ედენ აზარმა დაასახელა 5 საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია

ლონდონის “ჩელსის” შემტევმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა დაასახელა ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა ფეხბურთელმა კარიერა “ლილში” დაიწყო, 2012 წელს კი “ჩელსის” შეუერთდა.

ტიბო კურტუა

“ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.”

1427814169489

ჟერვინიო

“მასთან ერთად “ლილში” ვთამაშობდი. ჩვენ ერთად ორი ტიტულის მოგება შევძელით. ჟერვინიო ძალიან კრეატიული ფეხბურთელია.”

Gervinho-Hazard

ხუან მატა

“პირველივე ვარჯიშზე ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ, მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაკავშირებს.”

1427814274607

დემბა ბა

“დემბა ბა – ჩემი საუკეთესო მეგობარი! ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ერთად ვთამაშობდით. ჩვენ ერთად ბევრი მატჩი არ ჩაგვიტარებია, რადგან ის სათადარიგოთა რიგებში ხშირად იყო. როცა მან ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი, მე უკვე ტრავმირებული ვიყავი.”

1427814340680

დიდიე დროგბა

“დიდიეს დიდ პატივს ვცემ. სანამ “ჩელსიში” გადმოვიდოდი, მის თამაშებს ხშირად ვუყურებდი. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დროგბას თანაგუნდელი ვარ.”

1427814537640

ევროპის 15 საუკეთესო ნახევარმცველი დღესდღეობით

2015 წელს ჩატარებული გამოკითხვით, კომპანია CIES-მა საუკეთესო ნახევარმცველი გამოავლინა.

არჩევა მოხდა შემდეგი პრინციპებით: სიჩქარე, დისციპლინა, გამძლეობა, პასები და დარტყმის სიძლიერე.

mESUT

აზარი: „სამწუხაროა, რომ დე ბრუინემ დაგვტოვა“

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის ედენ აზარის აზრით, კევინ დე ბრუინე მის გუნდში უნდა დარჩენილიყო.

„დე ბრუინეს შენარჩუნების შემთხვევაში, „ჩელსი“ ახლა უფრო ძლიერი იქნებოდა. კევინი ჩინებული ფეხბურთელია, მაგრამ მოურინიომ მისი გაშვება გადაწყვიტა, რაც სამწუხაროა, რადგან მას ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები აქვს. როგორც ჩანს, „ვულფსბურგში“ მოთამაშეები ნაკლები ზეწოლის ქვეშ არიან. მასთან ერთად „ჩელსიში“ თამაშს გავარგძელებ, თუმცა კევინისთვის მუდმივი სათამაში პრაქტიკა ძალიან დიდი პლიუსია. მისი კარიერა აუცილებლად წარმატებული იქნება“, – განაცხადა ბელგიელმა.

5 ფეხბურთელი, რომლებიც მომავალში შესაძლოა თავიანთი გუნდის ლეგენდები გახდნენ

Fanebi.Com წარმოგიდგენთ იმ 5 ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელთაც მომავალში კარგი შანსი აქვთ, მათი გუნდების ლეგენდები გახდნენ.

5. ჯეკ უილშირი – 23 წლის ფეხბურთელს აქვს კარგი შანსი, გახდეს ლონდონელთა ლეგენდა. ინგლისელი “მეთოფეთა” ერთგულია, რაზეც მიუთითებს ის ფაქტიც, რომ უილშირმა აგენტის ყოლაზე უარი განაცხადა, რადგან არ სურს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების წარმოება.

Jack_Wilshere

4. ფილიპე კოუტინიო – 22 წლის სუპერ-ბრაზილიელს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რათა მომავალში მერსისაიდელთა ლეგენდა იყოს. ის უკვე ამჟამადაა “წითლების” ლიდერი, რომელიც ყოველ მატჩში ახერხებს პუბლიკის გაოცებას. ფელიპემ დაამტკიცა, რომ მისთვის არამედ ფული, არამედ ფეხბურთია მთავარი და რამდენიმე ხნის წინ “ლივერპულთან” ახალი კონტრაქტიც გააფორმა.

cou

3. პოლ პოგბა – 21 წლის მიუხედავად, ფრანგი “იუვენტუსის” ნამდვილი ლიდერი და ნახევარდაცვის დირიჟორია, ანდრეა პირლოსთან ერთად. იგი თუ უერთგულებს ტურინულ კლუბს, მომავალში აუცილებლად გახდება “ბებერი სინიორების” ლეგენდარული ფეხბურთელი.

paul

2. ედენ აზარი – უდავოა, რომ 24 წლის ფეხბურთელი ამჟამად “ჩელსის” ლიდერია. ჟოზე მოურინიო გუნდის თამაშს სწორედ ბელგიელზე აწყობს და თუ ედენი ფორმაში არაა, მაშინ “არისტოკრატთა” საქმე კარგად არ არის.

eden

1. ნეიმარი – 23 წლის ბრაზილიელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს კატალონიურ კლუბში, რაც “ბლაუგრანას” შედეგზეც მშვენივრად აისახა. ბრაზილიელი ლეოსთან ერთად “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ლიდერია და დარწმუნებული ვარ, ნეიმარი სულ მალე “ბარსელონას” ლეგენდარული თავდამსხმელი იქნება.

neymar

აზარი: “რაც უფრო მეტს მირტყამენ, მით უფრო მიხარია”

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევა მას სტიმულს მატებს. ბელგიელი ამბობს, რომ მოედანზე მეტოქისთვის სამაგიეროს ფიზიკურად გადახდის სურვილი არ უჩნდება.

“ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა ვუპასუხო მოწინააღმდეგის მიერ თამაშის წესის დარღვევას. შესაძლოა, ლოგიკურად ასეც უნდა ვიქცეოდე, თუმცა მე უკვე გავიზარდე. უკვე მივეჩვიე, რომ უნდა მირტყან. რაც უფრო ხშირად დამარტყამენ, მით უფრო ბედნიერი ვიქნები. ეს მიძლიერებს იმის სურვილს, რომ მეტოქე დავამარცხო. არ მინდა, მათ ფიზიკური ტკივილი მივაყენო, სამაგიეროს საფეხბურთო წესებით გადავუხდი”, – აზარის სიტყვები “ინდეპენდენტმა” გამოაქვეყნა.

 

აზარი: “პსჟ-ს პრობლემები აქვს, მაგრამ დიდებული მოთამაშეებიც ჰყავს”

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა, ედენ აზარმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა, სადაც “არისტოკრატები” ფრანგულ “პსჟ”-ს დაუპირისპირდებიან.

ეს ორი გუნდი გასულ სეზონშიც შეხვდა ერთმანეთს მეოთხედფინალურ სტადიაზე, სადაც ორი მატჩის ჯამში “ჩელსიმ” იმარჯვა(1-3, 2-0).

“არ ვფიქრობ, რომ გასულ წელს სასწაულის ხარჯზე გავედით. პირველი მატჩი 3-1 არ უნდა წაგვეგო. კონტრშეტევებით უკეთესნი ვიყავით, მაგრამ დაცვაში ბევრი შეცდომა იყო. რა თქმა უნდა, იღბალი დაგვეხმარა, როდესაც განმეორებით მატჩში გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე გავიტანეთ. ამჟამად კარგ ფორმაში ვართ და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი ამ ორ გუნდს შორის საინტერესო დაპირისპირებას იხილავს”.

“საფრანგეთის ჩემპიონატს თვალს დღემდე ვადევნებ. მიუხედავად იმისა, რომ “პსჟ”-ს პრობლემები აქვს, მათ დიდებული მოთამაშეებიც ჰყავთ. ალბათ, ჩვენ უფრო კარგ სიტუაციაში ვართ,”-განაცხადა აზარმა.

პირველი მატჩი “პსჟ”-სა და “ჩელსის” შორის სამშაბათს, პარიზში გაიმართება.

აზარი, როისი და კიდევ 8 ფეხბურთელი, რომლებმაც გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმეს

ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ იმ 10 ფეხბურთელს, რომელთაც თავიანთ კლუბებთან ახლახანს გააფორმეს ახალი ხელშეკრულება.

პადი მაკნეირი – “მანჩესტერ იუნაიტედთან” 19 წლის მცველმა 2017 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

Manchester United v Crystal Palace - Premier League

ანტონიო ბარაგანი – “ვალენსიას” მარჯვენა მცველი გუნდში 2017 წლამდე დარჩება.

bar

ფრედი – 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის “გმირმა” “ფლუმინენსესთან” თანამშრომლობა 2018 წლის 31 დეკემბრამდე გადაწყვიტა.

Fluminense v Corinthians - Brasileirao Series A 2014

გრანიტ ჯაკა – 22 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი “ბორუსია მ”-ში 2019 წლამდე იასპარეზებს.

j

კევინ ტრაპი – 24 წლის მეკარე “აინტრახტში” 2019 წლამდე იმუშავებს.

trapi

ფრანსის კოკელენი – ფრანგი კიდევ 4 წელი ლონდონურ გუნდში იასპარეზებს.

Arsenal's Francis Coquelin is challenged by Manchester City's David Silva during their English Premier League soccer match in Manchester

მარკო როისი – მიუხედავად ბუნდესლიგაში წარუმატებელი სეზონისა, გერმანელი ნახევარმცველი 2019 წლამდე კვლავ უერთგულებს “ბორუსია დორტმუნდს”.

reus

ჰარი კეინი – ინგლისელმა ახალგაზრდამ “ტოტენჰემის” ფანები გაახარა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ჰარი ლონდონელებისთვის 2020 წლამდე შეუტევს.

KANE

ფელიპე კოუტინიო – ბრაზილიელი “ჯადოქარი” მერსისაიდულ გუნდში 2020 წლამდე ითამაშებს.

