დორტმუნდის “ბორუსიას” ერთ-ერთმა ლიდერმა მარკო როისმა სოციალურ ქსელ Facebook-ში, ევროპის ლიგის ოფიციალური გვერდის საშუალებით გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა როისს ჰკითხა, თუ ვინ იყო მისი ყველა დროის საყვარელი ფეხბურთელი.
როისმა კი “არსენალის” ნახევარმცველი ტომაშ როსიცკი გამოარჩია, რომელიც თავის დროზე დორტმუნდელთა ღირსებას იცავდა.