საჩხერეში დინამოს დუბლებიც დამარცხდნენ

პირველი წრის ბოლო მატჩი გაიმართა დუბლების ჩემპიონატშიც. ჩიხურას დუბლებმა დინამოს სარეზერვო შემადგენლობას უმასპინძლეს. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლი ჩიხურას კვერნაძემ გაუტანა. პირველი წრე დინამოს დუბლებმა 28 ქულით და მესამე ადგილზე დაასრულეს.
დინამო (დუბლები): კულუა, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, კირკიტაძე (კაპანაძე 46), ნემსაძე, ჩაკვეტაძე (აშორტია 80), ვეკუა, კვერნაძე (გეგეშიძე 78), ო. კობახიძე, ლილუაშვილი (ა. კობახიძე 64)

fcdinamo.ge

ზესტაფონში ვერც “დინამოს” დუბლები გაჩემპიონდნენ

2014 წლის 8 მაისს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე თბილისის ”დინამოს” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, გელაშვილი, გაგოშიძე, ენდელაძე, გოგია (იელიჩი, 46), კაკუშაძე, სარდალიშვილი, ფანცულაია (კალაჯიშვილი, 75), ჭურაძე, ჭანკოტაძე (ბარბაქაძე, 77), კანდელაკი (მაკარიძე, 55).

შეხვედრა, რომლის მოგების შემთხვევაში თბილისელი ფეხბურთელები დუბლიორთა ტურნირის გამარჯვებულის ტიტულს მოიპოვებდნენ, მასპინძლების შეტევებით დაიწყო და უკვე მატჩის დებიუტში დემურ კანდელაკს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა მისი დარტყმული სტუმართა კარის დარაჯმა ეფექტური ნახტომით კუთხურზე მოიგერია. 10-ე წუთზე სტუმართაგან მათიაშვილიურტყავდა თავით სახიფათოდ – კახაბერ მეშველიანი ბურთს ადგილზე დახვდა. ანგარიში 15-ე წუთზე გაიხსნა – გიორგი ჭანკოტაძისდარტყმა დინამოელთა მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას დემურ კანდელაკმა დაასწრო და ზუსტი დარტყმით ზესტაფონელები დააწინაურა.

მალევე ავთო ენდელაძეს შეეძლო გატანა, თუმცა მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა. 25-ე წუთზე “დინამომ” ანგარიში გაათანაბრა – ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. ზესტაფონელები ტაიმის ბოლოს ისევ დაწინაურდნენ – სტუმართა კარი ულამაზესი დარტყმით გიორგი ჭანკოტაძემ აიღო.

მეორე ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა. 75-ე წუთზე ზესტაფონელთა უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა – მიხეილ სარდალიშვილი “დინამოს” მცველებს და მეკარეს გასცდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. სტუმრებმა კი მატჩის ბოლო წუთზე ერთი ბურთის გატანა შეძლეს – ლობჟანიძემ ლამაზი დარტყმით ბურთი მეშველიანის კარის ბადეში მოათავსა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 3-2.

დიმა ნებიერიძე სპეციალურად საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ინტერნეტ-გვერდისთვის

დუბლიორთა ტურნირის ოცდამეხუთე ტური

2014 წლის 6 აპრილს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეხუთე ტურის მატჩები. გორის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”დილას” დუბლიორებმა ზესტაფონელთა მეორე გუნდს უმასპინძლეს.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თორნიკე გრიგალაშვილი, გელაშვილი, გაგოშიძე, მოსიძე (ახალაძე, 55), აჯურუ, ჭანკოტაძე, კაკუშაძე (კვარაცხელია, 83), სარდალიშვილი, მიქელთაძე (მაკარიძე, 79), კანდელაკი (მარგველაშვილი, 46).

“დილას” დუბლიორთა და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირების პირველი ნახევარი სტუმართა საგრძნობი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. გოლის გატანასთან ახლოს მიხეილ სარდალიშვილი, ბექა მიქელთაძე, გიორგი ჭანკოტაძე და ბექა კაკუშაძე იყვნენ, მაგრამ იმერლებმა ანგარიშის გახსნა ვერაფრით მოახერხეს და ტაიმიც უგოლოდ 0-0 დასრულდა.

მეორე ტაიმში ზესტაფონელთა სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. სტუმრები გამუდმებით უტევდნენ გორელთა კარს და ანგარიშში დაწინაურების რამდენიმე რეალური შანსი გაატანეს ქარს… შედეგად, მომენტების განიავების გამო ზესტაფონელები 77-ე წუთზე დაისაჯნენ – შეხვედრის მეორე ნახევარში “დილას” მიერ განხორციელებული პირველივე შეტევა დასრულდა კახაბერ მეშველიანის კარში დანიშნული 11-მეტრიანით, რომელიც გოლად ნოდარ ნოზაძემ აქცია. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, გორელთა გამარჯვება ანგარიშით 1-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“მერანი-2” – “ტორპედო-2” 1:1

7 ოქტომბერს საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. გუნდების ურთიერთშეთანხმებით, მარტვილის „მერანი-2“-ის(მწვრთნელი – პაატა ლურსმანაშვილი) წინააღმდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ დუბლშემადგენლობამ(მწვრთნელი – ლაშა ჭაღიაშვილი) სტუმრის რანგში ჩვენი გუნდის სავარჯიშო ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ითამაშა.

