მარკოიშვილმა ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და „გალათასარაი“ პლეი-ოფში გაიყვანა

გუშინ, საღამოს, ევროლიგის ტოპ-16-ის ბოლო სათამაშო დღე შედგა, რომლის მატჩების შედეგად, პლეი-ოფის მონაწილეთა ვინაობა გაირკვა.

Е ჯგუფი:

„უნიკახა“ – „არმანი ჯინსი“ 95:85 (22:18, 26:23, 29:16, 18:28)

„უნიკახა“: შტიმაცი (16 ქ.), კუზმინსკასი (13 ქ. 9 მ.), ურტასუნი (11 ქ.), დრაგიჩი (11 ქ.), ტულსონი (8 ქ.), გრეინჯერი (6 ქ. 7 პ.), საბონისი (6 ქ.)
„არმანი ჯინსი“: ლენგფორდი (22 ქ.), ლავალი (16 ქ. 3 ბ.), ჯერელსი (13 ქ. 4 დ.), ჩერელა (9 ქ.), კანგური (8 ქ.), უოლესი (7 ქ.)

სატურნირო მდგომარეობა: „ბარსელონა“ – 12/2, „არმანი ჯინსი“ – 10/4, „ოლიმპიაკოსი“ – 8/6, „პანაითინაიკოსი“ – 7/7, „ფენერბაჰჩე“ – 6/8, „უნიკახა“ – 6/8, „ბასკონია“ – 5/9, „ანადოლუ ეფესი“ – 2/12

F ჯგუფი:

„ჟალგირისი“ – „რეალი“ 87:80 (18:18, 18:20, 21:21, 30:21)

„ჟალგირისი“: დენტმონი (36 ქ. 5 მ. 6 დ.), პოჩუსი (10 ქ.), იანკუნასი (8 ქ. 7 მ.), იავტოკასი (8 ქ. 6 მ.), კუპსასი (6 ქ.)
„რეალი“: ლიული (23 ქ.), როდრიგესი (13 ქ. 5 პ.), ბურუსისი (13 ქ.), რეიესი (7 ქ.)

„გალათასარაი“ – „პარტიზანი“ 64:55 (16:13, 24:15, 14:14, 10:13)

„გალათასარაი“: მარკოიშვილი (16 ქ.), ალდემირი (13 ქ. 7 მ.), ერცეგი (13 ქ. 6 მ.), დომერკანტი (7 ქ.), მაჩვანი (5 ქ. 5 მ.)
„პარტიზანი“: ლოვერნი (11 ქ. 11 მ.), ბოგდანოვიჩი (11 ქ. 4 პ.), ბერტანში (11 ქ.), პავლოვიჩი (10 ქ.)

სატურნირო მდგომარეობა: ცსკა – 12/2, „რეალი“ – 11/3, „მაკაბი“ – 8/6, „გალათასარაი“ – 7/7, ყუბანის „ლოკომოტივი“ – 7/7, „ბაიერნი“ – 5/9, „პარტიზანი“ – 4/10, „ჟალგირისი“ – 2/12.

ალექსანდრე მატევოსოვი

ემრეს წითელი ბარათი და ფელიპე მელოს უცნაური რეაქცია

6 აპრილს, თურქეთის ჩემპიონატში, “გალათასარაიმ” საკუთარ მოედანზე “ფენერბახჩე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა – მსაჯმა ორივე გუნდის ფეხბურთელებს სულ 16 ყვითელი და ორი წითელი ბარათი უჩვენა.

პირველად, მოედნიდან სტუმართა გუნდის გამოცდილი ნახევარმცველი ემრე ბელოზოღლუ გააძევეს, რასაც ფელიპე მელოს უცნაური რეაქცია მოყვა.

აღსანიშნავია, რომ 87-ე წუთზე, წითელი ბარათის გამო, ბრაზილიელ მოთამაშესაც მოუხდა მოედნის დატოვება.

მანჩინი: „არსენალს“ 9 წელია, ტიტული არ მოუგია, თუმცა ქომაგები მწვრთნელს არ შეურაცხყოფენ“

თურქული „გალათასარაის“ მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი აგრესიულად გამოეხმაურა კლუბის გულშემატკივართა მხრიდან კრიტიკას. თურქეთის სუპერლიგის 26-ე ტურში „გალათასარაი“ შინ „კაისერისპორთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა, რამაც „ლომების“ გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია. ქომაგებმა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რობერტო მანჩინის გათავისუფლებაც კი მოითხოვეს.

