უეიდი: „NBA-ს მოგება ყველა გუნდს შეუძლია“

„მაიამი ჰიტის“ შემტევი მცველი დუეინ უეიდი თვლის, რომ მაღალი მიზნების დასახვის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

„სწორ ფსიქოლოგიურ ხასიათზე ყოფნა მნიშვნელოვანია. თუ არ გჯერა, რომ გამარჯვება შეგიძლია, უკვე დამარცხებული ხარ და ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შენი ადგილი არაა. ამ მომენტისთვის ლიგის ყოველი გუნდი ჩემპიონობის კანდიდატია. უკვე შემდგომ დადგება მომენტი, როდესაც ამ მიზნის მიღწევის შანსს არაერთი კლუბი დაკარგავს, მაგრამ ამჟამად ჩემპიონობის ამბცია აბსოლიტურად ყველას აქვს. იმედია, ყოველთვის ასე იქნება“, – ციტირებს უეიდს ESPN-ი.

უეიდი: „ფინალურ სერიაში მოგების გარანტია არ არსებობს“

„მაიამი ჰიტის“ უკანახაზელმა დუეინ უეიდმა „კლივლენდ კავალიერსსა“ და „გოლდენ სტიეტ უორიორსს“ შორის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მესამე მატჩი შეაფასა, რომელიც „კავსმა“ ანგარიშით 96:91 მოიგო და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

„ფინალურ სერიაში განუმეორებელი მატჩებია. სერიის მოგების გარანტიას არც ერთი მატჩი არ იძლევა“, – დაწერა უეიდმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

ცნობისთვის, სერიის მეოთხე მატჩი 12 ივნისს, თბილისის დროით, დილის ოთხ საათზე დაიწყება.

„მაიამიმ“ უეიდს წელიწადში ათ მილიონზე ნაკლები შესთავაზა

გასულ კვირას გაირკვა, რომ მცველ დუეინ უეიდსა და „მაიამი ჰიტს“ შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

როგორც „Bleacher Report“-ის ჟურნალისტ იტენ სკოლნიკის ინფორმაციაზე დაყრდნობით „The Score“ წერს, „ჰიტმა“ 33 წლის მოთამაშეს, ყოველწლიური ხელფასის სახით, ათ მილიონზე ნაკლებს სთავაზობდა.

უეიდი „მაიამიში“ 2003 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში ფლორიდელებთან ერთად მან სამი ტიტული მოიგო. განვლილი სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში მისმა საშუალო მონაგარმა 21,5 ქულა, 3,5 მოხსნა და 4,8 გადაცემა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გუნდის შემადგენლობის გაძლიერების გამო კალათბურთელი ხელფასის შემცირებას არაერთხელ დათანხმებულა.

2014/15 წლებნის სეზონი ზედიზედ მეოთხე იყო, რომელშიც ტრავმის გამო უეიდმა 70 მატჩზე ნაკლები ჩაატარა.

დუეინ უეიდი „მაიამიში“ დარჩება

„მაიამი ჰიტის“ უკანახაზელმა დუეინ უეიდმა თავის მომავალთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი გასცა.

კალათბურთელის თქმით, ის მოქმედ კონტრაქტში არსებულ პუნქტს გამოიყენებს, რათა შემდეგ სეზონში კვლავ ფლორიდულ კლუბში ითამაშოს. ამის შესახებ გამოცემა „The South Florida SunSentinel“-ი იუწყება.

ხელშეკრულების მიხედვით, 2015/16 წლების სეზონში უეიდი ხელფასის სახით 16,1 მილიონ დულარს მიიღებს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, თავისუფალი აგენტი გახდება

უეიდისა და სტედემაირის ჩატენვები – დღის საუკეთესო ეპიზოდები (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის ათი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

უეიდმა, შესაძლოა, ოლ სტარი გამოტოვოს

„The Score“-ს ინფორმაციით, მუხლის ტრავმის გამო დუეიტ უეიდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში თამაშს ვერ ახერხებს. უკანახაზელმა „ჰიტის“ ბოლო ექვსი შეხვედრა გამოტოვა.

აქედან გამომდინარე, უეიდის მოახლოებულ ოლ სტარში მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. იმ შემთხვევაში, თუ იგი თამაშს ვერ შეძებს, მას „ატლანტა ჰოუქსის“ სნაიპერი კაილ კორვერი შეცვლის, რომელიც ასევე სამქულიანების კოინკურსში მონაწილეობას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ბოლოს გაირკვა, როლ ოლ სტარს ასევე „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერი ბლეიკ გრიფინიც გამოტოვებს.

