კატალონიის “ესპანიოლმა” თბილისის “დინამო” დაამარცხა და დარასელიას თასი მოიგო (ვიდეო)

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის თასის ფინალური მატჩი გაიმართა. “დინამო არენაზე” ერთმანეთს თბილისური “დინამო” და კატალონიური “ესპანიოლი” დაუპირისპირდნენ.

თამაშის საწყის ეტაპზევე ქართველებმა გოლი გაუშვეს. მეშვიდე წუთზე ჟერარდ პერეირამ საჯარიმოში დრიბლინგი დაიწყო, ულამაზესი მოძრაობით ჩამოიცილა მეტოქე და ანგარიში გახსნა. 36-ე წუთზე მატეო რეგატიიომ მეორეჯერ აიღო “დინამოელთა” კარი.

მეორე ნახევარში, 44-ე წუთზე (40-წუთიანი ტაიმებია) ირაკლი აზაროვმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. 57-ე წუთზე იგივე მოთამაშე მარჯვენა ფლანგიდან შევიდა საჯარიმოში და იქ მყოფ ჯადული იობაშვილს გაუკეთა ზუსტი, დაბალი გადაცემა, რომელსაც გატანა აღარ გასჭირვებია. საგულისხმოა, რომ ცხრა ნომერმა ამ ტურნირზე მესამეჯერ აიღო მეტოქის კარი. თუმცა, თბილისლებმა მეტჯერ ვერ დაამწუხრეს ოპონენტი. შესაბამისად, ჩვენი ბიჭები ვერცხლის მედალს დაეუფლნენ, ხოლო ანგარიშით, 2-1 გამარჯვების შემდეგ, დარასელიას თასის მფლობელი “ესპანიოლი” გახდა.

 

იხილეთ ვიდეო

 

ოფიციალურად: “ესპანიოლმა” კიკე სანჩეს ფლორესი და სპორტული დირექტორი დაითხოვა

კატალონიის “ესპანიოლის” მესვეურებმა მთავარი მწვრთნელი, კიკე სანჩეს ფლორესი და სპორტული დირექტორი, ხორდი ლარდინი დაითხოვა.

ესპანელი მწვრთნელი კლუბს 2016 წლის ივნისში ჩაუდგა სათავეში. ამ სეზონში 53 წლის სპეციალისტის გუნდი საშინლად გამოიყურებოდა. ბოლოს “ესპანიოლმა” ლა ლიგაში 11 თებერვალს მოიგო. კატალონიელებმა ბასკურ “რეალ სოსიედადს” სძლიეს. კიკე სანჩეს ფლორესმა ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება მოახერხა. ამჟამად, “ესპანიოლი” 36 ქულით მე-16 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონასთან ორი ქულა აშორებს.

ცნობილია, რომ სეზონის დასრულებამდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ახალგაზრდული გუნდის უკვე ყოფილი დამრიგებელი, დავიდ გაიეგო შეასრულებს.

ვიტალი დარასელიას თასზე “დინამოსთან” ერთად “ესპანიოლი”, “ჯენოა” და სხვა კლუბები ითამაშებენ

24-დან 29 აპრილის ჩათვლით ვიტალი დარასელიას სახელობის “დინამოს” საფეხბურთო აკადემია საერთაშორისო ტურნირს მესამედ უმასპინძლებს.

წელს ვიტალი დარასელიას თასი 15 წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და ტურნირში 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ვიტალი დარასელიას თასი შარშან, ფინალურ შეხვედრაში “აზ ალკმაარსა” და “დინამო კიევს” შორის გათამაშდა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. მოახლოებულ ტურნირზე “დინამო თბილისისა” და შარშანდელი გამარჯვებულის გარდა ასევე სფფ-ს აკადემია, “ესპანიოლი” (ესპანეთი), “ჯენოა” (იტალია), “ვიტესი” (ჰოლანდია), მოსკოვის “სპარტაკი” (რუსეთი) და “დინამო მინსკი” (ბელარუსი) იასპარეზებენ.

გეტყვით, რომ მატჩები “დინამოს” აკადემიისა და ბაზის მოედნებზე ჩატარდება, ხოლო ფინალურ შეხვედრას “დინამო არენა” უმასპინძლებს.

Fcdinamo.Ge

ნავასი: “ესპანიოლთან” მარცხი მიუღებელია, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ და მოტივაცია არ უნდა დავკარგოთ”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 26-ე ტურიში მადრიდის “რეალი” კატალონიას ესტუმრა და ადგილობრივ “ესპანიოლს” დაუპირისპირდა. საკმაოდ უინტერესო შეხვედრა ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა – ანგარიშთ, 1-0 მასპინძლებმა იმარჯვეს.