„თუ გულშემატკივრებს ჩემი გათავისუფლება სურთ, აქედან წასვლა დღესვე შემიძლია და ხვალაც შემეძლება, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მე მათ პოზიციას პატივს ვცემ და იმედი მაქვს, რომ ისინიც აფასებენ ჩემს აზრს. ამის მიუხედავად, შეურაცხყოფას ვერ ავიტან. „გალათასარაი“ იმიტომ ჩავიბარე, რომ გრძელვადიანი პროექტი განვახორციელო. გუნდს ოთხ თვეში ვერ ააყვავებ. ვიცი, რომ ეს რთული საქმეა, თუმცა როგორც ჩანს, აქ მუშაობის საშუალებას არ მომცემენ. აქ იმისთვის არ ვარ, რომ ჩემი ლანძღვა-გინება ვისმინო. „არსენალს“ ცხრა წელია, ტიტული არ მოუგია. „მეთოფეთა“ გულშემატკივრები ასე რეაგირებენ წარუმატებლობაზე?“ – მანჩინის სიტყვებს Turkish football-ი აქვეყნებს.

ცნობისთვის, „გალათასარაის“ თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი აქვს დაკავებული და ლიდერ „ფენერბაჰჩეს“ 8 ქულით ჩამორჩება. სეზონის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი.

ბექა დოგრაშვილი

ედენ აზარმა “გალათასარაისთან” მატჩში კამერებიც მოატყუა

18 ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ჩელსისა” და “გალათასარაის” შორის გამართულ მატჩში (2:0), ედენ აზრმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელის გარდა, კამერებიც მოატყუა.

მანჩინი: “გალათასარაიმ” ძალიან ცუდად ითამაშა”

თურქული “გალათასარაის” მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ლონდონის “ჩელსისთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს, გამართულ შეხვედრაში, “ჩელსიმ” “გალათასარაი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

“ძალიან ცუდად ვითამაშეთ. “ჩელსი” უკეთ გამოიყურებოდა. მეტოქემ თავისი შანსი გამოიყენა და მეოთხედფინალშიც გავიდა. მხოლოდ ერთი დარტყმით, შეუძლებელია, გოლი გაიტანო”, – ამბობს მანჩინი.

„ჩელსიმ“ „გალათასარაი“ უშანსოდ დატოვა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და სტამბულის „გალათასარაის“ შორის განმეორებითი მატჩი შედგა. „სტემფორდ ბრიჯზე“ გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ლონდონელებმა გოლები პირველი ტაიმის დასაწყისში და დასასრულში გაიტანეს. ანგარიში მე-4 წუთზე სამუელ ეტოომ გახსნა. 42-ე წუთზე გარი კეჰილმა „პენსიონერთა“ უპირატესობა განამტკიცა — 2:0.

ამრიგად, „ჩელსიმ“ „გალათასარაი“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე ტამასის უფლება მოიპოვა.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
„ჩელსი“ — „გალათასარაი“ 2:0 (2:0)

„ჩელსი“: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, ლამპარდი, ვილიანი (კალასი 90+2′), რამირესი, აზარი, ოსკარი (შიურლე 81′), ეტოო (ტორესი 85′).
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
„გალათასარაი“: მუსლერა, ებუე (ჰაიროვიჩი 77′), შეჯუ, კაია, ალექს ტელესი, სნეიდერი, ფელიპე მელო, ინანი, კურტულუში (ბალთა 64′), დროგბა, ილმაზი (ბულუთი 54′).
მთავარი მწვრთნელი: რობერტო მანჩინი.
გოლები: ეტოო 4′, კეჰილი 42′.
გაფრთხილებები: ოსკარი 40′, ივანოვიჩი 58′ — ფელიპე მელო 19′, დროგბა 67′, ინანი 90+1′.
მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

ბექა დოგრაშვილი

“გალათასარაის” გულშემატკივარმა ლომს “ჩელსის” მაისური დააგლეჯინა

საკმაოდ საინტერესო ვიდეო გავრცელდა ინტერნეტ-სივრცეში, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მისცა დასაგლეჯად “გალათასარაის” გულშემატკივარმა ლომს “ჩელსის” მაისური.

