად ჩაიარა. შეკრება გორში გავიარეთ და იყო დღეში ორჯერადი ვარჯიშები. შეკრების ამ ეტაპზე მოხდა რამოდენიმე ფეხბურთელის გუნდში მოყვანა. მზადების ამ პერიოდში ჩავატარეთ სამი ტესტ-მატჩი „დილა 2“-თან იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც გუნდში სინჯებზე იყვნენ. ასევე ძირითადი გუნდით ერთი შეხვედრა ჩავატარეთ საჩხერის„ჩიხურასთან“.“

 

რამდენად კმაყოფილი ხართ ახალწვეულებით და თუ იგეგმება კიდევ ვინმეს დამატება?

 

„ყველა ახალწვეულით კმაყოფილი ვარ. მათი იმედი რომ არ გვქონოდა ისე კლუბში არ მოვიწვევდით. რაც შეეხება კიდევ ფეხბურთელების დამატებას, არის საუბარი ერთ-ორ ფეხბურთელზე, რომელთა ვინაობაც თურქულ შეკრებაზე გაირკვევა.“

 

რომელ რგოლში ფიქრობთ რომ „დილას“ ესაჭიროება გაძლიერება?

 

„შემიძლია გითხრათ, რომ ყველა რგოლი თანაბრადაა დაკომპლექტებული, მაგრამ კონკურენციის მიზნით კიდევ არ გვაწყენდა გაძლიერება. ამ ეტაპზე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ იმყოფება სასურველ ფორმაში, ზოგს მიკრო ტრავმა აქვს, ზოგს კი ავადმყოფობის გამო გაუცდა გარკვეული პერიოდი. თუმცა იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ფეხბურთელები სეზონის განახლებას ოპტიმალურ ფორმაში შეხვდებიან.“

 

რამდენად ძლიერ მეტოქეებს დაუპირისპირდებით თურქულ შეკრებაზე?

 

„თურქულ შეკრებაზე ოთხ სპარინგ-მატჩს გავმართავთ. ოთხივე მეტოქე საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენს.

5 თებერვალს რუმინეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ „ნევოდარს“ დავუპირისპირდებით.

7 თებერვალს მეორე სპარინგი რუსეთის პირველი ლიგის ბინადარ ორენბურგის „გაზოვიკთან“გვექნება, სადაც ჩვენი ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ არზიანი ირიცხება.

9 თებერვალს სლოვენიის ჩემპიონატის ლიდერს „მარიბორს“ დავუპირისპირდებით, ხოლო დასკვნით მატჩს 13 თებერვალს ბოსნიურ „სარაევოსთან“ გავმართავთ, რომელიც საკუთარ ჩემპიონატში მეორე ადგილზე იმყოფება.“

 

და ბოლოს რას ეტყვით საკუთარ გულშემატკივრებს?

 

„გულშემატკივარს მინდა მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის და ყურადღებისთვის, რასაც ისინი ჩვენი კლუბის მიმართ იჩენენ. ანტალიაში წასვლამდე ვგეგმავდით გულშემატკივართან შეხვედრას, მაგრამ დროის სიმცირიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალეთ ეს შეხვედრა თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ გავმართოთ. ჩვენს გულშემატკივრებს ვპირდებით იმ გუნდის ჩამოყალიბებას, რომელიც გააგრძელებს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას, რაც სეზონის წინ გვქონდა დაგეგმილი.“

 

როგორც მოგახსენეთ, „დილა“ ანტალიაში გაემგზავრება და სასტუმრო Miracle”-ში დაბინავდება, სადაც 11 დღეს დაჰყოფს.

თურქულ შეკრებაზე რამაზ სოღოლაშვილმა თან შემდეგი ფეხბურთელები იახლა:

მეკარეები: შეყრილაძე, ლეგაშვილი. მცველები: თომაშვილი, კვახაძე, ორბელაძე, ჯიშკარიანი, ქებურია, გაფრინდაშვილი, აფხაზავა, ქარქუზაშვილი. ნახევარმცველები: რაზმაძე, გურეშიძე, კოშკაძე, კორღალიძე, გოროზია, წიქარიძე, შენგელია, სადაღაშვილი, შალამბერიძე, ფოცხვერია, რაჟამაშვილი. თავდამსხმელები: კვარაცხელია, ბერიაშვილი, ახალკაცი, გოგინაშვილი.

ავადმყოფობის გამო კლუბს თურქულ შეკრებაზე ვერ მიჰყვება დაცვის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ ხიზანეიშვილი.