მიუხედავად იმისა, რომ ტორპედოელთა თამაშში ხარვეზები შეინიშნებოდა, მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიშიც მათ გახსნეს, 23-ე წუთზე, გუგუშვილის პასით ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფმა მამია გავაშელიშვილმა პირადი ქუთაისური შედეგიანი სერია გააგრძელა(მე-10 გოლი) – 1:0. მეორე ტაიმში ქუთაისელთა დამწინაურებელი 3-ჯერ იყო მიზანთან ახლოს, მაგრამ მარტვილელთა შეცვლაზე შესულმა მეკარემ მოახერხა დარტყმული ბურთების „მონადირება“. კვლავ ამ უკანასკნელმა გადაარჩინა მისი გუნდი მაშინ, როცა ყანჩაშვილი დარჩა მასთან ერთ-ერთზე. კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი 75-ე წუთზე შეიქმნა, მამასახლისის მიერ ბურთის ვარდნაში დარტყმით ანგარიშის სხვაობა არ გაზრდილა. ამდენი გაცუდებული მომენტის შემდეგ, ალოგიკური იყო მერანელთა გოლი, რომელიც მათ მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე გაიტანეს, მარჯვენა მხრიდან გადაცემის შემდეგ თამაში ფრედ ლაშა ჯღამაიამ დაასრულა – 1:1. უნდა ითქვას, რომ ამ გოლამდე ერთი წუთით ადრე მასპინძლები ფეხბურთელის შეცვლას ითხოვდნენ, მაგრამ გვერდითმა არბიტრმა რატომღაც ამის დროული რეაგირება არ მოახდინა, არა და იყო იმის ალბათობა, რომ მოვლენები ასე დრამატულად არ განვითარებულიყო… წინა შეხვედრის მსგავსად, რომელშიც „ვიტ ჯორჯია-2“-მა ქუთაისში ბოლო წუთზე გაათანაბრა(1:1), ჩვენმა სარეზერვო გუნდმა ამჯერადაც ძალზედ დასანანი ქულები დაკარგა.

„მერანი-2“: ბერია(ხარშილაძე 46), ი. ციცხვაია, ჯღამაია, ლ. ღონღაძე, მელიავა(ფაილოძე 46), ი. ქათამაძე, ქაჯაია(თაკვარელია 46), აშორტია(ბარბაქაძე 46), წულაია, კურტანიძე, კრისტელ ბანება(ბასილაია 70).

„ტორპედო-2“: ტყემალაძე, ზ.გელაშვილი, სულთანიშვილი, მამასახლისი, ჩიტეიშვილი, ყანჩაშვილი, გოგიჩაიშვილი, მარკოზაშვილი(კანდელაკი 90), ალეფირენკო(ქიქავა 70), გუგუშვილი, გავაშელიშვილი.

მსაჯი: ვახტანგ ბასილაია(ზუგდიდი)

“დინამოს” დუბლებმა “სიონის” დუბლები დაამარცხეს

უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების მერვე ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართეს. ვლადიმერ გოჩაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე მათსავე მოედანზე ანგარიშით – 3:2 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან ხშირად იქმნებოდა. ჩვენი გუნდი გაშვებული გოლისგან ლევან ტყეშელაშვილმა დაპირისპირების 23–ე წუთზე იხსნა, რომელმაც მასპინძელთა ფეხბურთელს პირისპირ თამაშისას აჯობა. მატჩის 25–ე წუთზე დინამოელებმა ანგარიში გახსნეს, შეტევის მარცხენა ფლანგიდან შეტევა არჩილ მესხმა წამოიწყო, რომელმაც ბურთი საჯარიმოში თანაგუნდელს გადააწოდა, საბოლოოდ ბურთი გიორგი პაპუნაშვილს მიუვიდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა. შეხვედრის 37–ე წუთზე თბილისელმა ფეხბურთელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. საჯარიმოს სიახლოეს დანიშნული სტანდარტიდან კარში ბუდუ ზივზივაძემ დაარტყა, მასპინძელთა მეკარემ ბურთის ხელებში შემაგრება ვერ მოახერხა, დასწრებაზე კი ვაჟა მათიაშვილმა ითამაშა კარგად და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა. პირველი ტაიმის მიწურულს, 43–ე წუთზე დინამოელებმა მესამე გოლიც გაიტანეს. ბოლნისელთა მეკარეს გიორგი პაპუნაშვილმა ბურთი თავს ზემოთ გადაავლო და საკუთარი გუნდი შესვენებაზე სამბურთიანი ჰანდიკაპით გაიყვანა. მეორე ტაიმი დინამოელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და ბოლნისელთა კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა. შეხვედრის მიწურულს კი მასპინძლებმა ორი ბურთის გაქვითვა შესძლეს. მატჩის 81–ე წუთზე გოლი გივი იოსელიანმა გაიტანა, საფინალო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლევან შილაკაძემ გაიტანა.

სიონი 2:3 დინამო
გოლები: 0:1 პაპუნაშვილი 25′ 0:2 მათიაშვილი 37′ 0:3 პაპუნაშვილი 43′ 1:3 იოსელიანი 81′ 2:3 შილაკაძე 90+1′

სიონი: უგრეხელიძე, ჯაფარიძე (სიმონია 75’), ჭინჭარაული (ზარნაძე 46’), ისიანი, ჯიმშელეიშვილი, ახვლედიანი, ცხადაია, ლობჟანიძე (გიორბელიძე 72’), მამასახლისი (შილაკაძე 58’), იოსელიანი, ოქროპირიძე (ჩახვაშვილი 41’)

დინამო: ტყეშელაშვილი (ისიანი 80’), სარიშვილი (მარაქველიძე 82’), მურუსიძე, გოროზია (კახნიაშვილი 80’), ჯაფიაშვილი, მათიაშვილი (კვერნაძე 72’), პაპუნაშვილი, მესხი, ზივზივაძე (წილოსანი 60’), ბაჩიაშვილი, თევზაძე

გაფრთხილება: ოქროპირიძე 17’, ისიანი 35’ – თევზაძე 15’ ბაჩიაშვილი 51’ ჯაფიაშვილი 62′