“ჩელსი” – “გალათასარაი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, დაიწყება მატჩი, რომელშიც ლონდონის “ჩელსი” საკუთარ მოედანზე “გალათასარაის” მიიღებს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ნათამაშები ფრის შემდეგ (1:1), წყვილში საუკეთესოს ვინაობა დღევანდელ მატჩში უნდა გაირკვეს.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:

“ჩელსი”: ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, რამირესი, ლამპარდი, ოსკარი, აზარი, ვილიანი, ეტოო.

“გალათასარაი”: მუსლერა, ტელესი, ჩეჯუ, კაია, ებოე, მელო, ინანი, სნეიდერი, კურტულუში, დროგბა, ილმაზი.

მატიჩი: „გულშემატკივრები დროგბას არასდროს დაივიწყებენ“

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა „გალათასარაისთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ დიდიე დრობას შესახებ ისაუბრა.

„როდესაც „ჩელსიში“ მოვედი, დროგბა ჯერ კიდევ აქ თამაშობდა.

ეს დიდებული მოთამაშე ჩვენი კლუბის ლეგენდაა. როგორც დიდიესთვის, ისე გულშემატკივართათვის, მისი „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნება კარგი იქნება. „ჩელსის“ ქომაგებს იგი არასდროს დაავიწყდებათ, რადგან, ყველაფერთან ერთად, დროგბა ჩინებული პიროვნებაც გახლავთ.

რასაკვირველია, გვჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. „ჩელსი“ ამ ტურნირზე ფავორიტთა შორის ყოველთვისაა“, – განუცხადა სერბმა ნახევარმცველმა Goal.com-ს

შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა და სტამბულელთა პირველი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

 ალექსანდრე მატევოსოვი

დროგბა: „ჩელსისთვის“ დასამტკიცებელი არაფერი მაქვს“

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და „გალათასარაის“ შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. როგორც მოგხსენებათ, პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, რაც უპირატესობას „პენსიონერებს“ აძლევთ.

„გალათასარაის“ თავდამსხმელ დიდიე დროგბას „სტემფორდ ბრიჯზე“ უკვე სტუმრის რანგში მოუწევს თამაში. კოტ დივუარელი ფეხბურთელი ამბობს, რომ მას „ჩელსისთვის“ დასამტკიცებელი არაფერი აქვს.

„ჩელსისთვის“ დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. აქ ჩამოვედი, როგორც ჩემი გუნდის მოთამაშე. მინდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. „ჩელსისთან“ რაიმე პირადი დაპირისპირება არ მაქვს“, – ციტირებს დროგბას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ცნობისთვის, მატჩი „ჩელსისა“ და „გალათასარაის“ შორის დღეს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას გერმანელი არბიტრი ფელიქს ბრიხი მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

ტოპ 10: ფეხბურთელების “სელფი”

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ფეხბურთელების მიერ გადაღებული “სელფები” გამოაქვეყნა.

10. ნიკლას ბენდტნერი

9. დავიდ ლუისი

8. ლუის სუარესი

7. დევიდ ბექჰემი

6. ლუკაშ პოდოლსკი

5. დიდიე დროგბა

4. ნეიმარი

3. ჯეკ უილშირი

2. მარიო ბალოტელი

1. ოლივიე ჟირუ

მანჩინი: “ჩელსიმ” წაგება დაიმსახურა”

თურქული “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი აცხადებს, რომ მის გუნდს “ჩელსისთან” გამართულ შეხვედრაში ფრე არ დაუმსახურებია.

შეგახსნებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპის პირველ მატჩში, “გალათასარაიმ” “ჩელსი” საკუთარ მოედანზე მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

“ვფიქრობ, ფრეს არ ვიმსახურებდით, რადგან მეტოქეს ვაჯობეთ და პირიქით, “ჩელსიმ” წაგება დაიმსახურა. მეორე ნახევარში ჩვენს ძალებში ვირწმუნეთ, რის გამოც, ლონდონელებს თამაშით ვაჯობეთ”, – ამბობს მანჩინი.