სამშაბათს „ჰიუსტონ როკტსმა“ გასვლაზე „მაიამი ჰიტი“ ანგარიშით 108:91 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში თავისი მეხუთე მატჩი მოიგო. განვლილ ოთხ შეხვედრაში ტეხასელებმა 10 ან უფრო მეტი ქულით იმარჯვეს.
ამ შედეგით ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში „როკეტსი“ მე-4 გუნდი გახდა, რომელმაც სეზონის სტარტზსე პირველი 5 მატჩი 10 ან უფრო მეტი ქულით მოიგო. აქამდე მსგავს წარმატებას „ბოსტონ სელტიკსმა (1957/58), „დენვერ ნაგეტსმა“ (1985/86) და „ნიუ-იორკ ნიქსმა“ (2012/13) მიაღწიეს.