ხოჭოლავა: “მარტივი შეხვედრები არ არსებობს – ერთა ლიგაზე დიდი ბრძოლა გველის”

საქართვეოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ანდორას, ყაზახეთსა და ლატვიას დაუპირისპირდება.

ჩვენი ჯგუფის შესახებ ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ ისაუბრა.

“ჯგუფიდან გასვლის დიდი შანსი გვაქვს. სამივე კარგი გუნდია, მაგრამ გრანდებს არ მიუკუთვნებიან. ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მეტოქეებად არ გვყავს საფრანგეთი, ესპანეთი და ასე შემდეგ. შესაბამისად, თუ ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ, აუცილებლად გავალთ ჯგუფიდან. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მარტივი შეხვედრები არ არსებობს. შესაბამისად, გასეირნება არცერთ მათგანთან არ გველის. თუმცა, თუ მოვინდომებთ, ბოლომდე დავიხარჯებით ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გაგვიმარტივდება,” – აცხადებს ხოჭოლავა.

დავით თარგამაძე “ილიჩევეციდან” მიდის

საქართველოს ნაკრების წევრი დავით თარგამაძე მარიუპოლის “ილიჩევეციდან” მიდის.

ქართველი ფეხბურთელი მარიუპოლში არსებული საომარი მოქმედებების გამო საკუთარ კლუბში დაბრუნებას აღარ აპირებს.

“სანაკრებო მატჩის შემდეგ უნდა წავსულიყავი, მაგრამ მარიუპოლში არსებული სიტუაციის გამო არ წავალ. ომია, ისვრიან, ჩვეულებრივი საომარი სიტუაცია არის. შვიდმა ფეხბურთელმა უკვე დატოვა გუნდი. ალბათ, “ილიჩევეცთან” კონტრაქტს გავწყვეტ. არის სხვადასხვა ვარიანტები და დაახლოებით სამ დღეში გაირკვევა ყველაფერი”, – აღნიშნა თარგამაძემ.

როგორც მოგეხსენებათ, 25 წლის ქართველი ნახევარმცველი “ილიჩევეცში” იჯარის წესით თამაშობს. თარგამაძე დონეცკის “შახტარს” ეკუთვნის.

 

ცინცაძეს გუნდის გამოცვლა სურს და “დონეცკის” მატჩებში აღარ მონაწილეობს

გიორგი ცინცაძეს ტრავმა, ან რამე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა არ აწუხებს, თუმცა 2 მატჩია, მოედანზე არ გამოჩენილა. “დონეცკმა” VTB-ლიგაზე ჯერ რუსული “ენისეი” 92:71 დაამარცხა, შემდეგ ვილნიუსში “ლიეტუვოს რიტასსთან” 75:85 წააგო, თუმცა არც ერთ შეხვედრში ქართველ ლეგიონერს მონაწილეობა არ მიუღია.

ცინცაძის უთამაშებლობის მიზეზი ისაა, რომ მას გუნდის გამოცვლა სურს. გიორგი ორივე მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ მწვრთნელს იგი არ დაუსაქმებია. ცინცაძეს შუა სეზონის დროს არაერთხელ გამოუცვლია გუნდი. რა იქნება ამჯერად, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

GBF.GE

ბესო ჩიხრაძე: “ოქრიაშვილი ზამთრის შეკრებას “შახტარში” გაივლის”

საფეხბურთო კლუბ “გაგრას” პრეზიდენტი, ბესო ჩიხრაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, თორნიკე ოქრიაშვილი ზამთრის შეკრებას დონეცკის “შახტარში” გაივლის.

“ოქრიაშვილი ახალბედა ფეხბურთელია, ამავე დროს ფანტასტიურად ნიჭიერი. მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ხმებს ყოველთვის გაიგებთ, მის იმართ ინტერესს მუდამ იჩენენ რუსული და ესპანური კლუბები. მაგრამ ახლა მისთვის უმთავრესი „შახტარში“ მოხვედრაა. მას კარგად ესმის თუ რამდენად დიდი კონკურენციაა გუნდში, მაგრამ საბრძოლველად მზადაა. თორნიკე ზამთრის შეკრებას “შახტარში” გაივლის, მას დონეცკელებთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს”, – ციტირებს ჩიხრაძის სიტყვებს “გაგრას” ოფიციალური ვებ-გვერდი FCGagra.GE.

*FCGagra.GE-ს ფოტო

გიგზმა რეკორდი დაამაყარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა რაიან გიგზმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდი დაამაყარა. დღეს, 3 ოქტომბერს, 39 წლის უელსელმა ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე რიგით 145-ე შეხვედრა ჩაატარა. გიგზი დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შეცვლაზე შემოვიდა.

მეორე ადგილს მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელი რაული იკავებს, რომელსაც აქტივში 144 ჩატარებული შეხვედრა აქვს. მესამე ადგილზე „მილანის“ ყოფილი მცველი პაოლო მალდინია – 140 მატჩით.

სათქმელია ისიც, რომ გიგზს ჩემპიონთა ლიგაზე 29 გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება უშუალოდ „შახტარსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გამართულ მატჩს, შეხვედრა ფრედ, ანაგრიშით 1:1 დასრულდა.

ბექა დოგრაშვილი