ძანეტის და მისი მეგობრების საჩვენებელი მატჩი (ვიდეო)

4 მაისს, მილანში საჩვენებელი მატჩი გაიამრთა, რომელშიც მონაწილეობა ვეტერანმა და მოქმედმა ფეხბურთელებმა მიიღეს. ამ მატჩით “ინტერის” ყოფილი კაპიტანი ხავიერ ძანეტი ფეხბურთიდან გააცილეს.

ძანეტი: ,,იმედი მაქვს ”ოქროს ბურთს” მესი აიღებს”

არგენტილემა ფეხბურთელმა, ხაივიერ ძანეტიმ ინტერვიუში თანამემამულე შეაქო. იგი იმედოვნებს, რომ წელს ,,ოქროს ბურთს” ლიონელ მესის გადასცემენ.

,,იმედი მაქვს, რომ ,,ოქროს ბურთს” მესი დაეუფლება. ის თამაშით ყოველთვის აკვირვებს ხალხს. ჩემი აზრით, ის მსოფლიოში საუკეთესოა,” –  განაცხადა ლეგენდარულმა არგენტილენმა ფეხბურთელმა FIFA.COM-თან მიცემულ ინტერვიუში.

ხავიერ ძანეტიმ 2014 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

მილანის “ინტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიერ ძანეტიმ 2014 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა წლის საუკეთესო გუნდში სამი თანამემამულე შეიყვანა.

ხავიერ ძანეტის მიერ შედგენილი სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:

მეკარე: მანუელ ნოიერი;

მცველები: პაბლო საბალეტა, დიეგო გოდინი, მეჰდი ბენატია, ფილიპ ლამი;

ნახევარმცველები: პოლ პოგბა, ჩაბი ალონსო, ანხელ დი მარია;

თავდამსხმელები: ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდუ, გარეტ ბეილი.

uefa-toty-2014-BB90B9E99AFBB0A5815724BE5C4D7635

ტოჰირი: ძანეტის ინტერის ვიცე-პრეზიდენტი გახდება

“ინტერის” პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა განაცხადა, რომ გუნდის ექს-კაპიტანი ხავიერ ძანეტის კლუბში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.

“ძანეტის “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტი ორი წლის განმავლობაში იქნება” – ამბობს ტოჰირი.

მილანური კლუბის პრეზიდენტმა ასევე მთავარი მწვრთნელის, ვალტერს მაცარის შესახებაც ისაუბრა.

“იმედია მაცარისთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში გავაფორმებთ. სწორი იქნება, რომ მას ორწლიანი ვადა მივცეთ”.

ხავიერ ძანეტის ულამაზესი გოლი “რეალის” ლეგენდების კარში

8 ივნისს, “ინტერისა” და “რეალის” ლეგენდებს შორის გამართულ მატჩში, ხავიერ ძანეტიმ ულამაზესი გოლი გაიტანა.

ძანეტი: “ინტერის” ახალი კაპიტანი რანოკია უნდა იყოს”

მილანის “ინტერის” ყოფილი ფეხბურთელი ხავიერ ძანეტი აცხადებს, რომ გუნდის ახალი კაპიტანი ანდრეა რანოკია უნდა იყოს.

“ანდრეამ იცის, თუ რა ფასი აქვს “ინტერის” მაისურის ტარებას. ამრიგად, როცა გადაწყვეტილების მიღების დრო მოვა, კარგი იქნება, კაპიტნათ რანოკიას თუ აირჩევენ. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და რაც მთავარია, გუნდში ყველა პატივს ცემს”, – ამბობს ძანეტი.

შვიდი კაპიტანი

მიმდინარე სეზონის ბოლოს რამდენიმე ლეგენდარულმა ვეტერანმა კარიერა დაასრულა ან ბუცემის ლურსმანზე ჩამოკიდებაზე დაფიქრდა. გთავაზობთ ასეთი კაპიტნების შვიდეულს. 

 

ხავიერ ძანეტი

არგენტინის ნაკრების და “ინტერის” უცვლელი კაპიტანი. “ინტერის” შემადგენლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ უბერებელ 4 ნომერს ეკუთვნის. მილანური კლუბის ღირსებას ძანეტი 1995 წლიდან იცავდა და ამ პერიოდში 4-ჯერ მოიგო იტალიის თასი, 5-ჯერ ჩემპიონატი, უეფას თასი და ჩემპიონთა ლიგა.

 

რაიან გიგზი

ინგლისის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი. ერთადერთი, ვისაც პრემიერლიგის ყველა სეზონში აქვს გატანილი. გასული სეზონის ბოლო ტურებიდან უკვე მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსის მქონე რაიან გიგზი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მხოლდო ერთ კლუბს, “მანჩესტერ იუნაიტედს” ესმახურებოდა. მისი მომავალი ჯერ-ჯერობით ბურუსითაა მოცული.