რაც შეეხება მცველებს: ქებურია, გაფრინდაშვილი და აფხაზავა. ნახევარმცველი – შენგელია „დილა 2“-დან არიან, რომლებიც პირველ ლიგაში ასპარეზობენ.

 

„დილას“ პრესსამსახური

“დილამ” “ჩიხურა” დაამარცხა

როგორც გუშინ დავაანონსეთ, დღეს გორის საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა ამხანაგური მატჩი გორის „დილასა“ და საჩხერის „ჩიხურას“ შორის.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და შეხვედრის დაწყებიდან მალევე გოლიც გავიდა. დავით რაჟამაშვილმა მე-14 წუთზე სტუმართა კარი დალაშქრა – 1:0. დარჩენილი წუთებიც გორელთა კარნახით მიმდინარეობდა და იყო რამოდენიმე ხელსაყრელი მომენტიც, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოხერხდა.

მეორე ნახევარში რამაზ სოღოლაშვილმა შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, რასაც გორელთა სათამაშო უპირატესობა არ შეუცვლია. 55-ე წუთზე რაჟამაშვილმა ზუსტი დარტყმით დუბლი შეასრულა – 2:0. თუმცა 67-ე წუთზე სტუმრებმა საბა ლომიას წყალობით ერთი ბურთის გატანა შეძლეს – 2:1. ამის შემდეგ, ორივე გუნდის ფეხბურთელებს შეეძლოთ გოლის გატანა, სადაც უფრო ახლოს მიზანთან ჩვენი გუნდი იყო. თენგო წიქარიძის კარგი თამაშის შემდეგ, ნიკოლოზ სადაღაშვილმა ცოტა მოუხერხებელი სიტუაციიდან ვერ შეძლო გოლის გატანა. საბოლოოდ „დილამ“ დამსახურებულად მეტოქეს 2:1 ძლია.

 

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეყრილაძე, ორბელაძე, თომაშვილი, კვახაძე (კაპ.), ჯიშკარიანი, რაზმაძე, კოშკაძე, შალამბერიძე, რაჟამაშვილი, კორღალიძე, გოგინაშვილი.

მეორე ნახევარში ითამაშეს: ლეგაშვილი, გურეშიძე, სადაღაშვილი, კვარაცხელია, ქებურია, ახალკაცი, წიქარიძე, გაფრინდაშვილი, აფხაზავა, გოროზია.

 

„დილას“ პრესსამსახური

“დილა” “ჩიხურას” შეხვდება

როგორც მოგეხსენებათ, „დილა“ ადგილზე გადის შეკრებას. რამაზ სოღოლაშვილი შეგირდებს დღეში ორჯერად ვარჯიშს უტარებს.

კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა ლუკა რაზმაძემ (მეტალურგი), ასევე გუნდში ვარჯიშობს და მალე ხელშეკრულებას ხელს მოაწერს გივი ქარქუზაშვილი, რომელიც ბოლოს მარტვილის „მერანში“ ასპარეზობდა. ასევე გუნდშია ილია ლომიძე, რომელიც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა.

შეკრების მეორე ეტაპზე „დილა“ 3 იანვარს თურქეთისკენ აიღებს გეზს, კერძოდ კი ანტალიაში, სადაც 11 დღეს დაჰყოფს. დაგეგმილია სამი ამხანაგური მატჩი. ერთი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია – სლოვენიის „მარიბორი“.  დანარჩენი მეტოქეების ვინაობა უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

ხვალ 29 იანვარს გორის საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება ამხანაგური მატჩი გორის „დილასა“ და საჩხერის „ჩიხურას“ შორის. დასაწყისი 13:00 საათზე.

 

„დილას“ პრესსამსახური

ქართული ტრანსფერების მიმოხილვა

ქართული კლუბები მეორე ეტაპისთვის ემზადებიან და ბუნებრივი, რომ ტრანსფერებიც აქტუალური თემაა. მოდით ერთად შევაჯამოთ განვლილ პერიოდში განხორციელებული ცვლილებები ქართულ კლუბებში. 

 

დინამო თბილისი

წავიდნენ: გიორგი შაშიაშვილი (კარიერა დაასრულა), ირაკლი ლექვთაძე (ტორპედო), ლევან ხმალაძე (უგუნდოდ), თორნიკე ზარქუა (ზუგდიდი), ომარ მიგინეიშვილი (ზესტაფონი), გიორგი სეთრიძე (მეტალურგი), გიორგი მიქაბერიძე (მეტალურგი), დავით ხოჭოლავა (ფოთის კოლხეთი), ლაშა შინდაგორიძ (ჩიხურა), ჯაბა დვალი (ყარაბახი).

