სახალისო FIFA 14

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოპულარული კომპიუტერული თამაშის FIFA 14-ის კურიოზებია აღბეჭდილი.

“ბარსელონას” ფეხბურთელები FIFA 14-ის ჩემპიონატში

გასულ დღეებში, ესპანეთში, FIFA 14-ის თამშში ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები შეეჯიბრნენ, რომელშიც საბოლოოდ, გამარჯვებულები მარტინ მონტოია და კრისტიან ტელო გახდნენ.

ინგლისის პირველი ლიგის კლუბის ფეხბურთელებს FIFA 14-ის თამაში აუკრძალეს

აღმოსავლეთ ლონდონის კლუბ „ლეიტონ ორიენტის“ ხელმღვანელობამ გუნდის ფეხბურთელებს მატჩის დღეს FIFA 14-ის თამაში აუკრძალა. ინგლისის პირველი ლიგის გუნდმა, რომელმაც სეზონის სტარტზე რვა შეხვედრიდან რვავე მოიგო, თანდათან ქულების დაკარგვა დაიწყო. ეს პერიოდი პოპულარულ კომპიუტერულ თამაშ FIFA 14-ის გამოსვლის დროს უკავშირდება. როგორც ირკვევა, „ლეიტონ ორიენტის“ ბევრმა ფეხბურთელმა, მაშ შორის ყველაზე ძვირადღირებულმა მოთამაშემ (500 000 ევრო), აღნიშნული კომპიუტერული სიმულატორით გართობა დაიწყეს.

კლუბის წარმომადგენლის თქმით, იყო შემთხვევები, როცა რეალური მატჩისთვის მზადების ნაცვლად, ფეხბურთელები თავიანთ მომავალ მეტოქეს კომპიუტერული თამაშის მეშვეობით ამარცხებდნენ, თანაც – დღეში რამდენჯერმე.

„ამ თამაშის გამო, ლოიდ ჯეიმსს ბევრჯერ აებნა გზა-კვალი. მაგალითად, ასეთ შემთხვევას გავიხსენებ: გვაქვს მატჩი „ოლდჰემ ატლეტიკთან“ (1:1), ჩვენი გუნდის ფეხბურთელები კი წინა დღით ვარჯიშის ნაცვლად, შეხვედრისთვის ვირტუალურად ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით, გუნდმა გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელებს მატჩის დღეს FIFA 14-ის თამაში აუკრძალოს. ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ კომპიუტერული თამაშები რეალურ ცხოვრებაზე ცუდ გავლენას ახდენს“, – განაცხადა „ლეიტონ ორიენტის“ პრეს-ატაშე ჯონი დევისმა „ინდეფენდენტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ამ აკრძალვის შემდეგ, გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო (აქედან ერთი პენალტების სერიით).

„ლეიტონ ორიენტი“ ინგლისის პირველ ლიგას 29 ქულით ლიდერობს, უახლოეს მადევარ „პიტერბოტო იუნაიტედს“ კი აქტივში 1 ქულით ნაკლები აქვს.

ბექა დოგრაშვილი