 

კლარენს ზეედორფი

“მილანის” ყოფილი კაპიტანი და ახლანდელი მთავარი მწვრთნელი. ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება სამი გუნდის შემადგენლობაში მოახერხა.  ზეედორფმა კარიერა იანვარში დაასრულა. მისი სამწვრთნელო დებიუტი წარმატებული არ ყოფილა და ჯერ უცნობია გააგრძელებს თუ არა კლარენსი მილანურ კლუბში მუშაობას.

 

რაული

ყატარული “ალ-სადის” ფორვარდი 16 წელი მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა. ამ პერიოდში რაული კლუბის საუკეთესო ბომბარდიდი გახდა. 10 წლის განმავლობაში წარმატებით იცავდა ესპანეთის ნაკრების ღირსებას. სავარაუდოდ, რაული კარიერას წელს დაასრულებს, თუმცა უცხოურ პრესაში ამერიკული კლუბების ინტერესის შესახებ ბევრი იწერება.

 

ნუნუ გომეში

კიდევ ერტი კაპიტანი, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. ცნობილი პორტუგალიელი ფორვარდი ახლა “ბენფიკას” პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველია. ლისაბონურ კლუბში გომეშს 292 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

ანტონიო დი ნატალე

“უდინეზეს” კაპიტანს კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს, თუმცა ბოლო ტურამდე დი ნატალეს ფეხბურთისთვის თავის დანებება ჰქონდა გადაწყვეტილი. ანტონიოს აზრი შესაძლოა უკანასკნელ მატჩში გაფორმებულმა ჰეთ-თრიკმა შეაცვლევინოს. უდინეზეში დი ნატალე 2004 წლიდან თამაშობს და არც თუ ისე ძლიერი კლუბის ნამდვილი ლეგენდაა.

 

კარლეს პუიოლი

გამორჩეული მოთამაშე, თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი მშობლიურ “ბარსელონას” დაემშვიდობა და ახალი კლუბის ძიებამდე ტრავმის მკურნალობას შეუდგა. კატალონიური კლუბის პირველ გუნდში პუიოლის დებიუტი 1999 წელს შედგა. კარლესი ესპანეთის ნაკრების საკვანძო მოთამაშე იყო.

მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი, რომელსაც ხავიერ ძანეტი ჩაეხუტა

10 მაისს, იტალიის სერია A-ში, “ინტერსა” და “ლაციოს” შორის გამართულ მატჩში (3:1), მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა.

დამსახურებული დასვენება

ერთად გავიხსენოთ ლეგენდარული ფეხბურთელი, რომლებიც სულ მალე კარიერას დაასრულებენ და დამსახურებულ დასვენებას მოიწყობენ. 

 

რაული

ევროუპილი ფეხბურთის გულშემატკივრებს რაული 2012 წელს დაემშვიდობა, როდესაც ყატარულ “ალ-საადთან” გააფორმა კონტრაქტი. ოფიციალურად ესპანელი კარიერის დასრულებას ზაფხულშიაპირებს, როდესაც მას 37 წელი შეუსრულდება. ასაკი მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის საკმაოდ სოლიდურია, თუმცა ყატარის ჩემპიონატში 47 წლის რაულიც გამორჩეული იქნებოდა. შესანიშნავი კარიერის შედეგად უამრავი ადამიანის მოპოვებული სიყვარულის შემდეგ რაული დამსახურებულ პენსიაზე გადის.

 

Алессандро Дель Пьеро

ალესანდრო დელ პიერო

რაულის მსგავსი ისტორია კიდევ ერთ ლეგენდარულ ფეხხბურთელს აქვს. 2012 წელს დელ პიერომ მშობლიური “იუვენტუსი” დატოვა და კარიერის დასამთავრებლად ავსტრალიაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი “სიდნეის” კაპიტანი და ლიდერი გახდა. იტალიელი უკვე 39 წლის არის და კარიერის დასრულების საკითხიც აქტუალური ხდება.

 

Тьерри Анри

ტიერი ანრი

კიდევ ერთი ვეტერანი, ფრანგი ტიერი ანრი გახლავთ. საკმაოდ შთამბეჭდავი ევროპული კარიერის განმავლობაში ფეხბერთელმა ფაქტობრივად ყველა ტიტულის მოგება მოახერხა. ანრი ლონდონის “არსენალის” ლეგენდა გახდა, სადაც “რედ ბულსში” ასპარეზობის დროს დაბრუნდა კიდევაც და მეთოფეებს რთულ პერიოდში დახმარება ხელი გაუწოდა. ზაფხულში ფრანგი 37 წლის ხდება. მისი კლასიდან და ამერიკული ლიგის არც თუ ისე მაღალი დონიდან გამომდინარე ფეხბურთელს თამაში არ უნდა გაუჭირდეს. მთავარი პრობელმა მოტივაციაშია…

 

Райан Гиггз и Дэвид Мойес

რაიან გიგზი

დაახლოებით 5 წელი იქნება, რაც საფეხბურთო საზოგადოება რაიან გიგზს პენსიაზე უშვებს, თუმცა უელსელს ასეთი აზრი თავში არც მოსვლია. რაიანი 40 წლის არის და გულშემატკივარს შესანიშნავი სპორტული ფორმით დღესაც ახარებს. თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მიმდინარე სეზონი ფეხბურთელისთვის უკანასკნელი იქნება. თანაც, მანჩესტერიდან ალექს ფერგიუსონიც წავიდა, რომლის უდიდესი დამსახურებაც იყო გიგზის მრავალწლიანი საფეხბურთო კარიერა. ვარაუდობენ, რომ მომავალი სეზონიდან გიგზი მოიესის ასისტენტი გახდება.