მატჩის შემდეგ “ბლანკოსის” მეკარემ, კეილორ ნავასმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, შედეგი, და, ზოგადად, ლა ლიგაში არსებული მდგომარეობა მიუღებელია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვართ პროფესიონალები. შესაბამისად, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და მოტივაცია არ დავკარგოთ. ნაწყენები ვართ, რადგან მოგება გვინდოდა. თუმცა, დადებითი კუთხით თუ შევხედავთ, კარგი გამოცდილება მივიღეთ. ზოგჯერ იგებ, ზოგჯერ აგებ, თუმცა აუცილებელია, გამოავლინო ხასიათი, რომ წინ წახვიდე,” – ამბობს კეილორი.

ზიდანი: “ესპანიოლთან” წაგება არ დაგვიმსახურებია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “ესპანიოლთან” განცდილი დასანანი მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და შედეგის გამომწვევ ძირითად მიზეზებზე ისაუბრა.

“რამ გამოიწვია ეს მარცხი? ალბათ, ცოტ-ცოტა ყველაფერმა. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და რამდენიმე კარგი მომენტიც გვქონდა, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოვახდინეთ. მეორე ნახევარში კი თამაშის სადავეები მთლიანად გავუშვით ხელიდან.

ზოგჯერ ფეხბურთის გაგება ძალიან რთულია. ზოგჯერ ასეთი მომენტებიც საჭიროა. წინა 5 მატჩი ბრწყინვალედ ჩავატარეთ, მაგრამ დღეს სასურველი შედეგი ვერ დავდეთ.

წაგება არ დაგვიმსახურებია და ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. “ესპანიოლს” ძალიან ცოტა მომენტი ჰქონდა, ჩვენ კი გამარჯვება გვინდოდა,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ვალვერდე: “ესპანიოლმა” ბევრი იბრძოლა, თუმცა ჩვენ მესი გვყავს”

გუშინ ლა ლიგის მესამე ტურში “ბარსელონამ” “საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მიიღო და კატალონიურ დერბიში მეტოქეს გადაუარა: ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა ხუთი უპასუხო გოლი გაიტანეს. პირველი სამი ბურთის შეგდება ლიონელ მესიმ მოახრეხა.

ვალვერდემ ჟურნალისტებთან საუბრისას, შეხვედრა შეაფასა და მესის ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება.

“ბედნიერი ვარ, რომ ლეომ სამი გოლი გაიტანა. ის განუმეორებელი ფეხბურთელია. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მესი ჩვენი საკვანძო ფიუგრაა.”

“ჩვენ რთულ შეხვედრას ველოდთ, რადგან ასეთი სტატუსის მქონე მატჩები ყოველთვის დაძაბულია. იყო ბევრი ბრძოლა, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა.”

“მიუხედავად ანგარიშისა, ეს დაპირისპირება მარიტივი არ იყო. “ესპანიოლი” ბევრს ეცადა, თუმცა ჩვენ გვყავს ინდივიდუალურად ძალიანი მაღალი დონის ფეხბურთელები. ასეთები, მაგალითად, მესი და სუარესი არიან, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს შეხვედრაში,” – აცხადებს ვალვერდე.

“ბარსელონამ” “ესპანიოლს” გადაუარა – მესის ჰეთრიკი და დემბელეს საგოლე გადაცემა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მესამე ტურის მატჩში “ბარსელონამ” “ესპანიოლი” მიიღო.

კატალონიური დერბი “ბარსას” უპირატესობით წარიმართა. 26-ე, 35-ე და 67-ე წუთებზე ლიონელ მესიმ სამჯერ გამოიჩინა თავი. 87-ე წუთზე ხერარდ პიკემ გაიტანა. ხოლო, 90-ე წუთზე ლუის სუარესმა საბოლოო ანგარიში, 5:0 დააფიქსირა. საგულისხმოა, რომ ურუგვაელს საგოლე გადაცემა ახალწვეულმა, უსმან დემბელემ გაუკეთა.

საბოლოოდ, მასპინძლებმა ანგარიშით, 5:0 იმარჯვეს.

“ბარსას” ცხრა ქულა აქვს და პირველზეა. “ესპანიოლი” ერთადერთი ქულით მე-15-ზეა.

კასილიამ კეილორ ნავასი დაიცვა: “ის ამას არ იმსახურებს”

მადრიდის “რეალის” მეორე მეკარემ, კიკო კასილიამ მისი თანაგუნდელი, კეილორ ნავასი დაიცვა, რომელიც “ნაპოლისთან” დაშვებული შეცდომების გამო ჟურნალისტებმა კრიტიკის საგნად აქციეს.

“კეილორ ნავასს ნამდვილად არ დაუმსახურებია ის კრიტიკა, რაც მისი მისამართით მოდის. მეკარეები ყოველთვის წინა პლანზე არიან და ყველაფერზე რომ ვიფიქროთ, რასაც ისინი წერენ, ცხოვრებას უბრალოდ ვერ შევძლებთ.