უეიდი ქორწილზე დაპატიჟებულ სტუმრებს სპეციალურ საბუთზე ხელის მოწერას აიძულებს

„მაიამი ჰიტის“ უკანახაზელი დუეინ უეიდი მეუღლე გაბრიელა უნიონთან ერთად მოახლოებულ ქორწილზე დაპატიჟებულ სტუმრებს სპეციალური დოკუმენტისთვის ხელის მოწერას აიძულებს.

ხსენებული საბუთის მიხედვით, ღონისძიების სტუმრებსა და პერსონალის წარმომადგენლებს ტელეფონებისა და ვიდეოკამერების შეტანა აეკრძალათ. გარდა ამისა, მათ არც ქორწილთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების უფლება აქვთ. პირი, რომელიც ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტს დაარღვევს, სოლიდური ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ცნობისთვის, კალათბურთელის ქორწილი შაბათს სამხრეთ ფლორიდაში შედგება.

დუეინ უეიდი ხუთი მილიონი დოლარით დააჯარიმეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა „მაიმი ჰიტის“ უკანახაზელი დუეინ უეიდი „სან-ანტონიო სპურსთან“ ფინალური სერიის მეორე მატჩში სიმულაციის გამო დააჯარიმა.

„ჯინობილი ბურთის მოგერიებას ცდილობდა, რის გამოც ჩამარტყა. მსაჯებს თავიდან დარღვევა არ დაუფიქსირებიათ, თუცმა სწორი გადაწყვეტილება ბოლოს მაინც მიიღეს“, – განაცხადა მოთამაშემ ლიგის გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე.

ალექსანდრე მატევოსოვი

დუენ უეიდი „ლეიკერსთან“ მატჩს გამოტოვებს

„მაიამი ჰიტის“ მცველი დუეინ უეიდი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ ჩასატარებელ მატჩს გამოტოვებს, რის შესახებაც ფლორიდული კლუბის ტვიტერის ოფიციალური გვერდი იტყობინება. „ჰიტისთვის“ ეს ზედიზედ მეოთხე მატჩი იქნება, რომელშიც იგი თავისი ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს.

ცნობისთვის, უეიდმა, რომელსაც მუხლის პრობლემები აქვს, სამწვრთნელი შტაბისგან დასვენების უფლება მიიღო.

ალექსანდრე მატევოსოვი

დურანტი: „უეიდის გაბრაზება არ მინდოდა“

„ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა განაცხადა, რომ მას „მაიამი ჰიტის“ უკანახაზელის დუეინ უეიდის გაბრაზება არ უნდოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, მოთამაშეებმა ტვიტერზე იკამათეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დურანტმა დაწერა, რომ Sports Illustrated-ის მიერ შედგენილ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ათი მოთამაშის სიაში უეიდის ადგილი მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ჯეიმს ჰარდენმა უნდა დაიკავოს.

„ეს უბრალო წვრილმანია, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვთქვი. ჩვენ შორის არანაირი კონფლიქტია. ასოციაციაში ახალგაზრდა და ძლიერი კალათბურთელები არიან, რომლებიც მეტ ყურადღებას იმსახურებენ. ზოგი მათგანი კი უკვე ვარსკლავად ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, დროა, ასეთ კალათბურთელებს მეტი ყურადღება მიექცეს. პატივს კი ყველას ვცემ, განსაკუთრებით უეიდს“, – განაცხადა დურანტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

უეიდმა და დურანტმა ”ტვიტერზე” იკამათეს

”მაიამი ჰიტისა” და ”ოკლაჰომა სიტი თანდერის” ვარსკლავებს დუეინ უეიდსა და კევინ დურანტს სოციალურ ქსელ ”ტვიტერზე” სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რისი მიზეზით ჟურნალ  Sports Illustrated-ის მიერ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ათი საუკეთესო მოთამაშის შედგენილი სია გახდა.

ყველაფერი კი CineSport-ის ვიდეო რგოლით დაიწყო, რომელშიც დურანტის ყოფილი თანაგუნდელი ჯეიმს ჰარდენი ვერ მოხვდა. ამასთან დაკავშირებით, დურანტმა უკმაყოფილება გამოთქვა და დაწერა, რომ ჰარდენი ათ საუკეთესო კალათბურთელს შორის უნდა იყოს და სწორედ უეიდის ადგილი დაიკავოს. თავის მხვრივ, ”დურანტულას” პოსტს დუეინი სწრაფად გამოეხმაურა და კევინს ისტორიის პატივისცემა სთხოვა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო: ”ყველაფერი მოედანზე უნდა დამიმტკიცო და არა ტვიტერზე”.

ალექსანდრე მატევოსოვი