„ჰიუსტონ როკეტსის“ ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა აღნიშნა, რომ ის გუნდის ცუდი შედეგების გამო სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს.
„გამარჯვება და შექმნილი სიტუაციის შეცვლა მსურს. თავის დროზე „ჰიუსტონი“ ავირჩიე და აქედან გაქცევას მხოლოდ შექმნილი სირთულეების გამო არ ვაპირებ. ამჟამად უბრალოდ ვვარჯიშობ და სეზონის მეორე ნაწილისთვის ვემზადები. რაც არ უნდა თქვან, მე მხოლოდ მოედანზე მიმდინარე მოვლენების შეცვლა შემიძლია. ჩემი კონცენტრაცია ამაზეა გადატანილი“, – ციტირებს კალათბურთელს ESPN.