ჰოვარდი: „ჰიუსტონიდან“ გაქცევას არ ვაპირებ“

„ჰიუსტონ როკეტსის“ ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა აღნიშნა, რომ ის გუნდის ცუდი შედეგების გამო სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს.

„გამარჯვება და შექმნილი სიტუაციის შეცვლა მსურს. თავის დროზე „ჰიუსტონი“ ავირჩიე და აქედან გაქცევას მხოლოდ შექმნილი სირთულეების გამო არ ვაპირებ. ამჟამად უბრალოდ ვვარჯიშობ და სეზონის მეორე ნაწილისთვის ვემზადები. რაც არ უნდა თქვან, მე მხოლოდ მოედანზე მიმდინარე მოვლენების შეცვლა შემიძლია. ჩემი კონცენტრაცია ამაზეა გადატანილი“, – ციტირებს კალათბურთელს ESPN.

„ჰიუსტონის“ ხელმძღვანელობა ჰოვარდის გაცვლას არ აპირებს

„ჰიუსტონ როკეტსის“ ხელმძღვანელობა ცენტრ დუაიტ ჰოვარდის გაცვლას არ გეგმავს. აქამდე პრესა კალათბურთელის სხვა კლუბში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ბევრს წერდა.

როგორც ESPN იტყობინება, თავად მოთამაშეს 2015/16 წლების სეზონის დასრულება ტეხასელთა რიგებში სურს. ჰოვარდის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად, 2016 წლის ზაფხულში მას თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლა შეუძლია.

მიმდინარე სეზონის 40 მატჩში 30 წლის ცენტრის საშუალო მონაგარი 14,4 ქულას, 11,8 მოხსნასა და 1,6 ბლოკს შეადგენს.

ჰოვარდმა მუხლის ტრავმა მიიღო

„ჰიუსტონ როკეტსის“ ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი მატჩი მუხლის ტრავმის გამო ვერ დაასრულა.

დეტალურ სამედიცინო შემოწმებას „ბიგმენი“ ხვალ გაივლის, რის შემდეგაც მისი ტრავმის სირთულე და მოედანზე დაბრუნების პერიოდი გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ პრესასთან საუბრისას თავად მოთამაშემ აღნიშნა, რომ „გოლდენ სტეიტთან“ სერიის მეორე შეხვედრაში, სავარაუდოდ, თამაშს ვერ შეძლებს.

ცნობისთვის, სერიის პირველ მატჩში „ჰიუსტონი“ ანგარიშით 106:110 დამარცხდა.

დუაიტ ჰოვარდი მინიმუმ ცამეტ მატჩს გამოტოვებს

აქამდე გავრცელენული ცნობით, „ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერი დუაიტ ჰოვარდი მუხლის პრობლემების გამო მარტის დასაწყისამდე ვერ ითამაშებდა. დამატებით კონსულტაციების შემდეგ პირველადი პროგნოზი გამართლდა.

აქედან გამომდინარე, ჰოვარდი „ჩკაგოსთან“, „მილუოკისთან“ „პორტლენდთან“, „ფინიქსთან“, „კლიპერსთან“ (ორჯერ), „დალასთან“, „ტორონტოსთან“, „მინესოტასთან“, „ბრუკლინთან“, „კლივლენდთან“, „ატლანტასთან“, „მემფისთან“ და „დეტროიტთან“ ვერ ითამაშებს. სავარაუდოდ, იგი შვიდ მარტს „დენვერთან“ შეხვედრაში დაბრუნდება.

მიმდინარე სეზონში დუაიტმა 32 მატჩი ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი 16,3 ქულა, 11 მოხსნა და 1,4 გადაცემა შეადგინა.

დუაიტ ჰოვარდის ჩინებული დანკი და დღის სხვა ეპიზოდები

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პრესეზონის მორიგი სათამაშო დღის საუკეთესო ეპიზოდების ამსახველ ვიდეოს.

ჰოვარდი: „მსურს, რომ კარმელო ენტონი „ჰიუსტონში“ გადავიდეს“

„ჰიუსტონ როკეტსის“ ცენტრი დუაიტ ჰოვარდი კმაყოფილი იქნება, თუ „ნიუ-იორკ ნიქსის“ ფორვარდი კარმელო ენტონი მისი გუნდის რიგებში გადავა.

„კარმელოსთან პირადად არ მისაუბრია. ვიცი, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მას დრო უნდა მისცენ. ჩემი აზრით, მას უბრალოდ გაქცევა უნდა. ამიტომაც, მისი გადმოყვანა კარგი იქნებოდა. მსურს, ჩემს თანაგუნდელებს შორის ისეთი ხალხი იყოს, რომლისთვისაც გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განუცხადა ჰოვარდმა „ნიუ-იორკ პოსტს“.

სტივ ნეში: „გუნდში ყველამ იცოდა, რომ ჰოვარდს ბრაიანტთან კონფლიქტი ჰქონდა“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ გამთამაშებელმა სტივ ნეშმა აღიარა, რომ მას და მის პარტნიორებს ესმოდათ, რომ ცენტრი დუაიტ ჰოვარდი კობი ბრაიანტთან კონფლიქტის გამო კლუბში არ დარჩებოდა.

„ვფიქრობ, ყველა მიხვდა, რომ ჰოვარდის დარჩენის ალბათობა დაბალი იყო. სეზონის მიმდინარეობისას მას არ დაუმალავს, რომ „ლეიკერსში“ არ მოსწონს. ასეთ მომენტებში უნდა გადაწყვიტო: ან ამბობ ყველაფერს, ან სიტუაციას ეგუები. ჩანდა, რომ დუაიტი ვერაფერს შეეგუებოდა“, – განაცხადა კანადელმა ვეტერანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჰოვარდმა ჟურნალისტებს თავისი სურვილები გაუმხილა

ჟურნალისტებთან ბოლო მიცემულ ინტერვიუში „ჰიუსტონ როკეტსის“ ახალწვეულმა დუაიტ ჰოვარდმა ახალი სეზონისთვის თავის გეგმებზე ისაუბრა.

„ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოგების სურვილი მაქვს. გარდა ამისა, საჯარიმო სროლების რეალიზაციის მაჩვენებლის გაზრდა 75%-დან 80%-მდე მსურს. ყველაფერთან ერთად, სეზონის საუკეთესი უკანახაზელის ტიტულის მოპოვებაც მინდა“, – განაცხადა ჰოვარდმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ლეიკერსის“ მაისურით ჰოვარდმა საჯარიმო სროლების 49% გამოიყენა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მაკჰეილი: „არ ვიცოდი, რომ აშეკი გენერალური მენეჯერი იყო“

,,ჰიუსტონ როკეტსის“ მთავარმა მწვრთვნელმა კევინ მაკჰეილმა განაცხადა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ფიქრობს ომერ აშიკი გუნდში დუაიტ ჰოვარდის მოსვლის თაობაზე.

„არ ვიცოდი, რომ ომერი – გენერალური მენეჯერია. ეს ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან, როგორც მახსოვდა, იგი – მოთამაშეა და მისი საქმე – მოედანზე გამოსვლაა. მასთან საუბარი ჯერ არ მოვასწარი. აშიკი კითხვებს არ უნდა სვამდეს და იმაზე უდნა ფიქრობდეს, თუ როგორ ითამაშოს ახალ თანაგუნდელთან ერთად“, – განუცხადა მაკჰეილმა The Houston Chronicle-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი