სანაძის 7 ქულა და ბრძოლაში წაგებული მატჩი

დუდა სანაძე სასტარტო ხუთეულს კი დაუბრუნდა, მაგრამ მისი გუნდი აგებს. სტუდენტური ლიგის მორიგ მატჩში ქართველი უკანახაზელის გუნდი „სან დიეგო“ საკუთარ არენაზე „პასიფიკს“ შეხვდა და მატჩი დაზაბულ ბრძოლაში – 57:59 დათმო.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. დუდამ 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა. საუკეთესო ტრადიციულად ჯონი დი გახდა, რომელმაც 29 წუთში 20 ქულა მიითვალა.

2 მოგებითა და 6 მარცხით „სან დიეგო“ „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა. მორიგი მატჩი კალიფორნიელებს 24 იანვარს, კვლავ შინ BYU-სთან ელის.

gbf.ge

სანაძის სასტარტო ხუთეული და 10 ქულა

დუდა სანაძე, რომელიც ტრავმებით იყო შეწუხებული და ამის გამო სათანადო დროით ვერ თამაშობდა, მწყობრში ჩადგა და სასტატო ხუთეულშიც გამოჩნდა. სტუდენტური ლიგის „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში „სან დიეგომ“ „სეინთ მერის“ უმასპინძლა და 58:70 წააგო.

სანაძემ 29 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 3 პასი და 2 მოხსნა დააგროვა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 2 სამქულიანი, 6-დან 1 ორიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შედეგიანობით სანაძე სანდიეგოელთაგან მხოლოდ ჯონი დის ჩამორჩა, რომელმაც 14 ქულა, 3 პასი და 2 მოხსნა მიითვალა.

2 მოგებითა და 5 წაგებით „სან დიეგო“ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 18 იანვარს, გამთენიისას, „პასიფიკთან“ გამართავს.

gbf.ge

სანაძის მორიგი ტრავმა და “სან დიეგოს” მარცხი “პეპერდაინთან”

დუდა სანაძის გუნდი „ვესთ ქოუსთის“ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „პეპერდაინთან“ დამარცხდა. ქართველი უკანახაზელი სანდიეგოელებს ვერ დაეხმარა – მას ისევ ტრავმა აწუხებს და პეპერდაინელებთან მხოლოდ 10 წუთს, ისიც უშედეგოდ ითამაშა.

თუკი აქამდე დუდას ფეხის ტრავმა აწუხებდა, ახლა გვერდი სტიკვა, რომელიც 2 მატჩის წინ დაიშავა: „ტრავმების გამო ამ სეზონში ფორმაში ვერ ჩავდექი. ხან რა მაწუხებს და ხან რა – გვითხრა სანაძემ – ფეხის ტრავმა, რომელიც ჩემპიონატის დაწყებიდან მაწუხებდა და ამის გამო ხუთეულში ადგილი დავკარგე, როგორც იქნა, მოვირჩინე, მაგრამ ახლა გვერდი მაწუხებს, რომელიც 2 მატჩის წინ თამაშისას დავიშავე და დალურჯებამ დღემდე არ გამიარა“.

სანაძემ „პეპერდაინთან“ 10 წუთი ითამაშა, მაგრამ უფორმოდ მყოფი შედეგიანობით ვერ გამოირჩა. დუდამ 2 ორქულინი და ამდენივე სამიანი ააცილა და შეხვედრა 2 მოხსნითა და 2 დაფარებით დაასრულა. ვერც ერთმა სანდიეგოელმა 10-ქულიან ზღვარს ვერ მიაღწია და „ტორეროსი“ „პეპერდაინთან“ 47:59 დამარცხდა.

2 მოგებითა და 4 მარცხით „სან დიეგო ტორეროსი“ „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 15 იანვარს, სტუმრად „სეინთ მერისთან“ გამართავს.

gbf.ge

დუდა სანაძის გუნდმა “ლოიოლა” დაამარცხა

დუდა სანაძის „სან დიეგომ“ სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. სანდიეგოელებმა ლოიოლა მერიმაუნთის უნივერსიტეტს უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 59:50დაამარცხეს.

ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მთლიანობაში 11 წუთი გაატარა. სანაძემ 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულინი კი ააცილა. დუდამ მთლიანობაში 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

სანდიეგოელებს კრისტოფერ ანდერსონმა ულიდერა, რომელმაც 14 ქულა, 6 პასი, 4 ჩაჭრა და 2 მოხსნა მიითვალა. ბომბარდირი კი ტრადიციულად ჯონი დი გახდა, რომელმაც ამჯერად 18 ქულა დააგროვა.

„სან დიეგო“ 2 მოგებითა და 3 მარცხით „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მორიგი მატჩი საქნაძის გუნდს 10 იანვარს, შინ „პეპერდაინთან“ ელის.

gbf.ge

სანაძის “სან დიეგომ” სან ფრანცისკოში 57:56 გაიმარჯვა

დუდა სანაძის „სან დიეგომ“ სტუდენტური ლიგის პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო. „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციის ჩემპიონატში საწყისი 2 მარცხის შემდეგ სანდიეგოელებმა კალიფორნიულ დერბიში სტუმრად „სან ფრანცისკო“ დაამარცხეს. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წამებზე, სანაძის გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა – 57:56.

ქართველი უკანახაზელი ბoლო წუთებზე მოვლენების ეპიცენტრში იყო. მცირექულიან მატჩის ბოლო წამებზე სანაძემ 2 საჯარიმო ააცილა, თუმცა მანამდე, 2 წუთით ადრე დუდამ მნიშვნელოვანი ორქულიანი ჩააგდო და „სან დიეგო“ 55:51 დააწინაურა.

დუდა რომ საჯარიმოს ხაზე დადგა, „სან დიეგო“ 57:56 იგებდა და დასრულებამდე 5 წამი იყო დარჩენილი. აცილებული საჯარიმოების შემდეგ სანფრანცისკოელებს შეტევის გონივრულად დასაგეგმად დრო არ ჰქონდათ და ეს ვერც მოახერხეს. მასპინძელმა მეტ გლოვერმა აცილებული საჯარიმო კი მოხსნა, მაგრამ მეტოქის ფარისკენ თავქუდმოგლეჯით დაძრულმა ბურთი და გამარჯვების შანსი ერთდროულად დაკარგა.

სანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 17 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 8 ქულა ჩააგდო და ამ მაჩვენებლით სანდიეგოელთაგან მხოლოდ კრისტოფერ ანდერსენს ჩამორჩა, რომელმაც 9 ქულა მიითვალა. სანაძემ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. 8 ქულასთან ერთად დუდას 5 მოხსნაც ჰქონდა, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს.

1 მოგებითა და 2 მარცხით „სან დიეგო“ „ვესტ ქოუსთის“ 10-გუნდიან კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 3 იანვარს, სტუმრად „სანტა კლარასთან“ გამართავს.

gbf.ge

დუდა სანაძის 7 ქულა და მარცხი “გონზაგასთან”

დუდა სანაძის „სან დიეგო“ „ვესტ წოუსთის“ კონფერენციის მოქმედ ჩემპიონსა და მოგადად ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ სახელიან გუნდ „გონზაგას“ შეხვდა და 12 ქულის სხვაობით – 48:60 წააგო.

სანდიეგოელებმა პირველი ტაიმი 20:35 წააგეს, რის შემდეგაც ვითარების გამოსწორება ვეღარ მოახერხეს. სანაძე, რომელსაც სეზონის დაწყებამდე ფეხის ტრავმა აწუხებდა და ფორმა დღემდე ვერ აღიდგინა, სათადარიგო იყო და მოედანზე 16 წუთით გამოჩნდა.

სანაძემ 5-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. 7 ქულასთან ერთად ქართველ უკანახაზელს 2 პასი, 1 მოხსნა და 1 დაფარება დაუგროვდა. ამ შედეგით დუდა სანდიეგოელთაგან მხოლოდ ჯონი დის ჩამორჩა, რომელმაც 34 წუთში 20 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

1 იანვარს „სან დიეგო“ სტუმრად „სან ფრანცისკოს“ ეთამაშება.

gbf.ge

დუდა სანაძის 5 ქულა “პორტლენდთან” ჩემპიონატის პირველ მატჩში

დუდა სანაძის „სან დიეგოსთვის“ ამერიკის სტუდენტური ლიგა დაიწყო. აქამდე სანდიეგოელებმა 12 მატჩი გამართეს, თუმცა მისმა შედეგებმა „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში ასახვა არ ჰპოვა და მხოლოდ გუნდის რეიტინგზე იმოქმედა. კალიფორნიულმა გუნდმა 12მატჩი მოიგო და 7 წააგო, პირველ საკონფერენციო მატჩში კი სანდიეგოელებმა დასანანი მარცხი განიცადეს.

სანაძის გუნდმა „პორტლენდს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 58:61 წააგო. ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე სათადარიგოთაგან ყველაზე მეტი – 16 წუთი გაატარა. დუდამ 5-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. სანაძის ანგარიშზე მთლიანობაში 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება დაგროვდა.

მომდევნო მატჩი სანდიეგოელებს 29 დეკემბერს, კონფერენციის მარადმწვანე ლიდერ „გონზაგასთან“ სტუმრად ელის.

gbf.ge

დუდა სანაძის 7 ქულა და გამარჯვება “ნიუ ორლეანთან”

დუდა სანაძის გუნდმა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში სეზონის მე-6 გამარჯვება მოიპოვა. ეს მატჩები საერთო რეიტინგში ითვლება, თუმცა უშუალოდ კონფერენციის ჩემპიონატი „სანდიეგოსთვის“ ჯერ არდაწყებულა.

სანაძის გუნდმა „ნიუ ორლეანს“ უმასპინძლა და 85:60 იმარჯვა. ქართველმა უკანახაზელმა, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო წინა მატჩში 2 წუთი ითამაშა, ამჯერად მოედანზე 13 წუთს იმყოფებოდა. დუდამ საკმაოდ შედეგიანად გამოიყენა ეს დრო და პირად ანგარიშზე 7 ქულა ჩაიწერა.

ქართველმა მსროლელმა შვიდივე ქულა საჯარიმო ს ხაზიდან დააგროვა. სანაძემ 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, თითო სამიანი და ორქულიანი ააცილა. 7 ქულასთან ერთად დუდას 1 მოხსნა დაუგროვდა. სანდიეგოელთაგან ბომბარდირი ჯონი დი გახლდათ,რომელმაც 18 ქულა დააგროვა.

მომდევნო მატჩს „სან დიეგო“ კალიფორნიულ დერბიშისან დიეგოსვე უნივერსიტეტ „ქრიშჩენის“გუნდს 21 დეკემბერს შეხვდება.

gbf.ge

სანაძის 4 ქულა UCLA-სთან

მორიგი საგამოფენო მატჩი გამართა დუდა სანაძის „სან დიეგომ“. კალიფორნიულ დერბიში სანდიეგოელები ლოს ანჯელესის უნივერსიტეტს (UCLA) შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში –68:75 წააგეს.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 14 წუთს ითამაშა და 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.დუდამ 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა და ბურთი ერთხელ ააცილა. სანაძეს ტრავმა ბოლომდე არ აქვს მოშუშებული და მწვრთნელი მას დიდად არ ტვირთავს.

სან დიეგოელებმა წინასასეზონოდ უკვე 9 მატჩში გამართეს, რომლებშიც 4 მოგება და 5 მარცხიმოუგროვდათ. “ტორეროსი” მომდევნო თამაშს 11 დეკემბერს “სანტა ბარბარასთან” ჩაატარებს.

gbf.ge

დუდა სანაძე ტრავმამ შეაწუხა და რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს

დუდა სანაძეს ტრვამა გაუმიზეზდა და ის სრული დატვირთვით ვერ გაისარჯა მორიგ საგამოფენო მატჩში, რომელიც „სან დიეგომ“ „მისურის“ 67:56 მოუგო.

სანაძემ 16 წუთი ითამაშა და თითო მოხსნა, პასი და ჩაჭრა მიითვალა, 3 სროლა კი ააცილა. საუკეთესო კი ისევ ჯონი დი გახლდათ,რომლსაც სანაძის შეტევაში შეზღუდულობის გამო სრული თავისუფლება აქვს და ამჯერად 22 ქულა მიითვალა.

სანაძეს ტერფი აწუხებს, ქუსლის ნერვის ანთება აქვს და სავარაუდოდ მომდევნო 2 მატჩს გამოტოვებს. მორიგ შეხვედრას სანდიეგოელები 19 ნოემბერს, შინ „ფლორიდასთან“ გამართავენ.

gbf.ge

დუდა სანაძემ სეზონი ლოს ანჯელესში 7 ქულით გახსნა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებიდან ყველაზე გვიან დუდა სანაძეს დაეწყო სეზონი. ამერიკის სტუდენტური ლიგის ოფიციალური მატჩები ჯერაც არ დაწყებულა, თუმცა ტურნირის გახსნას წინ მოსამზადებელი მატჩები უძღვის და სწორედ მასში მიიღო მონაწილეობა დუდა სანაძემ და მისმა „ტორეროსმა“.

სან დიეგოს გუნდი ლოს ანჯელესს ესტუმრა და ამ ქალაქის ცნობილი – ბოისეს უნივერსიტეტის გუნდს ეთამაშა. შეხვედრა ლოსანჯელესელთა გამარჯვებით- 81:75დასრულდა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება ბოლო წამებზე შეძლეს.

სანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 18 წუთი გაატარა, რისი მიზეზიც 5 პერსონალური ჯარიმაა, რის გამოც მან მოედანი ნაადრევად დატოვა. სანდიეგოელთა ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. დუდამ 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მომდევნო საგამოფენო მატჩს „ტორეროსი“ სან დიეგოში ხვალ, „მისურისთან“ გამართავს.

სანაძემ სეზონი ბომბარდირობით დახურა

დუდა სანაძის “სან დიეგომ” მიმდინარე სეზონში მეორე მეოთხედფინალი წააგო. პირველი სტუდენტურ ლიგაში იყო, ახლა კი სანდიეგოელებმა Collegeinsider.com-ის ტურნირის პლეი ოფში “პასიფიკთან” 60:75 წააგეს და სეზონიც დაასრულეს.

აღნიშნულ შეხვედრაში სანდიეგოელთაგან საუკეთესო ბომბარდირი დუდა სანაძე გახლდათ, რომელმაც 25 წუთში 16 ქულა მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 7-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 6 სამიანი კი ააცილა. 16 ქულასთან ერთად სანაძეს 5 მოხსნა ჰქონდა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

ამით დუდა სანაძემ დაასრულა 2013-14 წლების სეზონი და სან დიეგო უნივერსიტეტში კურსის დახურვის შემდეგ საქართელოში დაბრუნდება.

gbf.ge