მე ვიცი ჩემი ადგილი და ის, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. მხოლოდ თასის თამაშებში უნდა მიმეღო მონაწილეობა, ასეთმა შანსმა კი ნამდვილად გამაბედნიერა.

ჩემთვის განსაკუთრებული მატჩი იყო, რადგანაც დიდი ხანი არ მითამაშია და არ მოველოდი, რომ ასეთი შანსი მომეცემოდა,” – აცხადებს კიკო კასილია, რომელმაც “ესპანიოლთან” გამართული ლა ლიგის მატჩი სასტარტოდან დაიწყო.

მადრიდის “რეალმა” “ესპანიოლს” მორატასა და ბეილის გოლებით მოუგო (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩები შედგა. საკუთარი შეხვედრა ჩაატარა მადრიდის “რეალმაც”, რომელიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ესპანიოლს” დაუპირისპირდა.

თამაში მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახნსა 33-ე წუთზე ალვარო მორატამ მოახერხა. მან ისკო ალარკონის ზუსტი გადაცემა გამოიყენა და დიეგო ლოპესის კარი თავური დარტყმით აიღო. პირველ ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

მეორე ნახევარში, 71-ე წუთზე პირველი გოლის ავტორის ნაცვლად, მატჩში გარეთ ბეილი ჩაერთო. უელსელს, ტრავმის გამო, 22 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. 83-ე წუთზე “ბლანკოსმა” კონტრ-შეტევა წამოიწყო. ისკო მარცხენა ფლანგზე დაიძრა და პასი, საბოლოოდ, სწორედ ბეილს გაუკეთა. ეს უკანასკნელი საჯარიმოში შეიჭრა და მეკარისგან მარცხენა კუთხეში გოლი გაიტანა. საბოლოოდ – 2:0.

ამ მატჩის შემდეგ “თეთრებს” 52 ქულა დაუგროვდათ და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობენ. რაც შეეხება “ესპანიოლს”, კატალონიური კლუბი 32 ქული მეცხრე პოზიციაზეა.

იხილეთ შეხვედრის მიმოხილვა


 

“რეალი” “ესპანიოლთან” შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს

მადრიდის “რეალი” “ესპანიოლთან” შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს.

მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, დასვენების საშუალება კეილორ ნავასს, კარიმ ბენზემასა და ლუკა მოდრიჩს მიეცემათ.

თამაშს ვერც დანილო, რამოსი და კოენტრაო შეძლებენ. სამაგიეროდ, ამ მატჩში “თეთრებს” “უელსელი დრაკონი”, გარეტ ბეილი დაუბრუნდებათ.


მეკარეები: კასილია, იანესი, ლუკა.

მცველები: კარვახალი, პეპე, ვარანი, ნაჩო, მარსელო.

ნახევარმცველები: კროოსი, კოვაჩიჩი, კაზემირო, ასენსიო, ისკო, ხამესი.

თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდუ, ბეილი, ვასკესი, მორატა, მარიანო.

ზიდანის “რეალი” დაუმარცხებელ სერიას განაგრძობს – “ბლანკოსმა” “ესპანიოლს” აჯობა (ვიდეო)

ახლახან დასრულდა ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩი, სადაც გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა, მადრიდის “რეალმა” დამაჯარებელი გამარჯვება მოიპოვა “ესპანიოლთან” საგარეო მატჩში.

მიუხედავად იმისა, რომ ზიდანის გუნდს ვერც გარეთ ბეილი ეხმარებოდა და ვერც კრიშტიანუ რონალდუ, დედაქალაქელებმა მაინც მოახერხეს კატალონიელებისათვის ორი უპასუხო გოლის გატანა – თავი ჯერ ხამესმა გამოიჩინა, შემდეგ კი BBC-ის ეულმა წევრმა, ქარიმ ბენზემამ.


“ესპანიოლი”: ლოპესი; ლოპესი, ლოპესი, დუარტე, სანჩესი; პერესი, დიოპი, როკა ჟუნკე, პიატი; ბაპტისტაო, მორენო.

მთავარი მწვრთნელი: კიკე-სანჩეს ფლორესი

“რეალი”: კასილია; პეპე, კარვახალი, რამოსი, მარსელო; კაზემირო (ტონი კროოსი 19′), მოდრიჩი, ხამესი; ლუკასი, ბენზემა (ალვარო მორატა 72′), ასენსიო.

მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლი: ხამეს როდრიგესი 45+2′, კარიმ ბენზემა 71′


ოფიციალურად: პაუ ლოპესი ამიერიდან “ტოტენჰემის” ღირსებას დაიცავს

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელებმა პაუ ლოპესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. ესპანელი მეკარე “დეზებმა” ერთი წლით ინათხოვრეს.

21 წლის მეკარეს, რომელიც აქამდე “ესპანიოლის” ღირსებას იცავდა, ვორმთან და ჰუგო ლორისთან მოუწევს ძირითადი ადგილისთვის ბრძოლა.