პორტუგალია – ავსტრია
შეხვედრის ადგილი: პარიზი; “Parc des Princes ”
შეხვედრის დრო: შაბათი, 18 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 00 წუთზე სტარტს აიღებს ევრო 2016-ის F ჯგუფის ცენტრალური მატჩი, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს პორტუგალიისა და ავსტრიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
პირველი ტურის შემდეგ F ჯგუფში ასეთი სიტუაციაა: პირველ ადგილზე უნგრეთის ნაკრები გუნდი იმყოფება 3 ქულით, რომლებმაც გახსნი მატჩში ყველა გააკვირვეს და ავსტრიელები დაამარცხეს (0:2). მეორე-მესამე ადგილებს კი შესაბამისად ისლანდიისა და პორტუგალიის ნაკრებები იყოფენ, შესაბამისად 1-1 ქულით.
პორტუგალიელებისთვის ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ. ავსტრიელებთან მათ მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებთ.
პორტუგალიის ბოლო 5 მატჩი:
13.06.16. |
ევრო 2016 |
პორტუგალია |
ისლანდია |
1:1 |
|
06.06.16 |
ამხ. |
პორტუგალია |
ესტონეთი |
7:0 |
|
29.05.16 |
ამხ. |
ინგლისი |
პორტუგალია |
1:0 |
|
29.05.16 |
ამხ. |
პორტუგალია |
ნორვეგია |
3:0 |
|
04.06.16 |
ამხ. |
პორტუგალია |
ბელგია |
2:1 |
|
ავსტრიის ბოლო 5 მატჩი:
13.06.16 |
ევრო 2016 |
ავსტრია |
უნგრეთი |
0:2 |
|
26.03.16 |
ამხ. |
ავსტრია |
ნიდერლანდები |
0:2 |
|
29.05.16 |
ამხ. |
ავსტრია |
მალტა |
2:1 |
|
29.05.16 |
ამხ. |
ავსტრია |
თურქეთი |
1:2 |
|
04.06.16 |
ამხ. |
ავსტრია |
ალბანეთი |
2:1 |
|
ურთიერთშეხვედრები
11.10.95 – ევროპის ჩემპიონატი: ავსტრია 1:1 პორტუგალია
13.11.94 – ევროპის ჩემპიონატი: პორტუგალია 1:0 ავსტრია
ფერნანდუ სანტუში: “ავსტრიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ავსტრია ფიფას რეიტინგის ტოპ-10-ეულში შედის. ბოლო 4-5 წლის მანძილზე ისინი საკმაოდ განვითარდნენ. მათი სათამაშო სტილი საკმაოდ განსხვავდება ისლანდიელთა სტილისაგან.
დავიდ ალაბა, არნაუტოვიჩი, მარკ იანკო, მარტინ ჰარნიკი … მათ საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ. თუმცა საჭირო არ არის, რომ რომელიმე მათგანს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ, მთლიან გუნდს უნდა დავუპირისპირდეთ.”
მარსელ კიოლერი: “არ უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ეს უნგრელებთან გავაკეთეთ. იმ მატჩის შემდეგ ყველაფერი გავაანალიზეთ და დასკვნებიც მივიღეთ. ფაქტია, რომ შანსები უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ. გარდა ამისა ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოველ დეტალს, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.
ვიცით, რომ პორტუგალიის ნაკრები მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ არ არის – მათ ბევრი ინდივიდუალისტი ჰყავთ, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდურად დავიცვათ თავი.”
პორტუგალია:
– რიკარდო ქუარეშმა გახსნითი მატჩისთვის საკმარისად გამოჯანმრთელებული არ იყო, რომ 90 წუთი ეთამაშა, თუმცა დიდი ალბათობით ის ავსტრიელებთან პირველივე წუთებიდან ითამაშებს. ეს კი სანტუშს 4-3-3-ით თამაშის საშუალებას მისცემს.
– რენატო სანჩესი პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მონაწილეობა ასეთ დიდ ტურნირში მიიღო. ავსტრიასთან ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ დიდია შანსი, რომ მანაც სასტარტოდან დაიწყოს თამაში.
– სკამზე დაჯდომა კი ვიეირინას ემუქრება, რომელმაც ისლანდიელთა მიერ გატანილ გოლში მთავარი როლი ითამაშა.
ავსტრია:
– ავსტრიელებს პორტუგალიასთან მატჩში ალექსანდერ დრაგოვიცი დააკლდებათ, რომელიც უნგრეთთან მატჩში მოედნიდან გააძევეს. მას სავარაუდოდ კევინ ვიმერი ჩაანაცვლებს.
– მარკ იანკომ ზურგის ტრავმის მიუხედავად უნგრელებთან თამაში შეძლო, თუმცა ის მეორე ტაიმში შეცვალეს. პორტუგალიელებთან მისი თამაშის საკითხი საეჭვოა.
საინტერესო ფაქტები:
– მიმდინარე ტურნირი ორივე გუნდმა არასასიამოვნოდ დაიწყო – ავსტრიამ 0-2 წააგო უნგრეთთან, პორტუგალიამ 1-1 ითამაშა ისლანდიასთან.
– კრიშტიანუ რონალდუ მზადაა პორტუგალიის მაისურით 128-ე მატჩი ჩაატაროს.
– ავსტრიელთა თავკაცი იძულებული გახდა ორი ცვლილება მოეხდინა ძირითადში – დრაგოვიჩი დისკვალიფიცირებულია, იუნუზოვიჩი კი ტრავმირებული.
– ავსტრიელებს პარიზში უკეთესი შედეგები (4 მოგება, 1 ფრე, 7 მარცხი) აქვთ, ვიდრე პორტუგალიელებს (2 მოგება, 3 ფრე, 9 მარცხი).
პორტუგალიელთა სავარაუდო შემადგენლობა: რუი პატრისიო; ვიეირინია, კარვალიო, პეპე, გერეირო; ანდრე გომეში, დანილო, ჟოაო მოუტინიო, ქუარესმა; ნანი, რონალდუ;
ავსტრიელთა სავარაუდო შემადგენლობა: ალმერი; კლაინი, პრიოდლი, ჰინტერეგერი, ფუქსი; ალაბა, ბაუმგარტლინგერი; ჰარნიკი, საბიცერი, არნაუტოვიჩი; იანკო
Fanebi.Com-ის პროგნოზი:
პორტუგალია 2-0 ავსტრია