BRAZ

ედენ აზარი – ბელგიელმა შემტევმა “ჩელსისთან” ახალ, ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

Eden Hazard of Chelsea celebrates scoring against Aston Villa during their English Premier League soccer match at Villa Park, Birmingham

აზარმა საკუთარ თავს ამ სეზონში 20-25 გოლის გატანა დაუსახა

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა ედენ აზარმა, რომელმაც გუშინ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, სეზონის მეორე ნახევარში მის წინაშე არსებული მიზნის შესახებ ისაუბრა.

“იმედი მაქვს, ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 20-25 გოლის გატანას შევძლებ. ეს კარგი შედეგი იქნებოდა როგორ ჩემთვის, ასევე კლუბისთვის”, – აზარის სიტყვებს world soccer talk-ი ციტირებს.

ედენ აზარმა ინგლისის პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებებში ერთად ჯერჯერობით 30 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

 

ოფიციალურად: აზარმა „ჩელსისთან“ გაახანგრძლივა

ლონდონის „ჩელსიმ“ ნახევარმცველ ედენ აზართან კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც ცნობილია, ახალი შეთანხმება მხარეებს მომავალი ხუთი სეზონის განმავლობაში დააკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ლონდონურ კლუბში 2012 წლიდან თამაშობს.

hazard-signs-new-deal_img

მოურინიო: “იმედია, აზარი “ჩელსიში” დარჩება”

ლონდონის “ჩელსის” დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ ედენ აზარის შესახებ ისაუბრა.

“ვფიქრობ, რომ აზარს ჩვენს გუნდში თამაში მოსწონს. ვიმედოვნებ, ის “ჩელსიში” დარჩება” – განაცხადა მოურინიომ.

ცოტა ხნის წინ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ისიც აღნიშნა, რომ მსაჯებში ტექნიკურ აზარს სასურველ დონეზე არ იცავენ, რის გამოც მას ფეხებში ხშირად ხვდება.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბელგიელმა 20 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლთან ერთად 4 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

სანდერლენდს ბორინი არ სურს

“სანდერლენდს” “ლივერპულიდან” ფაბიო ბორინის გადაბირება აღარ სურს. ბორინიმ გასული სეზონსი “შავი კატების” შემადგენლობაში გაატარა, რის შემდეგაც “სანდერლენდი” მის გამოსყიდვას ცდილობდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

კრამარიჩი ჩელსის უახლოვდება

“რეიკას” შემტევი ანდრეი კრამარიჩი მიმდინარე კვირის ბოლომდე კონტრაქტს ლონდონის “ჩელსისთან” გააფორმებს. კომპენსაციის სახით “არისტოკრატები” 10 მილიონ ევროს გადაიხდიან. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის ნახევარზე მეტი კრამარიჩის ყოფილ კლუბს, ზაგრების “დინამოს” შეხვდება.

იანსენი ჰამბურგში რჩება

“ჰამბურგის” მცველმა მარსელ იანსენმა მის სხვა კლუბში გადასვალსთან გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გერმანული გუნდიდან წასვლას არსად არ აპირებს. იანსენის მიმართ ინტერესს “ბენფიკა” იჩენდა.

პსჟ მარაკეშში ლავესისა და კავანის გარეშე გაემგზავრა

ეზეკილ ლავესიმ და ედისონ კავანიმ მარაკეშში ჩატარებული პსჟ-ს ვარჯიში გამოტოვეს. პარიზელები “ინტერთან” გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ემზდებიან. მოთამაშეები კი პარიზში დარჩნენ, სადაც ინდივიდუალურად ემზადებიან.

მადრიდში იმედს არ კარგავენ

მადრიდის “რეალი” ლონდონის “ჩელსიდან” ედენ აზარის გადაბირების იმედს არ კარგავს. “არისტოკრატები” ბელგიელს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ, თუმცა მადრიდელები ფინანსური თვალსაზრისით უფრო სარფიან წინადადებაზე ფიქრობენ.

აზარი: ,,პრემიერ ლიგა საუკეთესოა”

ლონდონის ,,ჩელსის” ბელგიელმა ფეხბურთელმა, ედენ აზარმა ინტერვიუში ,,პრემიერ ლიგაზე” ისაუბრა. ფეხბურთელის განცხადებით, ინგლისის ჩემპიონატში თამაში ყველაზე ძნელია.

,,ინგლისი ფეხბურთის ქვეყანაა. ყველა გუნდს ჰყავს ბევრი გულშემატკივარი.  თამაშის დროს ჩემზე მესმის სიმღერები. ეს სასიამოვნო მოსასმენია. რთულთან ერთად, პრემიერ ლიგა სასიამოვნო საყურებელია. ინგლისის ჩემპიონატი განსხვავდება საფრანგეთის ჩემპიონატისგან. ინგლისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს. ფანები ყოველთვის ითხოვენ გუნდისგან კარგი თამაშს. სტემფორდ ბრიჯზე თამაშს 42 000 გულშემატკივარი ესწრება ყოველთვის. არ არსებობს ნაკლებად საინტერესო თამაში. გულშემატკივარი ყოველთვის დადის სტადიონზე,” – განაცხადა ედენ აზარმა.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.