მოვიდნენ: გიორგი ჯანელიძე (ვიტ ჯორჯია), ირაკლი მოდებაძე (დილა), გიორგი ხიდეშელი (ტორპედო), გიორგი რეხვიაშვილი (ჩიხურა), მათე ცინცაძე (ტორპედო), თორნიკე გორგიაშვილი (უგუნდო), ნიკა დაუშვილი (ვიტ ჯორჯია), ლაშა შერგელაშვილი, ნიკა დიასამიძე (დინამო 2).

დილა

წავიდნენ: ირაკლი მოდებაძე (დინამო), თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული (ზესრაფონი), ნუკრი რევიშვილი, ირაკლი მასიურაძე (ვალეტა, მალტა).

მოვიდნენ: დავით რაჟამაშვილი (ზესტაფონი), კობა შალამბერიძ, ალექსანდრე კოშკაძე, ნიკოლოზ ჯიშკარიანი (გურია).

ზესტაფონი

წავიდნენ: როინ კვასხვაძე (ტორპედო), გიორგი კაჭკაჭიშვილი (ზუგდიდი), გიორგი ადამია (სიონი), გურამ სამუშია (ზუგდიდი), მუჰამედ რეკრუკი (უგუნდოდ), დავით რაჟამაშვილი (დილა), საბა ლომია (ჩიხურა), ილია კანდელაკი (სიონი).

მოვიდნენ: თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძ, გიორგი გურული (დილა), დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა), ზაზა ჭელიძე, დავით კუპატაძე, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, გიორგი კუხიანიძე, თორნიკე კაპანაძე, ბექა კუკუშაძე (ტორპედო), ომარ მიგინეიშვილი (დინამო), რევაზ გეწაძე (მეტალურგი).

ტორპედო

წავიდნენ: გიორგი ხიდეშელი, მათე ცინცაძე (დინამო თბილისი), ზაზა ჭელიძე, დავით კუპატაძე, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, გიორგი კუხიანიძე, თორნიკე კაპანაძე, ბექა კუკუშაძე (ტორპედო).

მოვიდნენ: გურამ ადამაძ (ვიტ ჯორჯია), ზურა მენთეშაშვილი (საბურთალო), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი).

მეტალურგი

წავიდნენ: ლაშა ჯაფარიძე (ტირასპოლი, მოლდოვა), ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი (სპარტაკი ცხინვალი), რევაზ გეწაძე (ზესტაფონი).

მოვიდნენ: გიორგი სეთურიძე, გიორგი მიქაბერიძე (დინამო თბილისი).

ვიტ ჯორჯია

წავიდნენ: გურამ ადამაძე (ტორპედო), ლაშა კასრაძ (აზალი, აზერბაიჯანი), გიორგი ჯანელიძ, ნიკა დაუშვილი (დინამო თბილისი).

მოვიდნენ: ჯონი შეროზია, ლაშა ღონღაძე (მერანი)

ჩიხურა

წავიდნენ: გიორგი რეხვიაშვილი (დინამო), დიმიტრი ტატანაშვილი (ზესტაფონი).

მოვიდნენ: საბა ლომია (ზესტაფონი), ლაშა შინდაგორიძე (დინამო).

ზუგდიდი

წავიდნენ: ამირ აზმი მეგაჰედი (მაჰალია, ეგვიპტე), ზურაბ მამალაძე (მერანი), ჯამალ ჰამზა (ჰარს ჰოდუდი, ეგვიპტე).

მოვიდნენ: გიორგი კაჭკაჭიშვილი, გურამ სამუშია (ზესტაფონი), თორნიკე ზარქუა (დინამო).

სიონი 

წავიდნენ: გივი იოსელიანი (სპარტაკი).

მოვიდნენ: გიორგი ადამია, ილია კანდელაკი (ზესტაფონი).

სპარტაკი

წავიდნენ: ნიკა კვეკვესკირი (დინამო 2).

მოვიდნენ: ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი (მეტალურგი), გივი იოსელიანი (სიონი).

მერანი

წავიდნენ: გიორგი რეხვიაშვილი (სასკო), ჯონი შეროზია, ლაშა ღონღაძე (ვიტ ჯორჯია), კრის ბანება, მარკოს დოს სანტოსი (უგუნდოდ).

გურია

წავიდნენ: ვლადიმერ ჯოჯუა (მერანი), კობა შალამბერიძ, ალექსანდერ კოშკაძ, ნიკა ჯიშკარიანი (დილა).