 

Хавьер Санетти

ხავიერ ძანეტი

გიგზის მსგავსი ისტორია კიდევ ერთ ვეტერან, ხავიერ ძანეტის აქვს, რომელიც აგვისტოში 41 წლის გახდება. ხავიერი შესანიშნავ ფორმაშია და ფორას ბევრ ახალგაზრდა მოთამაშესაც მისცემს. ფეხბურთელის დიდი სპორტიდან წასვლას 2012/13 წლების სეზონში ვარაუდობდნენ, რასაც მისი უმძიმესი ტრავმაც დაემატა. თუმცა, ძანეტიმ ყველა გააოცა, როდესაც კარიერის გაგრძელების თაობაზე გააკეთა განცხადება, ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა.

 

Ривалдо

რივალდო

აპრილში რივალდოს 42 წელი შეუსრულდება! ბრაზილიელი უკვე დიდი ხანია უმაღლეს დონეზე აღად თამაშობს. მისი ბოლო სოლიდური კლუბი ბერძნული აეკ-ი იყო, სადაც რივალდო 2007/08 წლების სეზონში თამაშობდა. ახლა ბრაზილიელი მშობლიურ “მოჟი-მირინში” თავის შვილთან, რივალდინიოსთან ერთად თამაშობს. აღსანიშნავია, რომ რივალდო “მოჟი-მირის” პრეზიდენტიც არის.

ძანეტი: “მოურინიოსთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ “ჩელსიში” გადასვლას არ ვაპირებ”

მილანის “ინტერის” ვეტერანი ფეხბურთელი აცხადებს, რომ მიუხედავად მასსა და მოურინიოს შორის მშვენიერი ურთიერთობისა, ის “ჩელსიში” გადასვლას არ აპირებს.

“სიმართლე გითხრათ, ჟოზესთან დიდებული ურთიერთობა მაქვს. ერთმანეთთან ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ ჩემს “ჩელსიში” გადასვლის თემაზე არასოდეს გვისაუბრია. დარწმუნებული ვარ, რომ მე და “ინტერის” გულშემატკივრები ჩვენი კლუბის მაისურის ტარებაზე ვგიჟდებით, ამიტომ არსად წასვლას არ ვაპირებ”, – ამბობს ძანეტი.

ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელებისაგან შემდგარი სიმობულური ნაკრები გამოაქვეყნა.

მეკარე: ანდრეა პიერობონი (“ჩიტადელა”) – 44 წლის

ცენტრალური მცველი: იან გუდისონი (“ტრანმირ როვერსი”) – 41 წლის

ცენტრალური მცველი: კოლმ ტრესონ (“ბრეი ვანდერსი”) – 42 წლის

ცენტრალური მცველი: ლეონარდო ბასტოსი (“სანტოსი”) – 38 წლის

მარჯვენა მცველი: ხავიერ ძანეტი (“ინტერი”) – 40 წლის

ცენტრალური ნახევარმცველი: ზე რობერტო (“გრემიო”) – 39 წლის

ცენტრალური ნახევარმცველი: რაიან გიგზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 40 წლის

მარცხენა ნახევარმცველი: კრისტიან ბერგსტრიომი (“ოტვიდაბერგი”) – 40 წლის

თავდამსხმელი: კევინ ფილიფსი (“ლესტერი”) – 40 წლის

თავდამსხმელი: ალესანდრო დელ პიერო (“სიდნეი”) – 39 წლის

თავდამსხმელი: ხუან პაბლო ანხელი (“ატლეტიკო ნასიონალი”) – 38 წლის

ძანეტი გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს

“ინტერის” არგენტინელმა მცველმა, ხავიერ ძანეტიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას კარიერის გაგრძელებასთან დაკავშირებით სეზონის ბოლოს მიიღებს. 40 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ნოემბერში მოიშუშა. შეგახსენებთ, რომ მილანური კლუბის ძირითად გუნდში ძანეტი 1995 წლიდან თამაშობს.

“საუკეთესო ვარიანტი სეზონის ბოლომდე მოცდა იქნება. მერე კი სიტუაციას გავაანალიზებ. თუ ჯანმრთელობასთან პრობლემები არ მექნება, კარიერას გავაგრძელებ” – განაცხადა ძანეტიმ.