მოვიდნენ: გიგა კვერენჩხილაძე (დინამო ბათუმი).

 

როგორც ხედავთ, ამ ეტაპზე ძირითადად შიდა ტრანსფერები განხორციელდა. არის გაურკვევლობებიც. მაგალითად, შესაძლოა ომარ მიგინეიშვილმა “ზესტაფონის” ღირსების დაცვა მიმდინარე ჩემპიონატში ვერ შესაძლოს, ვინაიდან 2013/14 წლების სეზონში “ზესტაფონი” მისთვის უკვე მესამე კლუბია. არადა, ზესტაფონელებმა “დინამოს” მეკარეში გარკვეული თანხაც გადაუხადეს.

სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დრო ჯერ კიდევ არის და იმედია ჩვენი წამყვანი კლუბები კარგ შევსებას მიიღებენ.

გორის „დილა“ მზადებას განაგრძობს

გორის „დილა“ შეკრებას გორში განაგრძობს. საკუთარ კედლებში გუნდი 22 იანვრიდან ორჯერად ვარჯიშებს ატარებს და თვის ბოლომდე აქ მოემზადება.

3 თებერვალს კი ჩვენი გუნდი თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში გააგრძელებს შეკრებას, სადაც 11 დღის განმავლობაში მოემზადებიან. მოგეხსენებათ, კლუბი რამოდენიმე  ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა გორელთა შემადგენლობაში არის მატებაც.

„დილას“ ახალწვეულები არიან: კვარაცხელია (მაკაბი უმ ალ ფემი – ისრაელი), ორბელაძე,კორღალიძებერიაშვილი (სამივე მეტალურგი), ჯიშკარიანიშალამბერიძეკოშკაძე (სამივე გურია), რაჟამაშვილი (ზესტაფონი).

კლუბში დამრჩენთა სია ასე გამოიყურება: შეყრილაძე, ლეგაშვილი, თომაშვილი, კვახაძე, ხიზანეიშვილი, სადაღაშვილი, ახალკაცი, გოგინაშვილი, წიქარიძე.

ასევე დუბლშემადგენლობიდან და „დილას“ აკადემიიდან პირველ გუნდში დაწინაურდნენ: ნ. ნოზაძე, კურმაშვილი და სირბილაძე.

 

„დილას“ პრესსამსახური

გორის „დილა“ მზადებას განაგრძობს

გორის „დილა“ შეკრებას გორში განაგრძობს. საკუთარ კედლებში გუნდი 22 იანვრიდან ორჯერად ვარჯიშებს ატარებს და თვის ბოლომდე აქ მოემზადება.

3 თებერვალს კი ჩვენი გუნდი თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში გააგრძელებს შეკრებას, სადაც 11 დღის განმავლობაში მოემზადებიან. მოგეხსენებათ, კლუბი რამოდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა გორელთა შემადგენლობაში არის მატებაც.
„დილას“ ახალწვეულები არიან: კვარაცხელია (მაკაბი უმ ალ ფემი – ისრაელი), ორბელაძე, კორღალიძე, ბერიაშვილი (სამივე მეტალურგი), ჯიშკარიანი, შალამბერიძე, კოშკაძე (სამივე გურია), რაჟამაშვილი (ზესტაფონი).

კლუბში დამრჩენთა სია ასე გამოიყურება: შეყრილაძე, ლეგაშვილი, თომაშვილი, კვახაძე, ხიზანეიშვილი, სადაღაშვილი, ახალკაცი, გოგინაშვილი, წიქარიძე.

ასევე დუბლშემადგენლობიდან და „დილას“ აკადემიიდან პირველ გუნდში დაწინაურდნენ: ნ. ნოზაძე, კურმაშვილი და სირბილაძე..

„დილას“ პრესსამსახური

ირაკლი მოდებაძე “დინამოში” ითამაშებს

თბილისის “დინამოს” ოფიციალური ფან-კლუბის “გლადიატორების” ვებ-გვერდის ცნობით, 29 წლის ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი მოდებაძე გორის “დილას” ტოვებს და კარიერას თბილისურ კლუბში გააგრძელებს.

გამოცდილ თავდამსხმელს, სხვადასხვა წლებში, თბილისის “ვალენსიას”, თბილისის “მერანის”, ზაპოროჟიეს “მეტალურგის”, ოდესის “ჩერნომორეცის”, რუსთავის “მეტალურგისა” და გორის “დილას” რიგებში უთამაშია.

ირაკლის, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარდა, 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში უასპარეზია.

Tranfermarkt-ის ცნობით, მოდებაძის ფასი 350 000 ევროა.